გამოდი გარეთ!

Posted: December 11, 2017 in Uncategorized

ირმა კახურაშვილი

DSC_6029.JPG

რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ცვლილების მოთხოვნით ვარდების მოედანზე „თეთრმა ხმაურმა“ ნარკოპოლიტიკის ცვლილების მოთხოვნით აქცია „ხმაური გამარჯვებისთვის!“  გამართა.

IMG_7221.JPG

მონაწილეთა მოთხოვნებს უამრავი ადამიანი, მათ შორის საზოგადოების ცნობილი წევრი, სოციალური ჯგუფი, ორგანიზაცია და ბიზნეს სუბიექტი შეუერთდა. „თეთრი ხმაურის“  მხარდამჭერთა ტალღამ ბათუმი და ქუთაისი გადაფარა, ასევე, ორი ციხე – კაცთა და ქალთა, სადაც რამდენიმე პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა.

IMG_7208.JPG

„თეთრი ხმაურის“ მიერ სოციალურ ქსელში ღია ხმის მიცემის რეჟიმში ჩატარებულმა გამოკითხვამ დაადასტურა, რომ ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციას ემხრობა გამოკითხულთა 98%.

DSC_6101.JPG

ნოემბრის ბოლოს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვაის სისხლის სამართლებლივი პასუხისმგებლობა საქართველოში არაკონსტიტუციურად ცნო.

IMG_0682.JPG

„თეთრი ხმაურის“ ამჟამინდელი მოთხოვნები:

  1. მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტისგან, მიმდინარე წლის ბოლომდე, დაჩქარებულ რეჟიმში, გადაწყდეს დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის დამტკიცების საკითხი. მოვითხოვთ, წლის ბოლომდე ინიცირებული კანონპროექტის პრინციპების დამტკიცებას და კენჭისყრაზე გატანას.

  2. მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, დაიწყოს პოლიციის რეფორმა და რეპრესიაზე ორიენტირებული სისტემის ყველა რგოლი ადამიანების კეთილდღეობაზე ორიენტირებული გახდეს. ჩვენ, საზოგადოებას, რეალურ დანაშაულთან მებრძოლი და უსაფრთხოების დამცველი პოლიცია გვჭირდება და არა ადამიანების დევნა, ჩაგვრა, წამება და მკვლელობა. პოლიციის ჰუმანიზაციისა და სისტემური რეფორმირების პროცესში, ერთ-ერთი აუცილებელი ცვლილება სწორედ ინიცირებული დეკრიმინალიზაციის კანონპროექტია.

  3. მოვითხოვთ საქართველოს პრეზიდენტისგან, 2017 წლის დეკემბრის ბოლომდე, სასწრაფო რეჟიმში ნარკოდანაშაულში მსჯავრებული პირების მასობრივი შეწყალება უზრუნველყოს. საპატიმრო დაწესებულებებში დღემდე თვალით უხილავ ოდენობებზე მსჯავრდებული პირები რჩებიან, ყოველი მესამე პატიმარი ნარკოდანაშაულისთვის იხდის სასჯელს.

IMG_7215.JPG

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში „თეთრი ხმაურის მოძრაობა” გაემიჯნება პროცესს და ალტერნატიული ბრძოლის მეთოდებს მიმართავს. ახალი წლის საზეიმო განწყობა წინააღმდეგეობის დღეებით შეიცვლება, აცხადებენ „თეთრი ხმაურის აქტივისტები.

IMG_0677

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s