ირენა ერმოლაევა: „თქვენი მთავარი ამოცანა ნარკოკლიმატის შეცვლაა“

Posted: July 14, 2018 in Uncategorized

 

ირმა კახურაშვილი

DSC_8284

ირენა ერმოლაევა გამოცდილი ტრენერი და საზოგადოებრივ ფონდ „ასტერიას“ ხელმძღვანელია. ეს სათემო ორგანიზაცია ნარკოტიკების მომხმარებელმა ყირგიზელმა ქალებმა თერთმეტი წლის წინ შექმნეს, სწორედ მაშინ, როდესაც დარწმუნდნენ – ზიანის შემცირების პროგრამებში ქალთა საჭიროებებზე მორგებული სპეციფიკური სერვისები არ არსებობს და არც ქალთა უფლებების დასაცავად იბრძვის ვინმე. „ასტერია“ უნიკალურია იმით, რომ აქ ნარკოტიკების მომხმარებელ და ყოფილ პატიმარ ქალებს შეუძლიათ მომსახურების სრული პაკეტის მიღება – დროებითი საცხოვრისი, კვების პროდუქტები, მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები, იურიდიული და სოციალური თანხლება.

ყირგიზეთში, აისევე როგორც საქართველოში, ნარკოტიკების მომხმარებელი ქალებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია სამედიცინო და სოციალური სერვისები, დაბალია სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობის მაჩვენებელი. თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკაა – 2007 წლიდან, ადგილობრივი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შედეგად, პატიმრობიდან გათავისუფლდა 4 ათასამდე პირი, რომელიც სასჯელს ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის იხდიდა.

ერთადერთი ქალთა კოლონია ბიშკეკში მდებარეობს. ყოფილ მომხმარებელ ქალებს (და არა მხოლოდ სასჯელმოხდილებს), პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ, ხშირად არსად აქვთ წასასვლელი, არ იციან ვის მიმართონ დახმარებისთვის,  როგორ აიწყონ მომავალი ცხოვრება. „ასტერია“ ის ადგილია, სადაც ასეთ ქალებს ეხმარებიან ადაპტაციასა და სოციალიზაციაში. წლის განმავლობაში ცენტრი დაახლოებით 300 ქალს ემსახურება.

-2009 წელს ვიყავით ცენტრალურ აზიაში პირველები, ვინც ნარკოტიკების მომხმარებელი ქალებისთვის თავშესაფარი გახსნა. გვაქვს 8 ადგილი, სადაც ქალებს შეუძლიათ 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან ერთად იცხოვრონ. თუ დედებს სხვა შვილებიც ჰყავთ, ვეხმარებით, რომ ისინი საბავშვო აღმზრდელობით დაწესებულებებში განთავსდნენ. თავშესაფარში ბევრი სერვისია, ასევე ჩვენს კლიენტებს ადვოკატირებასაც უწევენ. ირინა ერმოლაევა, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღით იმყოფებოდა, ამის შესახებ უფრო დაწვრილებით მოგვითხრობს:

ცენტრის სერვისებით სარგებლობა შუძლიათ მომხმარებელ და პატიმრობიდან გათავისუფლებულ, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ქალებს, რომლებსაც იმ მომენტისთვის წასასვლელი არსად აქვს. ჩვენ ვუზრუნველყოფთ დროებითი საცხოვრისით, კვებით, მათ შეუძლიათ აქ გარეცხონ, თავი მოიწესრიგონ. ვუწევთ სამედიცინო დახმარებას. ასევე, ვუტარებთ ტრენინგეს და ვასწავლით დედებს როგორ უნდა მოუარონ 5 წლის ასაკის ბავშვებს, როგორ უნდა კვებონ, ამოიცნონ ბავშვისათვის საშიში დაავადებების სიმპტომები, მოტორიკის განსავითარებლად რა სათამაშოები უნდა გამოიყენონ, ვაცნობთ მათ რეპროდუქტიული უფლებებს, ორსულებს აღრიცხვაზე აყვანაში ვეხმარებით, რადგან ამ კუთხით ჯერ კიდევ არსებობს სტიგმა და დისკრიმინაცია.

