მრჩეველთა საბჭო  ონლაინ რეჟიმზე გადადის

ირმა კახურაშვილი

2018 წლიდან პროექტ „აღმოვფხრათ ხარვეზები: მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და ჯანმრთელობის დასაცავად“ ფარგლებში მრჩეველთა საბჭოც ამოქმედდა. საბჭოში გაერთიანებული არიან ნარკომომხმარებელთა თემის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად ერთვებიან პროექტის შესრულების პროცესში – აქტივობების დაგეგმვის, მონიტორინგისა და სერვისების შეფასების მიმართულებით.

57333475_428749711006331_3571772499311984640_n

Continue reading

„ერთმანეთს ვუსმენთ და ვსწავლობთ“

ირმა კახურაშვილი

68702228_1452546011554200_200055212960907264_o

ახალგაზრდა ქალების ჯანმრთელობის კლუბი „პაპაია“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდალას“ ბაზაზე საპილოტე პროექტის ფარგლებში, 2019 შეიქმნა. ის ნარკოტიკების მომხმარებელ ქალებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და ცნობიერების ამაღლებას დღესაც ემსახურება. „მანდალას“ ერთ-ერთ დამფუძნებლის, მარიამ უბილავას თქმით, კლუბი აერთიანებს განსხვავებული გამოცდილების ადამიანებს და მათ უფრო მკაფიოდ გამოკვეთონ თავიანთი საჭიროებები, დროულად მიიღონ მათთვის აუცილებელი სერვისები, ინფორმაცია რეპროდუქციული უფლებების შესახებ.

Continue reading

აბორტთან დაკავშირებული ფაქტები, სტატისტიკა და კანონი

მომზადებულია ორგანიზაცია „რეალური ხალხი, რეალური ხედვის“ მიერ

gyn

აბორტი, მთელს მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოთხოვნადი გინეკოლოგიური პროცედურაა. მისი ჩატარების მეთოდები ყოველწლიურად იხვეწება და უმჯობესდება. ხსენებული მიღწევები მაქსიმალურად არის დანერგილი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაშიც. 2018 წელს, საქართველოში რეგისტრირებული აბორტების რიცხვმა 22 733 შეადგინა[1]. სტატისტიკის თანახმად, უკანასკნელი წლების განმავლობაში რეგისტრირებული აბორტების რაოდენობა, მართალია, კლების დინამიკით ხასიათდება, თუმცა, არაოფიციალურ წყაროებს თუ დავუჯერებთ, მზარდია დაურეგისტრირებელი შემთხვევების ოდენობა. საინტერესოა იმ მიზეზების შესწავლა, რის გამოც ქალები, საჭიროების მიუხედავად, სერვისის მისაღებად სამედიცინო დაწესებულებებს არ მიმართავენ.

Continue reading

აბორტის სტიგმა და მისი შედეგები

ნინო ბოლქვაძე

images

მას შემდეგ, რაც ფეისბუკ გვერდი გავაუქმე, ახალ ამბებს შედარებით გვიან ვიგებ. ამას თავისებური ბენეფიტი აქვს – ერთდროულად ახალ ამბებსაც ვეცნობი და მათთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციასაც. ამგვარად, 13 ნოემბერს ტელეკომპანია „მთავარ“-ის არხზე გასული ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა „სხვა ნანუკა“, რომელიც აბორტის თემასაც ეხებოდა, ახლახან ვნახე. გადაცემის ვიდეოჩანაწერს ფეისბუკზე 800 000-ზე მეტი ნახვა აქვს, მის ქვეშ განთავსებული კომენტარები კი ქალებს, რომლებიც აბორტს იკეთებენ, მკვლელებად, დახვრეტისა და ჯოჯოხეთის ღირსებად მოიხსენიებენ. არავინ ახსენებს ორსულის პარტნიორს, არავინ მსჯელობს საზოგადოების სხვადასხვა ინსტიტუციების (განათლების, ჯანდაცვის სისტემების) სერიოზულ ჩავარდნებზე, რასაც აბორტის უკანონო პრაქტიკამდე მივყავართ. ყველა დარტყმის ობიექტი ისევ ქალია.

Continue reading

რეპროდუქციული ჯანმრთელობის გზაგასაყარზე

ირმა კახურაშვილი

f43d86604c5e5c33af3ed33167934eee

აბორტთან დაკავშირებული სტიგმა და მითები ქალისა და გოგონების ჯამრთელობასა და სიცოცხლეზე პირდაპირ ზემოქმედებს. განსაკუთრებით სტიგმა, რომელსაც საბოლოოდ დისკრიმინაციამდე მივყავართ, მყარად იდგამს ფესვებს საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი იქ, სადაც დომინირებს რელიგიური რადიკალიზმი, ადამიანები განიცდიან დისკრიმინაციას, ეზღუდებათ უფლებები, აქვთ განათლების დეფიციტი, ჰყვავის სიღარიბე. ასეთ გარემოში ქალებს და გოგონებს არ აქვთ საკუთარ არჩევანზე თავისუფლად საუბრის შესაძლებლობა და იძულებულნი ხდებიან დამალონ თავიანთი გამოცდილება.

Continue reading

რჩევები ნარკომომხმარებლებისთვის COVID-19-ის პანდემიის პირობებში

COVID-19ის პანდემიის საპასუხოდ, ნარკოტიკების მომხმარებელთა საერთაშორისო ქსელმა (INPUD), გლობალურმა ქსელმა, რომელიც თემის უფლებებისა და ჯანმრთელობისთვის იბრძვის, შეიმუშავა რჩევები მათთვის, ვინც ნარკოტიკებს ჯანმრთელობის სისტემის კრიზისის პირობებში მოიხმარს.

cfb0fbfb419edff65a7d98deec3ec3f8

 

Continue reading

ნარკომსჯავრდებულები და მათი რეაბილიტაციის გამოწვევები    

ირმა კახურაშვილი

თბილისში ჩატარებული კონფერენციის „ნარკოდამოკიდებული მსჯავრდებულების რეაბილიტაცია – რატომ უნდა ვიზრუნოთ მათზე?“ მეორე დღეც არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა. სხვადასხვა ქვეყნების ექსპერტებმა ისაუბრეს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე პრაქტიკული გამოცდილების მიმართულებით.

87047791_795174401003662_4514237904880402432_n

Continue reading