რა არის ნარკომანია?             

Posted: March 21, 2018 in Uncategorized

დავით ხავთასი

(ნაწილი I)

29242527_1582010628513131_1789845483_o                                               

ადამიანები ხშირად საუბრობენ თემებზე, რომლებსაც არ იცნობენ ან იცნობენ, მაგრამ „ასეა საჭირო“ და „ასე“ ლაპარაკობენ.

დღეს  თითქმის არ არსებობს ადამიანი, ვისაც პირადად ან ირიბად არ შეხებია ეს პრობლემა – დამოკიდებულება ქიმიურ ნივთიერებებზე, ანუ ნარკომანია. სასმელი, ჩემი აზრით, და არა მარტო ჩემი, არამედ ბევრი ცნობილი მეცნიერის აზრით, ნარკოტიკია, უბრალოდ, ლეგალური. ასევე, არსებობს მრავალი სხვა ლეგალური ქიმიური ნივთიერება, რომლის დანიშვნის უფლებაც აქვთ გარკვეული კვალიფიკაციის მქონე ექიმებს.

მინდა ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი გაგიზიაროთ. გადავხედოთ წარსულს. ალკოჰოლი საუკუნეებია არსებობს. XX საუკუნის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებს ხალხის ალკოჰოლზე დამოკიდებულებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა და მთავრობამ გადაწყვიტა აეკრძალა ალკოჰოლის გაყიდვა. შემოიღეს „მშრალი კანონი“. შედეგად მოხდა ის, რომ დაიწყეს ალკოჰოლის ჩუმად გაყიდვა, შეიქმნა დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომლებსაც მეთაურობდნენ განგსტერები, როგორიც იყვნენ ალ კაპონე, ლაკი ლუჩიანო და სხვ. ისინი ფარულად ამზადებდნენ ალკოჰოლურ სასმელებს და კანონის გვერდის ავლით ჰყიდდნენ. ალკოჰოლის ბაზარზე გატანის გამო, ამას მოჰყვა განგსტერებს შორის დაპირისპირება, მათ შორის ომი დაიწყო და გამძაფრდა კრიმინალური სიტუაცია. ასევე, ადამიანებმა დაიწყეს კუსტარული, უხარისხო და სიცოცხლისათვის საშიში ალკოჰოლური სასმელების დამზადება სარდაფებსა და მსგავს ადგილებში, რადგანაც ასე ეს უფრო იაფი ჯდებოდა.

ამ ყველაფრის გამო ამერიკის მთავრობამ გადაწყვიტა „მშრალი კანონის“ გაუქმება და ალკოჰოლი კვლავ ლეგალური გახადა. მსგავსი რამ მოხდა 80-იანი წლების საბჭოთა კავშირშიც.

ახლა გავავლოთ პარალელი. ნარკოტიკები იმ დროდან არსებობს, რაც დედამიწა. ჯერ კიდევ მაიას ტომის ჩანაწერებშია ნახსენები გარკვეული ნარკოტიკები, რომლებსაც მედიტაციისათვის იყენებდნენ. ვიკინგების ჩანაწერებში მოიხსენიება ჩინური წამალი, რომელიც „ყველაფერს შველის“. მრავალი უძველესი ჩანაწერი არსებობს ამა თუ იმ ნარკოტიკზე და მათი სამკურნალოდ მოხმარების საჭიროებაზე.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნარკოტიკებმა კაცობრიობას პრობლემები შეუქმნეს. ბევრი ადამიანი ქიმიურ ნივთიერებებზე გახდა დამოკიდებული და მსოფლიომ დაიწყო ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ. დაიწყო ამა თუ იმ ნივთიერებებზე რეცეპტების დაწესება, მრავალი ნივთიერების წარმოება კი საერთოდ აკრძალა. შედგა ნივთიერებათა სია, რომელშიც შეიტანეს იმ ნარკოტიკების დასახელებები, რომლებიც არალეგალურად გამოცხადდა გაეროს კონვენციით. ამან გამოიწვია იგივე, რაც ალკოჰოლის აკრძალვამ. ჩამოყალიბდა ნარკოკარტელები, რომლებიც ნარკოტიკებს დღემდე არალეგალურად ავრცელებნ. ამან მრავალ ქვეყანაში დაამძიმა კრიმინალური მდგომარეობა, კარტელებს შორის დაპირისპირება, მკვლელობები და სხვა. ადამიანებმა დაიწყეს ნარკოტიკების კუსტარული ფორმულების გამოგონება, ბევრად მავნე და სიცოცხლისთვის სახიფათო. მოხდა იგივე, რაც ალკოჰოლის შემთხვევაში. უბრალოდ,  სპირტიანი სასმელები ჩაანაცვლა ნარკოტიკმა და პირობითად რომ ვთქვათ, ალ კაპონე ჩაანაცვლა პაბლო ესკობარმა, უბრალოდ, ეს ხდება დაახლოებით 50 წლის შემდეგ.

