AFEW-ის საშემოდგომა სკოლაში საქართველოც მონაწილეობდა

Posted: November 7, 2018 in Uncategorized

45711232_457405554665807_4623848751629336576_n

ამ წლის 22-25 ოქტომბერს კიევმა AFEW-ის რეგიონალურ საშემოდგომო სკოლას უმასპინძლა.

AFEW-ის პირველი რეგიონალური საშემოდგომა სკოლა შარშან, 30 ოქტომბრიდან 5 ნოემბამდე ყაზახეთში, ოი-ყარაღაიში, გაერთიანებული ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. მაშინ მასში მონაწილეობა  AFEW-ის ქსელის წევრ ქვეყნების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა მიიღეს.

წლევანდელ სკოლის ძირითადი თემები იყო რეაბილიტაცია, მეგობრული მიდგომა ზიანის შემცირების მიმართ, ნარკოტიკების მომხმარებელთა მიგრაცია, სამოქალაქო საზოგადოება შემცირებული შესაძლებლობების პირობებში, ასევე, აივ და C ჰეპატიტის შესახებ კომპლექსური პროგრამების დანერგვას ნარკოტიკების მომხმარებელთა მონაწილეობით. ბოლო დღე დაეთმო IDUIT ტრენინგს, სადაც სამუშაო თემა ნარკოტიკებთან დაკავშირებული სტიგმა და ადამიანის უფლებების საკითხები იყო.

წლევანდელ ღონისძიებას 9 ქვეყნის 50 ექსპერტი, მათ შორის საქართველოდანაც დაესწრო. საერთაშორისო ექსპერტებს შორის იყვნენ ჰერარდ მ.სქიპერსი, ვიმ ბუისმანი, რალფი დუ ლონგი, ისტვანი გაბორ ტაკასი და სხვები.

საშემოდგომო სკოლის ერთ-ერთი მონაწილე, ორგანიზაცია „ბემონის“ წარმომადგენელი დავით ყაზაიშვილი ამბობს, რომ ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია გამოცდილების და ინოვაციების გაზიარებისთვის, სხვადასხვა სტარეტეგიების დაგეგმვისთვის და სამომავლო თანამშრომლობის დასაგეგმად.

-რა შედეგების წარდგენა მოახერხა ქართულმა მხარემ ამ ღონისძიების ფარგლებში?

-პირველ დღეს საშუალება მოგვეცა წარგვედგინა პროექტ „აღმოვფხვრათ ხარვეზები მოწყვლადი ჯგუფების ჯანმრთელობისა და უფლებების დასაცავად“ მიმდინარეობა საქართველოში, კერძოდ, თელავსა და თბილისში. ვისაუბრეთ იმაზე, რომ პროექტი მუშაობს ოთხი მიმართულებით: სერვისი – სოციალური თანხლება და სარეაბილიტაციო ცენტრი გრემში, განათლება – BtG სკოლა – სამედიცინო დაწესებულებების, პრობაციის და პოლიციის წარმომადგენლებისთვის, ადვოკატირება და პოლიტიკა, რამაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოწვია. ჩვენმა კოლეგებმა დაგვისვეს კითხვები სარეაბილიტაციო ცენტრთან და ადვოკატირებასთან დაკავშირებით, რაზეც შესაბამისი პასუხები გაეცა.

ცალკე გაკეთდა მოხსნება პროექტის კომპონენტებსა და მიღწევების შესახებ. საინტერესო გამოცდილება იყო ის, რომ თუ თელავში აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ექვსი ადამიანისგან შემდგარი ნარკოტიკების მომხმარებელთა საინიციატივო ჯგუფი, ყირგიზეთში, იმავე პროექტის ფარგლებში, შექმნილია მომხმარებელთა პლატფორმა, რომელიც 30 ადამიანს აერთიანებს.

-თქვენთვის რომელი თემა იყო ყველაზე საინტერესო?

-ბევრი თემა იყო ასეთი, განსაკუთრებით აღსანიშნავია „სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შეზღუდვა“ (shrinking space for civil society), რომელსაც, სამწუხაროდ, ცოტა დრო დაეთმო.

-რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი რეგიონული შეხვედრები?

-ასეთი შეხვედრები ყოველთვის სასარგებლოა, როგორც პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, ასევე თავად მონაწილეებისთვის. გარდა ამისა, დადებით შედეგებს იძლევა რეგიონული შეხვედრები პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის,  სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მეშვეობით.

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s