ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული უფლებები კვლავ ირღვევა

Posted: March 15, 2018 in Uncategorized

ირმა კახურაშვილი

28946606_1576448989069295_763864734_o

სასტუმრო „რუმსში“ ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება ახალგაზრდებს შორის აივ ინფექციის პრევენციისა და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობისთვის“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. მთავარი თემა ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში არსებულ პრობლემები და მათი გადაჭრის გზები იყო.

კონფერენციას ესწრებოდნენ ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილე ფლორა ნაუტენ-ელზინგა, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და აივ/შიდსის საკითხების ჰოლანდიის ახალგაზრდა ელჩი მელოდი თამარზიანსი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, აივ/შიდსზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პროექტის ახალგაზრდა ელჩები.

ორწლიანი პროექტმა (2016 წლის აპრილიდან 2018 წლის მარტის ჩათლით) ძირითადად თელავისა და ოზურგეთის რაიონი მოიცვა. ამ პერიოდში აივ ინფექციის გავრცელების პრევენციისა და ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით, ჩატარდა არაერთი ტრენინგი ადგილობრივ ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციებისთვის, მოეწყო ღონისძიებები – სპორტული, ფორუმ-თეატრი, ფოტოგამოფენები, შეხვედრები პროფესიულ ჯგუფებთან, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის დევიზით „მერები ახალგაზრდების მიმართ მეგობრული, კეთილგანწყობილი ქალაქებისთვის“. პროექტის ფარგლებში შეიქმნა პირველი ქართული მობილური აპლიკაცია ახალგაზრდებისთვის რეპროდუქციულ ჯანმრთელობისა და აივ/შიდსის საკითხებზე www.intimate.ge და ვიდეორგოლი „იზრუნე მომავალზე“.

ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილე ფლორა ნაუტენ-ელზინგამ ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე და მოუწოდა ახალგაზრდებს გაეგრძელებინათ მათთვის საჭირო თემების ადვოკატირება, ესაუბრათ უფრო ღიად და თავისუფლად. მაგალითად კი დაასახელა რეზონანსული და შედეგიანი ინიციატივა „როცა გოგონა გადაწყვეტს“.

28945539_1576449102402617_2084994645_o

„ჩვენს რეალობაში ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა მართლაც დაბალია. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენს შვილებს და ქვეყნის განვითარებას, რადგან ჯანმრთელობა და განათლება ყოველთვის არის დაკავშირებული სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებთან. წარმოდგენილი პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ გამოავლინა არსებული პრობლემები, დაისვა დიაგნოზი, რაც უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია მდგომარეობის გამოსასწორებლად,“ – აღნიშნა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, ახალგაზრდების განათლება რეპროდუქციულ ჯანმრთელობის შესახებ მინდობილია მშობლებს, სკოლა კი თავს არიდებს ამ თემაზე საუბარს. საზოგადოებაშის გარკვეული ნაწილი სტერეოტიპების ტყვეობაშია. ზოიძე იმედოვნებს, რომ განათლების მინისტრი სათანადო ყურადღებას მიაქცევს ახალგაზრდების პრობლემებს, თავის მხრივ კი, ჯანდაცვის კომიტეტი მხარს დაუჭერს ნებისმიერ გონივრულ საკანონმდებლო ინიციატივას ახალგაზრდების რეპროდუქციისა და უფლებების სფეროში სასიკეთო ცვლილებებისთვის.

რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და აივ/შიდსის საკითხების ჰოლანდიის ახალგაზრდა ელჩი მელოდი თამარზიანსმა ისაუბრა ახალგაზრდებში სწორი ინფორმაციის გავრცელების საკითხებზე და გამოცდილებაზე, საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებაზე და შეპირდა ახალგაზრდებს, რომ მათ პრობლემებს ლობირებას გაეროს შტაბბინაში გაუწევს.

კონფერენციაზე თემატური პრეზენტაციებით წარდგნენ სახალხო დამცველის აპარატის, გაეროს მოსახლეობის ფონდის, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრ „თანადგომისა“ და საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ წარმომადგენლები. პროექტზე ვრცლად ისაუბრა თამარ სირბილაძემ.

კონფერენციის მონაწილეობს ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ რეკომენდაციებს სამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის კეთილგანწყობილი სერვისების დასანერგად, სადაც აღიწერა ახალგაზრდების სქესობროვი და რეპროდქციული ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები ჯანდაცვის, განათლებისა და უფლებების დაცვის მიმართულებით.

აღწერაში მითითებულია, რომ სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის მიერ განხორციელებული პროგრამების მიუხედავად, ახალგაზრდებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია სგგი-ის, არასასურველი ორსულობისა და რეპროდუქციული სერვისების შესახებ. ამ საკითხებზე არ არსებობს სავალდებულო სასკოლო და მშობელЕა განათლების პროგრამები, არ ხდება მასწავლებელთა გადამზადება, პედაგოგების და მშობლების ნაწილი წინააღმდეგია ამ თემების სწავლებისა. სათანადო ყურადКება არ ექცევა არაფორმალურ განათლებას. ხშირად ახალგაზრდები მცდარ ინფორმაციას ინტერნეტიდან ან თანატოლებისგან იღებენ.

ახალაზრდების საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამები არასრულყოფილია და არაინტეგრირებული პირველადი ჯანდაცვის სისტემაში. ახალგაზრდებისთვის ბარიერია სტიგმა, ფასიანი მომსახურება, ანონიმურობის დარღრვევის შიში.

ამ კუთხით ორმაგ სირთულეებს აწყდებიან მოწყვლადი ჯგუფები. შეზღუდულია სერვისები ლგბტ, განსაკუთრებით ტრანსგენდერი ახალგაზრწდებისთვაის, რაც იწვევს მათი უფლებების დარღვევას, დისკრიმინაციას, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას.

შეგახსენებთ, რომ 15-29 წლის ასაკის ახალგაზრდები მოსახლეობის 21%-ს შეადგენენ.

28907325_1576448919069302_1879790546_n

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s