გავიდა წლები და გარკვეული ნარკოტიკები გახდა ლეგალური, ოღონდ ექიმის დანიშნულებით. ისინი ძირითადად იხმარებოდა აბსტინენციის („ლომკის“) მოსახსნელად, მაგრამ პაციენტებს, რომლებსაც ამ პრეპარატებს აძლევდნენ გარკვეული ხანი, ჩამოუყალიბდათ ამ ნარკოტიკებზე დამოკიდებულება. მედიკოსებმა იმისათვის, რომ ნარკომომხმარებლებს  ლეგალურად მიეღოთ გარკვეული ნარკოტიკი, მოიგონეს ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც დღემდე არსებობს – პაციენტს ექიმის დანიშნულებით  ლეგალურად ეძლევა დღიური დოზა. ამაში თან ის იდეა ჩაიდო, რომ მომხდარიყო  კრიმინალის შემცირება, ანუ ნარკოდამოკიდებული აღარ ყოფილიყო იძულებული ჩაედინა კრიმინალური ქმედება და ეშოვა ნარკოტიკი; მეორე – ნაკლებად გავრცელებულიყო ინფექციური დაავადებები.

ამ მეთოდმა თავისი დრო მოჭამა და ჩემი აზრით, არ გაამართლა, რადგან ნარკომომხმარებლები მაინც სჩადიან დანაშაულს, რათა იშოვონ სხვადასხვა ნარკოტიკი, რომელსაც იმ პრეპარატს ამატებენ, რასაც ექიმი უნიშნავს. ისინი ინტრავენურადაც მოიხმარენ სხვადასხვა ნივთიერებებს, რაც კვლავ ავრცელებს ინფექციურ დაავადებებს.

გავითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, ჰოლანდია, შვეიცარია და სხვა, არსებობს დიამორფინის (ჰეროინი) ჩანაცვლებითი თერაპია ინტრავენური სახით. ავსტრიაში არსებობს სუბსტიტოლის (მორფინსულფატი) ჩანაცვლებითი თერაპია, მაგრამ პაციენტები მაინც მოიხმარენ სხვადასხვა ნივთიერებებს დამატებით, ანუ ჩანაცვლებითი თერაპია არ არის გამოსავალი. რა თქმა უნდა, ის უნდა არსებობდეს, მაგრამ ადამიანებმა თვითონ უნდა იცოდნენ, რას უჩივიან, უნდა ესმოდეთ დაავადების არსი, ე.ი. უნდა ამაღლდეს ცნობიერება ამ დაავადების შესახებ.

ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ დამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა, თუმცა უმრავლესობას ჰგონია, რომ ნარკომანია არის ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება.  ვეთანხმები ამას, მაგრამ ეს დაავადების ერთ-ერთი გამოვლინებაა. ამ დაავადებას, რასაც დამოკიდებულება ქვია, აქვს უამრავი ფსიქიკური დეფექტი. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ.

ჩემი აზრით, გვინდა ეს  თუ არა, დაახლოებით 15-20 წელიწადში ნარკოტიკები ლეგალური გახდება. მარიხუანას კულტივაცია უკვე ნებადართულია თითქმის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში. მრავალი სხვა ნარკოტიკი ლეგალურია. უბრალოდ, ამ ნარკოტიკს ექიმი გაძლევს.

ნარკომომხმარებელთა რეპრესიამ შედეგი არ გამოიღო, არც ნივთიერებების აკრძალვამ იმიტომ, რომ ადამიანი ყოველთვის იპოვის რაიმე პრეპარატს, რომელსაც თრობისათვის არადანიშნულებისამებრ მოიხმარს. სწორედ ამიტომ არ აქვს აზრი აკრძალვას.

ისმის კითხვა, როგორ ვუშველოთ მომხმარებლებს, რომლებიც ჩვენივე სოციუმის წევრები არიან და როგორ დავიცვათ მომავალი თაობა ნარკომანიისგან?

(გაგრძელებას ხვალ შემოგთავაზებთ)

ჩემი ნომერია 557524004.Facebook-ზე David Xavtasa ესე ვარ

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s