რა არის ნარკომანია?

Posted: March 22, 2018 in Uncategorized

დავით ხავთასი

(ნაწილი II)

29242527_1582010628513131_1789845483_o

როგორ დავეხმაროთ მომხმარებლებს, რომლებიც ჩვენივე სოციუმის წევრები არიან და როგორ დავიცვათ მომავალი თაობა ნარკომანიისგან?

ჩემი აზრით, პირველი არის ის, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია ამ დაავადების შესახებ, სიღრმისეული და არა ზედაპირული. ამ თემაზე უნდა ტარდებოდეს საჯარო ლექციები სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში და ასევე, თავისუფალი ლექციები ხალხისათვის. რა თქმა უნდა, ამ ლექციებზე თავიდან ივლიან ისინი, ვისაც უშუალოდ შეეხო ეს პრობლემა, მაგრამ შემდგომში ეს ხალხი თავისთავად გაავრცელებს ამ ინფორმაციას. ამას დასჭირდება გარკვეული დრო, თუმცა როდისმე ხომ უნდა დაითესოს მარცვალი, რომელიც რაღაც დროის შემდეგ აღმოცენდება.

კარგად ჩავიხედოთ ჩვენს გულებში – თითქმის ყველას შეგვეხო ეს პრობლემა და გარშემო ჩვენც გვყავს ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან ამ დაავადებით, აყენებენ ზიანს როგორც თავიანთ თავს, ასევე სოციუმს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ცუდი ადამიანები არიან. ისინი  ავად არიან და თუ გავრიყავთ, დავაკარგვინებთ შანსს გამოასწორონ საკუთარი ცხოვრება, გახდნენ საზოგადოების ღირსეული წევრები. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება აერიოს ცხოვრება, მაგრამ უნდა მიეცეს შანსი დაალაგოს ყველაფერი ისე, როგორც საჭიროა!

რაც შეეხება მოსაზრებებს, რომ ჩვენ უნდა ავკრძალოთ ესა თუ ის ნარკოტიკი, მოვაშოროთ საზოგადოებას „ნარკომანები“, ჩავსვათ ციხეში დ.ა შ. ვფიქრობ, ამას არანაირი აზრი არ აქვს და გეტყვით რატომაც. თუ ავკრძალავთ რომელიმე კონკრეტულ ნივთიერებას, გამოჩნდება მისი შემცვლელი ან პრეკურსორი. რომელიღაც, ვთქვათ, ჩინელი ქიმიკოსი გამოიგონებს რაიმე ნივთიერების ისეთ ფორმულას, რომელიც აკრძალულ ნივთიერებათა სიაში არ იქნება შეტანილი. რამოდენიმე ხანში აიკრძალება ეს ახალი ნარკოტიკიც, მაგრამ იგივე ქიმიკოსი ფორმულაში შეცვლის ერთ ელემენტს და ეს ნივთიერება კვლავ არადასჯადი იქნება. რაც უფრო აიკრძალება ბუნებრივი ტიპის ნარკოტიკები, მით უფრო გავრცელდება ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ბევრად უფრო მავნებელი იქნება,  ვიდრე ბუნებრივი, თუმცა არც ბუნებრიავია სასარგებლო.

ასევე, ადამიანები ბუნებრივი ნარკოტიკების ხელმიუწვდომობის გამო იწყებენ ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური ნივთიერებების არადანიშნულებისამებრ მოხმარებას, რაც ასევე უარესია, ვიდრე ბუნებრივი ნარკოტიკების მოხმარება.

პრობლემა არც ნარკომომხმარებლების დაპატიმრებით გვარდება. ვიდრე ერთს ციხეში გამწესებენ, მეორე მომხმარებელი გათავისუფლდება, ანუ ჩვენ ვერც ნარკოტიკს გავაქრობთ და ვერც ნარკომომხმარებლებს. რაც კაცობრიობა არსებობს, არსებობს ნარკოტიკი და დამოკიდებული ადამიანი. ეგ არის, რომ ბოლო ასი წლის განმავლობაში ამან მასიურად იჩინა თავი კომუნიკაციის საშუალებების განვიტარების მიზეზით, ბევრი ადამიანისთვის გახდა ხელმისაწვდომი ინფორმაცია ნარკოტიკზე და თვითონ ნარკოტიკიც.

ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის ის, რომ ვუშველოთ მათ, ვინც უკვე ავად არის და დავიცვათ სხვები ამ დაავადებისაგან.

ფაქტია, დამოკიდებულება ქრონიკული და ფსიქიკური დაავადებაა. ნარკოდამოკიდებულება ამ დაავადების ერთ-ერთი გამოვლინებაა. ზოგს ჰგონია, რომ თუ ადამიანი, ვთქვათ, სამი წელი არ მოიხმარს ნარკოტიკს, განიკურნა. ასე არ არის. ის უბრალოდ „სუფთაა“ ნარკოტიკული ნივთიერებებისაგან. მას აღარ აქვს აბსტინენცია („ლომკა“) და სხვა ფიზიკური პრობლემები ნარკოტიკის აქტიური მოხმარებისაგან, მაგრამ ის ხასიათის დეფექტები, რომლებიც დამოკიდებულებას ახლავს, აუცილებლად აწუხებს. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, დამოკიდებულმა არ იცის, რომ ეს დეფექტები მისი დაავადებისგანაა.

