თელავის სათათბიროს წევრები თვითმართველობასთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავენ

Posted: October 31, 2018 in Uncategorized

ირმა კახურაშვილი

45079419_1762229237239434_8661133037959905280_n

ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამომწვევი ტენდენციების კვლევა პრობაციონერებთან ადასტურებს, რომ მათი 72,3%-მა პირველ ნარკოტიკულ საშუალებად მარიხუანა მოიხმარა, თუმცა დიდია, ასევე, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომელთაც პირველ ნარკოტიკულ საშუალებად ოპიუმი და ჰეროინი დაასახელეს. საინტერესოა, რომ მარიხუანას პირველ ნარკოტიკულ საშუალებად მოხმარების ტენდენცია რეგიონებში უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე თბილისში.  

კვლევაში, რომლის შედეგები შარშან გამოქვეყნდა, 1163 ადამიანი, აქედან 65 კახეთის მკვიდრი მონაწილეობდა.

55 წლის ალექსანდრე თელაველია, ნარკოტიკების ყოფილი მომხმარებელი, ამჟამად „ბემონის“ ბენეფიციარი. მას ორი შვილი, მეუღლე და ხანდაზმული დედა ჰყავს. ახლახან C ჰეპატიტზე იმკურნალა. შეხვედრაც, რომელსაც „ბემონის“ თელავის ოფისში ვესწრებით, ალექსანდრეს წარმატებული მკურნალობის ისტორიის გაზიარებით იწყება. თუმცა სასაუბრო თემა ჰეპატიტიდან ახალგაზრდა თაობისთვის დასაგეგმ პრევენციულ აქტივობებზეც გადადის.

შეხვედრას დათო ღონღაძე, თელავის ოფისის ხელმძღვანელი უძღვება. ბენეფიციარებთან ერთად, შეხვედრაში საინიციატივო საბჭოს წევრები – ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. წელს, სწორედ მათი ინიცირებით, მომზადდა პეტიცია, რომელიც ყვარელში მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის დამატებითი პუნქტის გახსნას უკავშირდება.

დათო ღონღაძე დეტალურად საუბრობს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის არსსა და მასში ჩართვის აუცილებლობაზე. საქმე ისაა, რომ კახეთში, პროგრამაში ჩართულობის მაჩვენებელი არცთუ მაღალია და ამას თავისი მიზეზბი აქვს.

„გვინდა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს პროგრამის შესახებ, რომელიც 2020 წლის ჩათვლით იმუშავებს. ზოგი მომხმარებელი უარს ამბპობს პროგრამაზე იმის გამო, რომ ჰგონია თითქოს პაციენტებზე ექსპერიმენტს ატარებენ და ეს ვნებს მათ ჯანმრთელობას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ასეთი მითები ართულებენ პროგრამის უნიკალური შესაძლებლობების სრულად გამოყენებას,“ – ამბობს დათო ღონღაძე.

45200407_326201061516457_332262174711873536_n

55 წლის ალექსანდრემ მკურნალობა სამ თვეში დაასრულა. შემდგომი საკონტროლო ანალიზებიც ჩააბარა და თავსაც შესანიშნავად გრძნობს. ის, რომ მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა პაციენტისთვის, ადგილობრივი ექიმი, ხათუნა ახალმოსულიშვილიც ადასტურებს. ქალბატონი ხათუნა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ახლახან გახსნილ კაბინეტს ხელმძღვანელობს. აქ ნებისმიერს შეუძლია გაიგოს, არის თუ არა ინფექციის მტარებელი და მკურნალობის სქემა დაენიშნოს.

შეკრებილებს ამცნობენ, რომ მათი სურვილის შემთხვევაში, „ბემონის“ წარმომადგენლებს შეუძლიათ სოციალური თანხმლების გაწევა და მხარდაჭერის გამოცხადება მკურნალობის პროცესის სტაბილურობის შენარჩუნებაში.

ასევე, „ბემონის“ ოფისში შესაძლებელია სწრაფი ტესტირება (С და B ჰეპატიტებზე, აივ ინფექციაზე). ასეთ ტესტირებას ყოველთვიურად 20-23 ადამიანი გადის.

