ნარკოპოლიტიკა – სხვადასხვა უწყებების განსხვავებული პოზიცია

Posted: November 9, 2017 in Uncategorized

8 ნოემბრის კონფერენციის „ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“ დაწყებამდე  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა:

„ამ პროცესს კომპელქსურ ჭრილში ვუყურებ და არა მხოლოდ როგორც კანონცვლილებას. რეფორმას სჭირდება კომპლექსური გააზრება, ერთის მხრივ საკანონმდებლო, მეორეს მხრივ – საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა სერვისების მომზადებით, ფინანსური რესურსის მობილიზებით და არაერთი უწყების ჩართვით. რეფორმის მიზანია ქვეყანაში გვყავდეს, რაც შეიძლება ნაკლები ნარკომანიით დაავადებული პირი, შეგვეძლოს მათი მკურნალობა, ზაინის შემცირება და მეტი რესურსი იხარჯებოდეს იმისთვის, რომ ადამიანებს ნარკოტიკების მიმართ არ ჰქონდეთ მიდრეკილება.

რეპრესიულ პოლიტიკაზე უარი ჩვენ 2013 წელს ვთქვით.

ამ რეფორმის პირობებში საკანონმდებლო განხილვები დაწყებულია. აუცილებელია პარლამეტის, მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. რეფორმას სჭირდება ეტაპობრივი ქმედებები.

ამ ეტაპზე არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც სხვადასხვა უწყებებს საწინააღმდეგო პოზიცია აქვთ – ეს ეხება ოდენობებს, ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას, რეალიზაციასთან დაკავშირებულ დეფინიციის ცვლილებას, საზღვარზე შემოტანის საკითხების სამართლებლივ რეგულირებას. ამ მხრივ საჭიროა გარკვეული კომპრომისების ძიება და პოზიციების დაახლოვება“.

IMG_0030

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s