უმეტეს შემთხვევაში ნარკომომხმარებელს ჰგონია, რომ პრობლემა ნარკოტიკებშია, მაგრამ ნარკოტიკებშია მისი პრობლემის გარკვეული ნაწილია. ნარკომანია ერთ-ერთი გამოვლინებაა მათი დაავადების, უბრალოდ, ნარკოტიკის მოხმარება ჩანს საჯაროდ და ის დანარჩენი, რაც დამოკიდებულის შინაგან სამყაროში ხდება, არ ჩანს. თვითონაც კი ვერ ხედავს, თუმცა კი ხვდება, რომ რაღაც ვერ არის მწყობრში.

ხშირად ნარკოდამოკიდებულები ფსიქიატრს აკითხავენ. ის გარკვეულ პრეპარატებს უნიშნავს, მათ კი მომხმარებლის ტვინი აღიქვამს, როგორც ნარკოტიკს, შვებას პოულობს ამ პრეპარატებში და შემდეგ დამოკიდებული ხდება ამ ტაბლეტებზე. აღარ ჰყოფნის ექიმის დანიშნული დოზა და ამატებს თვითონ. ხშირად ეს ყველაფერი გადადის მედიკამენტების არასწორ მოხმარებაში, ანუ ეს მედიკამენტები იგივე ნარკოტიკია მათთვის, უბრალოდ, ლეგალური. ამიტომ ნუ იფიქრებთ, რომ თუ ადამიანი აღარ მოიხმარს ჰეროინს და მოიხმარს დიაზეპამს, ის ნარკოდამოკიდებული აღარაა. ყველა ქიმიური ნივთიერება, რომელიც ცვლის აზროვნებას, არის ნარკოტიკი. კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია და ვერც შექმნის ისეთ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც  დამოკიდებულებას არ იწვევს.

მედიცინა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ესა თუ ის პრეპარატი საჭიროა მედიცინისთვის და ამიტომ უნდა არსებობდეს. ჩვენ არ უნდა მოვიხმაროთ ის არადანიშნულებისამებრ, თუმცა ამის გაკეთება შეუძლიათ ჩვეულებრივ ადამიანებს, მაგრამ არა დამოკიდებულებს იმიტომ, რომ იმ შინაგან სიცარიელეს, რაც მათ აქვთ, ეს პრეპარატები უვსებენ და ისინიც მათ სისტემურად მოიხმარენ, მიჰყვებიან ილუზიებს, თითქოსდა ეს არ არის ნარკოტიკი, ის ხომ ექიმმა გამოუწერა. ჰგონიათ, რომ გააკონტროლებენ დოზას, მაგრამ ამით საკუთარ თავს ატყუებენ ისე, რომ ვერც ხვდებიან.

ბევრი ნარკოდამოკიდებული რეაბილიტაციის ცენტრში აბსტინენციის მოსახსნელად მიდის, იტარებს დეტოქსს და ჰგონია, რომ გამოჯანმრთელდა. უმეტესობა მალევე უბრუნდება ნარკოტიკის მოხმარებას, ზოგიც აგრძელებს იმ ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას, რასაც რეაბილიტაციის ცენტრში აძლევდნენ ან რაიმე მედიკამენტებს მოიხმარს თვითნებურად. ბევრს მიაჩნია, რომ მისი პრობლემა კონკრეტულ ნარკოტიკშია და რადგან ამ კონკრეტულ ნარკოტიკს აღარ მოიხმარს და ვთქვათ, მხოლოდ საძილედ გამოიყენებს, ე.ი. განიკურნა. თუმცა, კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ დამოკიდებულება არ იკურნება. უბრალოდ, თუ დამოკიდებულს და მის გარშემო მყოფებს ეცოდინებათ რასთან აქვთ საქმე, გაუადვილდებათ შეაჩერონ დაავადება, რომელიც ქრონიკული და პროგრესირებადია.

დამოკიდებულების შესახებ არსებობს უამრავი კვლევა და ლიტერატურა. სამწუხაროდ,  ქართულ ენაზე ნათარგმნი ძალიან ცოტაა, მაგრამ ესეც დროის ამბავია. ასე რომ, ვიდრე ამ ინფორმაციას სიღრმისეულად გავიზარებთ, მანამდე ვეცადოთ დამოკიდებულ ადამიანებს დავეხმაროთ და თუ არ დავეხმარებით, არ გავრიყოთ მაინც.

მე თვითონ დამოკიდებული ადამიანი ვარ. უბრალოდ, ნარკოტიკს აღარ მოვიხმარ. ამის მიღწევა ადვილი ნამდვილად არ არის, თუმცა შესაძლებელია. თუ გაინტერესებთ როგორ შევძელი ეს, დამიკავშირდით და გაგიზიარებთ ჩემ გამოცდილებას. დანარჩენი თქვენზეა, მხოლოდ ერთი რამეა აუცილებელი – მართლა გქონდეთ ქიმიური ნივთიერებების მოხმარებისთვის თავის დანებების სურვილი.

 

ჩემი ნომერია 557524004

Facebook-ზე David Xavtasa

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s