„თუ საავადმყოფოში მოსული ადამიანის ტესტი დადებითი აღმოჩნდა, ანალიზებს თბილისში გავაგზავნით. პასუხები ხუთი დღის ვადაში მოვა. ჯერ სისხლის საერთო ანალიზს და ღვიძლის ფუნქციური სინჯებს ვუკეთებთ. თუ პაციენტი სოციალურად უმწეოა, ორივე ვიზიტი 35 ლარამდე უჯდება. თუ არა და მისი ხარჯი მაქსიმუმ 65 ლარამდე მერყეობს. თუ ღვიძლის მსუბუქი დაზიანება აქვს, მკურნალობას თელავში გაააგრძელებს, თუ დაზიანება მაღალია – გურჯაანში ან თბილისში.

თუ ადამიანი სასმელზე არ არის დამოკიდებული, უმეტესად მსუბუქი დაზიანება აღენიშნება. იმასაც კი, ვინც მრავალი წელი მოიხმარდა ნარკოტიკს, უფრო მეტად ღვიძლის მსუბუქი დაზიანება აქვს. თელავში დარჩენილ პაციენტს განესაზღვრება გენოტიპი, რასაც შესაძლოა 2-3 კვირა დასჭირდეს,“ – ამბობს ხათუნა ახალმოსულიშვილი. მისივე თქმით, სექტემბრიდან თელავში ელიმინაციის პროგრამაში 15 პაციენტია ჩართული.

„ბემონის“ თანამშრომელ გიორგი ესიტაშვლის თქმით, С ჰეპატიტთან დაკავშირებით ცნობიერების დონე დაბალია არა მხოლოდ უფროს, არამედ უმცროს თაობაშიც.

„კარგი იქნებოდა, რომ ახლო მდებარე სოფლებში წავსულიყავით და თემატური ტრენინგები ჩაგვეტარებინა, სკოლებში გვესაუბრა ჰეპატიტის, სარისკო ქცევების, ნარკოტიკების შესახებ. მოზარდები ნარკოტიკული საშუალების პირველადი მოხმარების მოტივად უმეტესად ცნობისმოყვარეობას ასახელებენ, რეალური ინფორმაცია კი, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მოხმარებას, არ გააჩნიათ. ისინი განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. ამიტომ მნიშვნელოვანია პრევენციული ხასიათის ღონისძიებების დაგეგმა,“ – მიაჩნია გიორგი ესიტაშვილს.

გიორგის განმარტებით, დამოკიდებულებასთან გამკლავებისა მნიშვნელოვანია ის სოციალური გარემო, სადაც ადამიანი ცხოვრობს.

„თელავში ახალგაზრდები არააქტიური ცხოვრებით ცხოვრებენ, ვიდრე თბილისში. მაგალითად, აქ არ არის განვითარებული საკლუბო ცხოვრება. კახეთში ნარკოტიკების მიღების ძირითადი ადგილები სახლებია.

რაც შეეხება ქალ მომხმარებლებს, ისინი აქ ნაკლებად არიან, ნაკლებად ჩანან. უმეტესობა მარიხუანის მომხმარებელია.

ასევე, სოფლებში მეტი მყუდრო ადგილებია, სადაც 10-11 წლის მოზარდებიც ბევრი მათთვის დამღუპველი რაღაცის გაკეთებას ახერხებენ,“ – აზუსტებს შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ქალბატონი.

დათო ღონღაძე აღნიშნავს, რომ თანადგომა და მხარდაჭერა ნებისმიერი ასაკის ადამიანს სჭირდება, რადგან ამ ადამიანთა სპეციფიკურ საჭიროებებს ეკონომიკური პრობლემებიც ემატება. მაგალითად, ალექსანდრე, ისივე როგორც მისი მეუღლე, დღესდღეობით უმუშევარია. ნარკოტიკების მოხმარების გამო სასამართლომ დასჯის მიზნით 5,5 წლით ავტომანქანის მართვის უფლება ჩამოართვა, რითიც შემოსავლის წყარო მოუკვეთა, სხვა სახის დასაქმება არ შემოუთავაზებია. „ოჯახს ტაქსაობით მაინც ვარჩენდი. ასე კი, გამოდის, რომ სახელმწიფო ისევ დანაშაულის ჩადენისკენ მიბიძგებს,“- ჩივის ალექსანდრე.

„ბემონის“ მესვეურები მომავალ წელს ადგილობრივ თვითმართველობასთან, სოციალურ სამსახურთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავენ და ეცდებიან, რომ ამ პროცესში საინიციატივო ჯგუფი მეტად გააქტიურდეს.

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s