საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიცია დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით

Posted: November 13, 2017 in Uncategorized

19074671_1322505024463694_228624038_o

გაერო და მისი სტრუქტურები არაერთგზის და არაორაზროვნად მოუწოდებენ წევრი ქვეყნების მთავრობებს, უარი თქვან ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ გატარებულ არაეფექტიან სადამსჯელო ზომებზე, დანერგონ ადამიანის უფლებებსა და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობა-დახმარების მიდგომები. აქ მოგვყავს გაეროს ორგანიზაციების ანგარიშებიდან რამდენიმე თვალსაჩინო ამონარიდი:

ჯანდაცვის მსოლფლიო ორგანიზაცია

WHO, (2014) Consolidated guidelines on HIV prevention, diagnosis, treatment and care for key populations. World Health Organization. Geneva, 2014

  • „ქვეყნებმა უნდა იმუშაონ იმ კანონებისა და პოლიტიკის განვითარებაზე, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციისკენ იქნება მიმართული, რაც შეამცირებს თავისუფლების აღკვეთის ფაქტებს.
  • ქვეყნებმა უნდა იმუშაონ იმ კანონებისა და პოლიტიკის განვითარებაზე, რომელიც მოიცავს სუფთა შპრიცებისა და ნემსების გამოყენების დეკრიმინალიზაციას (ასევე, ნებადართული იქნება შპრიცებისა და ნემსების პროგრამები) და ოპიოიდებზე დამოკიდებული ადამიანებისათვის ჩანაცვლებითი მკურნალობის ლეგალიზაციას.
  • ქვეყნებმა უნდა აკრძალონ ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ იძულებითი მკურნალობა.“

WHO, UNFPA, UNHCR, the World Bank, UNDP, UNESCO, UNAIDS, ILO, UNICEF (2015) Technical brief: HIV and young people who inject drugs. Geneva, 2015

„საჭიროა მუშაობა ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციისათვის, საჭიროა შემუშავდეს და აღსრულდეს ანტი-დისკრიმინაციული და დამცველობითი კანონები, რათა აღმოიფხვრას სტიგმა, დისკრიმინაცია, სოციალური გარიყულობა და ძალადობა იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ.. “

„კანონი, რომლის თანახმად, პირები ისჯებიან ნარკოტიკების ან საინექციო აღჭურვილობის შენახვა-მოხმარებისათვის, ხელს უწყობს, რომ ადამიანები თავს იკავებენ მომსახურების მიღებისაგან იმის შიშით, რომ მათ დააპატიმრებენ ან სისხლის სამართლის ბრალდება წარედგინებათ. ეს კანონები ხელს უშლის ზიანის შემცირების სერვისების მიმწოდებლებს, დახმარება გაუწიონ ნარკოტიკების მომხმარებლებს, რადგან თავად მომსახურების მიმწოდებლები დგებიან სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე. ნარკოტიკული საშუალებების კრიმინალიზაცია მსჯავრდებული პირების დასაქმების პერსპექტივებს ამცირებს, რაც იწვევს მათი ფინანსური მდგომარეობის არასტაბილურობას.“

გაეროს აივ/შიდსის პროგრამა

UNAIDS (2016) Do no harm – Health, Human Rights and People Who Use Drugs. UNAIDS, Geneva, 2016

„ქვეყნებმა, რომლებმაც შეწყვიტეს ადამიანების დაპატიმრება ნარკოტიკების მოხმარებისათვის და მისცეს მათ სამკურნალო პროგრამებში ჩართვის საშუალება, აჩვენეს საუკეთესო შედეგები. ქვეყნები უნდა ზრუნავდნენ ადამიანების კეთილდღეობაზე და მათ მკურნალობაზე და არა მათ დასჯაზე. გაეროს შიდსის პროგრამის რეკომენდაცია დეკრიმინალიზაციაა და რჩევა, შეწყდეს ნარკოტიკების მოხმარებისათვის და პირადი მოხმარების მიზნით ფლობისათვის ადამიანების დევნა.“

გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის ოფისი

UNODC (2015) Briefing paper: Decriminalisation of Drug Use and Possession for Personal Consumption. UNODC, Vienna, 2015

„ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კონვენციები არ ავალდებულებენ წევრი ქვეყნების მთავრობებს, მოახდინონ ნარკოტიკების მოხმარების და პირადი მოხმარების მიზნით ფლობის კრიმინალიზაციას. წევრმა ქვეყნებმა უნდა იზრუნონ ისეთი ზომების გატარებაზე, რომლებიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის უფლების დაცვას და საპატიმროების გადატვირთულობის შემცირებას, მათ შორის ზომებისა, როგორიცაა ნარკოტიკების მოხმარების და პირადი მოხმარების მიზნით ფლობის დეკრიმინალიზაცია.“

UNODC, Investing in Drug Abuse Treatment, A Discussion Paper for Policy Makers, in Drug Abuse Treatment Toolkit. 2003

„განვიხილავთ რა წამალდამოკიდებულებას, როგორც ქრონიკულ მდგომარეობას, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ წამალდამოკიდებული პირის თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოხვედრა და მასთან დაკავშირებული თავშეკავება (თუნდაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში) ან სტაბილიზაციის ხანმოკლე პერიოდები არ იძლევა სასურველ შედეგს დამოკიდებული ადამიანების გამოჯანმრთელების თვალსაზრისით“.

ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისია

Global Commission on Drug Policy, “Report of the Global Commission on Drug Policy,” (2011&2014)

კომისიამ მოუწოდა ეროვნულ მთავრობებს რომ „შეწყვიტონ ნარკოტიკების მომხმარებლების კრიმინალიზაცია, სტიგმატიზაცია, მარგინალიზაცია და ნარკოტიკების მომხმარებლების დასჯა და კრიმინალიზაცია შეცვალონ მკურნალობის სერვისების შეთავაზებით. კომისიამ ეს მოთხოვნა 2014-ში გაიმეორა: „შეწყდეს ადამიანების ნარკოტიკების მოხმარების ან ფლობისთვის კრიმინლიზაცია, შეწყვიტეთ მათთვის ‘სავალდებულო მკურნალობის’ დაძალება“

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია

International Federation of Red Cross and Red Crescent Societies, Statement to the United Nations Commission on Narcotic Drugs, 55th Session (2012)

„…ნარკოტიკების მიღება არის ჯანმრთელობის პრობლემა. ის ადამიანის უფლებების პრობლემაა. მისი გასამართლება დაუშვებელია. კრიმინალიზაცია, დისკრიმინაცია, სტიგმატიზაცია არ გადაჭრის ამ პრობლემებს. დასჯა და დევნა არ აჩერებს ადამიანებს ნარკოტიკების მიღებისგან. მთავრობებმა საბოლოოდ უნდა ცნონ, რომ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა მუშაობს!“

 

წყარო: http://www.altgeorgia.ge/

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s