სოციალური მუშაკები ხელისუფლებისგან სფეროში არსებულ პრობლემებზე ფოკუსირებას მოითხოვენ

Posted: December 21, 2017 in Uncategorized

GASW_logo_1

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, პროფესიული თემის წარმომადგენლებთან ერთად ერთ საათში მშვიდობიან აქციას „ჩვენ შესახებ ჩვენთან ერთად“ კანცელარიასთან გამართავს. აქციის მიზანია გამოხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავების პროცესსა და სახელმწიფო უწყებების მხრიდან 28 სექტემბერს გამოქვეყნებული პეტიციის უგულებელყოფაზე. პეტიციას 600-მდე სოციალური მუშაკი/სფეროს მხარდამჭერი და 42 ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია აწერს ხელს.

 

აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონპროექტის პირველადი ვერსიის შემუშავების პროცესი იყო არათანამონაწილეობითი: მასში არ იყვნენ ჩართულნი სფეროს ექსპერტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და პრაქტიკოსები. შესაბამისად, ამ პროცესში მოხდა ექსპერტებისა და პრაქტიკოსების ცოდნისა და გამოცდილების იგნორირება, ხოლო საკომიტეტო შეხვედრა პროფესიული თემის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომებით წარიმართა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ ჩამოყალიბდეს მოქმედი სამუშაო ჯგუფი კანონპროექტზე მუშაობისათვის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ბაზაზე. მეორე მოთხოვნაა შესრულდეს პეტიციის მოთხოვნები და დაინიშნოს შეხვედრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან პეტიციაში აღნიშნული საკითხების სიღრმისეულად განსახილველად.

გთვაზობთ უცვლელად პეტიციის ტექსტს, რომლის ადრესატი საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა.

„შეშფოთებულები ვართ 5 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც სოციალური მუშაკები პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ოჯახის მხრიდან თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა სფეროში არსებული სირთულეები და გამოწვევები.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკების მუშაობის ხარისხზე დიდწილადაა დამოკიდებული მათი ბენეფიციარების კეთილდღეობა. არადა, მომხდარიც და ბოლო წლებში სოციალური მუშაობის კომპონენტის დაკნინების ტენდენციებიც ცხადყოფს, რომ ამ მიზნის განხორციელება საჭიროებს არსებული პოლიტიკის გადახედვას.

აღნიშნულ უწყებაში სოციალურ მუშაკები 26 მიმართულებით მუშაობენ, რომელთა ხარისხიანად შესრულებაც მათ ძალებს აღემატება. მიუხედავად მრავალი წარმატებული შემთხვევისა და გადარჩენილი სიცოცხლისა, არსებობს რიგი პრობლემები, კერძოდ, სერვისების და ინსტრუმენტების ნაკლებობა, ასევე, დაკისრებულ ვალდებულებატა სიმრავლე. ნაცვლად იმისა, რომ სოციალური მუშაკები ბენეფიციართა მხარდაჭერასა და გაძლიერებას ემსახურებოდნენ, სოციალური მუშაკები დატვირთულები არიან ისეთი ვალდებულებებით, რაც მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს არ შეესაბამება (კერძოდ, დაბადების იურიდიული ფაქტის დადგენა; ექსპერტიზის ბიუროში ხელმოსაწერად სიარული; ადრეული განვითარების, დღის ცენტრისა და კვებისა ვაუჩერების გაცემა და ა.შ.). დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, ვდგებით იმ რეალობის წინაშე, რომ სამუშაო არის ძალიან დიდი მოცულობის, რაც ნეგატიურად აისახება სოციალური მუშაობის განხორციელებაზე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოგმართავთ თხოვნით, წარმოგვიდგინოთ სოციალური მუშაობის კომპონენტის განვითარების და გაძლიერების ხედვა, რომელიც საშუალებას მისცემს პრაქტიკოსებს, სოციალური მუშაობის მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით, ხარისხიანად მოემსახურონ ყველა ადამიანს, ვინც დახმარებას საჭიროებს.

  1. სამუშაო ინსტრუმენტების (მეთოდებისა და მოდელების) შემუშავება და სოციალური მუშაკების გადამზადება მათ გამოყენებაში;
  2. მნიშვნელოვანია სოციალურ მუშაკებს ჰქოდეთ შესაძლებლობა იმუშაონ შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილ, უსაფრთხო გარემოში (სამუშაო დატვირთვის ნორმალიზება, ღამის საათებში მოულოდნელი გამოძახებების რეგულირება, საგზაო ხარჯების გათვალისწინება, ინდივიდუალური გასაუბრებისთვის სივრცის გამოყოფა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს რეგულაციების არსებობა და ა.შ.) და ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება.
  3. ასევე მნიშვნელოვანია სამუშაო ჯგუფის შექმნა აღნიშნული პროცესების დასაწყებად, რომელშიც ჩართული იქნებიან როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ისე პროფესიულად მხარდამჭერი ორგანიზაციები და ველზე მომუშავე სოციალური მუშაკები.

აღნიშნული საკითხების უფრო სიღრმისეულად განსახილველად პროცესში ჩართულ მხარეებთან ერთად ვითხოვთ ღია შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ბატონ დავით სერგეენკოსთან.

ზემოაღნიშნულ მოსაზრებას ვიზიარებთ დოკუმენტის ხელმომწერი პროფესიული თემის წარმომადგენლები, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორიდან, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე სოციალური მუშაკების გაძლიერების გარეშე, შეუძლებელია წარმატების მიღწევა სხვა სფეროებშიც. შესაბამისად, ხელმოწერით ვადასტურებთ მხარდაჭერას სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების მიმართ“.

 

 

 

 

 

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s