თელავში მორიგი სათათბიროს სხდომა გაიმართა

Posted: September 21, 2018 in Uncategorized

DSC_8527

 

საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონი“ აქტიურად აგრძელებს მუშაობას საზოგადოების სხვადასხვა წევრებთან ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ/შიდსის პრევენციის მიმართულებით, მათ შორის კახეთის მასშტაბით. „ბემონის“ თელავის ოფისის ინიციატივით, პროექტ „აღმოვფვხრათ ხარვეზები: მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და ჯანმრთელობის დასაცავად“ სათათბიროს სხდომა, შემდეგ კი საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა. ამჯერად სხვადასხვა დარგის სპეციალისტებსა და ნარკოტიკების მომხმარებელთა თემს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა უმასპინძლა.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ჰოლანდიურ საქველმოქმედო ფონდთან „შიდსის ფონდი აღმოსავლეთი-დასავლეთი“ (AIDS Foundation East-West, AFEW) ურთიერთთანამშრომლობით.

„სათათბირო სამ თვეში ერთხელ იკრიბება. მისი წევრები სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან. შეხვედრების დროს ხდება უახლესი ინფორმაციის ურთიერთგაზიარება, იქნება ეს აივ შიდსის გავრცელება საქართველოში, პრევენციული თუ პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები.

სათათბიროს ეფექტიანი მუშაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია 2016 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები. მაშინ, ჩვენი სათათბიროს ინიციატივით, C ჰეპეტიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად, ლაბორატორიული კვლევების თანადაფინანსებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ადამიანისთვის 3 ათასი ლარი გამოიყო. ეს ცვლილება 2017 წლის ბიუჯეტშიც შენარჩუნდა,“ – ამბობს „ბემონის“ წარმომადგენელი თელავიდან დავით ღონღაძე.

DSC_8531

ასევე, სათათბიროს წლევანდელი აქტივობებიდან აღსანიშნავია ჯანდაცვის მესვეურთა სახელზე მომზადებული პეტიცია, რომელიც ყვარელში მეთადონის ჩანაცვლებითი თერაპიის დამატებითი პუნქტის გახსნას უკავშირდება (პეტიციის ტექსტს სრულად ხვალ შემოგთავაზებთ). სათათბიროში ამბობენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში გაგზავნილი პეტიცია ინიცირებული იყო საინიციატივო ჯგუფის მიერ. მას ხელს სათათბიროს ყველა წევრი აწერს. თუმცა უკვე მეხუთე თვეა სახელმწიფოს მხრიდან პეტიცია რეაგირების გარეშეა დარჩენილი.

DSC_8539

რაც შეეხება სხვა გამოწვევებს, დავით ღონღაძე აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა, რომ მათ ბენეფიციარებს, რომლებიც ამჯერად სათათბიროს სხდომას მრავლად ესწრებოდნენ, სამოქალაქო სფეროში მეტი აქტიურობა გამოეჩინათ. თუმცა ისიც ესმის, რომ ბევრს ხელს უშლის სტიგმა და სოციალური პრობლემები, რომლის მოგვარება რეგიონში გაცილებით რთულია.

სამაგიეროდ, აქტიურობით გამოირჩევიან ის ახალგაზრდები, რომლებიც სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ერთობლივი მუშაობის დროს დაუმეგობრდნენ „ბემონს“ და უკვე ფლობენ გარკვეულ ინფორმაციას პრევენციულ ღონისძიებებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, აივ შიდსზე, ნარკოტიკების მოხმარებაზე და სხვ.

„იყო პერიოდი, როდესაც ნარკოტიკების მომხმარებლებს უჭირდათ სათათბიროს წევრებთან საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა, მაგრამ ახლა, როგორც ხედავთ, თავისუფლად ერთვებიან საუბარში. სათათბიროს წევრები ადექვატურად აღიქვამენ მათ, მზად არიან მოუსმინონ. სათათბიროს წევრებისთვის საინტერესოა იმ ადამიანებისგან მიიღონ ინფორმაცია, რომლებმაც საკუთარ თავზე განიცადაეს ესა თუ ის პრობლემა,“ – აზუსტებს დავით ღონღაძე.

DSC_8555

შეხვედრა „ბემონის“ ხელმძღვანელმა თამარ სირბილაძემ თვისობრივი კვლევის – „ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების სქესობრივი პარტნიორების მიერ აივ პრევენციის სერვისებით სარგებლობის ბარიერები და ხელშემწყობი ფაქტორების“ წარდგენით გახსნა. სათათბიროსა და საინიციატივო ჯგუფის ძირითადი განხილვის თემაც ქალ მომხმარებლების და მომხმარებელთა სქესობრივი პარტნიორების საჭიროებები იყო.

კვლევის წარდგენისას გამოიკვეთა აივ ინფიცხირებულ ადამიანებთან მიმართ კვლავ არსებული სტიგმა, რომელიც ქალთა შემთხვევაში ორმაგდება. თუმცა შეიმჩნევა სტიგმის შემცირება საზოგადოდ ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ (ეს არ ეხება სოფლად მცხოვრებლებს).

„სამწუხაროდ, საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებებისამებრ მომხმარებლები მაინც აღიქმებიან „ავადმყოფებად“ და „კრიმინალებად“. ასეთ შეფასებებში კატეგორიულობით უფროსი თაობა გამოირჩევა. კვლევის ფარგლებში გამოკითხულები აღნიშნავენ, რომ კეთილგანწყობას გრძნობენ ზიანის შემცირების სერვისების მიმწოდებლებისგან და კმაყოფილები იქნებიან, თუკი მათ მომსახურებას 24-საათიან რეჟიმში გაუწევენ,“ – დააზუსტა თამარ სირბილაძემ.

დისკუსიის შემდეგ, საინიციატივო ჯგუფმა თბილისელ და ადგილობრივ  სპეციალისტებთან ერთად ნარკოტიკების მოხმარების მიმართულებით კახეთში არსებული სიტუაცია, ასევე, დღის ყველაზე აქტუალური თემა – მარიხუანის ლეგალიზაციასთან დამოკიდებულების და ქალ მომხმარებელთა გამოვლენის საკითხები განიხილა.

 

ირმა კახურაშვილი

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s