-თქვენ ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთა პრობლემებს საქართველოშიც გაეცანით. გვაქვს თუ არა ყირგიზეთთან საერთო – ბარიერები და წარმატებები?

– საერთო გვაქვს პატრიარქალური, რელიგიური ტრადიციები, ქალები აქაც მეორე პლანზე არიან, არ მიმართავენ ნარკოლოგიურ ცენტრებს. თქვენთან ქალთა ჯგუფი უფრო დახურულია. ასევე, ყველა სერვისში, სადაც ქალებთან მუშაობენ, მვიწყებულია ბავშვთა საკითხი. ქალს ტრენინგზე რომ უნდოდეს მოსვლა, შეიძლება იმიტომ ვერ მოახერხოს,მ რომ ბავშვს ვერავის უტოვებს. თუ ქალი დამოკიდებულია თავის პარტნიორ მამაკაცზე, მის ფინანსებზე, მის ნარკოტიკებზე, თუ კაცი უშლის ჩანაცვლებით პროგრამაში სიარულს ან ტრენინგებზე დასწრებას, უნდა ვუზრუნველყოთ ის, რომ ამ საქმეში ერთად ჩაერთნენ.

ძალიან კარგია ის, რომ საქართველოში ტრენინგებზე თემის წარმომადგენლებს ვხედავ. მომწონს, რომ ისინი ოფიციალურ შეხვედრებს და მრგვალ მაგიდებს ესწრებიან. ეს მათი პოტენციალის განვითარებლად მნიშვნელოვანია. მათ არ აკლიათ შემართება. ყველას აქვს სხვისი დახმარების სურვილი, არ აშინებთ აქციებზე გამოსვლა, საკუთარი აზრის დაფიქსირება.

შესანიშნავია ის, რომ რომ მოწყვლადი ჯგუფებისთვის ძლიერი სერვისები გაქვთ.  მაგალითად, ჩვენ აღარ გვაქვს ნარკომომხმარებლებისთვის ინფექციებზე დიაგნოსტიკის უფასო სერვისი, თქვენთან კი ეს არსებობს.

ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციის მიმართულებით ყირგიზეთში უკეთესი სიტუაციაა, ანუ მოხმარება თქვენთან დასჯადი არ არის?

-ასეა და ამიტომაც ბევრ პრობლემურ თემაზე ღიად ვსაუბრობთ. მე თუ მოხმარებული  მაქვს და ქუჩაში ვმოძრაობ ან ჯიბეში ერთ გრამზე ნაკლები ჰეროინი მიდევს, ამის გამო არავინ დამიჭერს. ჩვენს ციხეებში ხელმისაწვდომია მეტადონი. ქალთა კოლონიაში შპრიცების გაცვლის პუნქტი მუშაობს. ციხიდან გამოსული ადამიანი არ წყვეტს აივ მკურნალობას ან ჩანაცვლებით თერაპიას. გვაქვს სარეაბილიტაციო ცენტრი „ატლანტისი“.

ვიმედოვნებ, რომ ამ მხრივ სიტუაცია თქვენთანაც შეიცვლება, მით უფრო, რომ აქტიური ნარკოტიკების მომხმარებელთა თემი და სამოქალაქო საზოგადოება გყავთ, რომელიც კონცენტრირებულია ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციაზე. ეს არის თქვენი მთავარი ამოცანა – ქვეყანაში ნარკოკლიმატის შეცვლა. რაც შეეხება პრობლემებს, სამწუხაროდ, მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ნარკომოხმარების საკითხები იდეალურად არის დარეგულირებული. ყველა ქვეყანას თავისი სატკივარი აქვს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s