ზიანის შემცირების მიმართულებით მუშაობა გრძელდება

Posted: April 24, 2018 in Uncategorized

ირმა კახურაშვილი

2006 წელს დაფუძნებული ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი დღესაც აქტიურად მუშაობს. ქსელში 27 წევრი ორგანიზაცია გაერთიანებული. წევრ ორგანიზაციების უშუალო საქმიანობის სფერო ნარკოტიკულ საშუალებების მოხმარებასთან და ამ თემის მომიჯნავე საკითხებთანაა დაკავშირებული. მათი საქმიანობის ნაწილი ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ახორციელებენ შემდეგი სახის აქტივობებსა და ღონისძიებებს: აივ/შიდსის B და C ჰეპატიტების და სისხლით გადამდები და სხვა ინფექციების გამოვლენა და მკურნალობა, კონსულრტირება, უსაფრთხო ინექციაზე და სქესობრივ ცხოვრებაზე საინფორმაციო მასალისა და საშუალებების გავრცელება, ნარკოპოლიტიკაზე ზემოქმედება, უფლებების ადვოკატირება და თემის გაძლიერება, ქალ მომხმარებელთა უფლებების დაცვა,ზედოზირების პრევენცია და წევრი ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა.


ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წარმომადგენელი მაკა გოგია ამბობს, რომ ქსელის ერთ-ერთი მისიაა შექმნას ერთიანი ეროვნული პლატფორმა ზიანის შემცირების პოლიტიკისა და პროგრამების ეფექტიანი განხორციელებისა და ადვოკატირებისათვის.

10428705_10204151887618447_6762249440559873264_n

-ქსელი ნარკოტიკების მოხმარებას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და არა დამნაშავეობასთან ბრძოლის საკითხად განიხილავს. მიგვაჩნია, რომ ნარკოტიკების მომხმარებლებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ჯანდაცვის, მათ შორის ზიანის შემცირების სერვისებზე. ნარკოტიკების მომხმარებლები არიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და უნდა გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი.

-რა პრინციპით მუშაობს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი ნარკომომხმარებლებთან?

-თავდაპირველად ქსელში 8 არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა. ამჟამად ქსელი საქართველოს 11 ქალაქშია წარმოდგენილი. 2013 წლიდან, ქსელის სხვადასხვა პროექტში ჩართულობით, ჩვენ შევძელით არაერთი სათემო ორგანიზაციის შექმნა და გაძლიერება. ახლა 14 სერვის ცენტრი გვაქვს, აქედან 4 თბილისში. გასულ წელს 30 ათასამდე ნარკოტიკების მომხმარებელს მივაწოდეთ მინიმუ ერთი სერვისი. ვფიქრობ, ეს ცუდი შედეგი არ არის.

ჩვენი კლიენტები არიან რეგისტრირებულები ანონიმურად, უნიკალური კოდით, რომლის მეშვეობით იღებენ სერვისებს – დაწყებული ტესტირებით და დამთავრებული საინექციო მასალების მიწოდებით, ნებისმიერ პროგრამაში ჩართვით მათი ჯანმრთელობის საჭიროებიდან გამომდინარე.

-რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო, არ გაქვთ ბენეფიციართა მოცვადობის პრობლემა?
-არსებული ნარკოპოლიტიკის გამო, გარკვეული კონტიგენტი ჩვენთან არ მოდის ან თუ მოდის, მხოლოდ ტესტირებისთვის და არა შპრიცების რეგულარულად წასაღებად. ჩვენი მონაცემთა ბაზა არ იძლევა საშუალებას დავითვალოთ ჯერადობა – რამდენჯერ მოვიდა ესა თუ ის კლიენტი წელიწადში, ერთხელ თუ მეტჯერ, თუმცა მომავალში ამასაც შევძლებთ.
ჩვენი სოციალური მუშაკების ინფორმაციით, არის მომხმარებელთა კატეგორია, რომელსაც არ ეშინია, მოდის ოფისში და იღებს მისთვის საჭირო მასალას ან იღებს მეტი რაოდენობით, რათა თავის თანასწორებს მიაწოდოს. მომხმარებელთა მეორე კატეგორია მოდის ტესტირებისთვის და ამბობს, რომ შპრიცი მას არ სჭირდება. ჩვენ მათ სხვადასხვა საინფორმციო და საგანმანათლებლო ინტერვენციებს ვთავაზობთ.

-სოციალურ მუშაკთა საველე სამუშაოს პრეცედენტი საქართველოში დიდი ხანია არსებობს, მაგრამ პოლიციური მეთვალყურეობის გამო ადრე საკმაოდ ურთულდებოდათ მუშაობა…
-საველე სამუშაო – აუთრიჩი, სოცმუშაკთა მუშაობის ერთ-ერთი ნაწილია. ჩვენი თანამშრომლები კარგად იცნობენ იმ სპეციფიკურ ადგილებს, სადაც ნარკომომხმარებლები იკრიბებიან. ეს შეიძლება იყოს სადარბაზო, ე.წ. სახარშავი, მიტოვებული შენობების ტერიტორია, სადაც ნაკლები ალბათობაა შეეჩეხო პოლიციას.
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელს ძალიან ეხმარება ექვსი მობილური ამბულატორია, რომელიც გადაადგილდება არა მხოლოდ საქართველოს 65 ქალაქში, არამედ პატარა სოფლებსა და დაბებში.

-რამდენად ეფექტიანია ქსელის მუშაობა?
-წლიდან წლამდე გლობალური ფონდისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეკორდული სისწრაფით იზრდება ტესტირებით მოსაცველი ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი, ის კატეგორია, ვინც ჩვენთან რეგულარულად დადის და ისედაც ჩატარებული აქვს ტესტირება. თუმცა ამ გაზრდილი ინდიკატორების შესრულება შეგვიძლია მხოლოდ მობილური ამბულატორიის დახმარებით. 2017 წელს 43%-მა ტესტირება სწორედ მობილური ამბულატორიების მეშვეობით ჩაიტარა.
გარდა 11 ქალაქში არსებული ზაინის შემცირების სერვის ცენტრისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვა ადგილების მოცვაც. მაგალითად, ჩვენ ადგილებზეც გვყავს მობილიზატორები, ნარკომომხმარებელები ან მათთან დაახლოებული პირები, რომლებიც ახვედრებენ სოფლებსა და დაბებში გარკვეულ დროს მოსულ მობილურ ამბულატორიას ტესტირების მსურველებს. ტესტირების ჩატარებაზე არც მოსახლეობას ვეუბნებით უარს. მისთვის ცალკე გვაქვს ტესტები და ცალკე ვაწარმოებთ მის აღრიცხვას.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s