„გრემში სამსახურზე დავიწყე ფიქრი“

Posted: November 22, 2018 in Uncategorized

d5ebb50aa397389943d9bbecbd7183ad_fitted_740x700

41 წლის იოსები გრემის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში უკვე მესამედ მოხვდა. მას ნარკოდამოკიდებულებასთან გამკლავების რამდენიმე მცდელობა ჰქონდა. იოსებმა საკუთარი ისტორიაც გულწრფელად გაგვიზიარა:

„…ალკოჰოლი არასოდეს მიყვარდა, ბოლო ორი წელია წვეთიც არ დამილევია. ჩემთვის პრობლემად ნარკოტიკი იქცა. ნარკოტიკების მოხმარება მასიურად 10 წლის წინ დავიწყე. ახლა ვცდილობ თავი ავარიდო, ნარკოტიკებსაც და განსაკუთრებით იმ გარემოს, სადაც უბნის ბიჭები იკრიბებიან და ამის შანსიც უცბად საიდანრაც ჩნდება.

პირველად ჰეროინი 23 წლისამ გავიკეთე, მერე იყო მაკის თესლი, მერე ხან სუბოტექსზე „ვიჯექი“, ხან – ჰეროინზე. თავს ვერ ვანებებდი, დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა. დროდადრო დეტოქსსაც ვიტარებდი, სახლშიც ვცდილობდი „გადაგდებას“, მაგრამ მაშინ ისეთი დრო იყო, წამალი ყველგან იშოვებოდა. ეს ძალიან მიშლიდა ხელს.

ორი შვილი მყავს, 21 და 19 წლის. ცოლი გამშორდა. ოჯახის დანგრევის მთავარი მიზეზი ნარკომანია გახდა. ბევრჯერ დამიდგა ცოლი გვერდში, ბევრი ღამე გამითენა, ბოლოს კი ვეღარ ამიტანა… ასეთს ჩემ თავს მეც ვერ ავიტანდი… გვიჩხუბია კიდეც, დაპირებები მიმიცია და შევრიგებივართ, მაგრამ მაინც ვერ ვაცნობიერებდი, რომ ერთხელაც ჩემგან სამუდამოდ წავიდოდა. დავრჩი დედასთან ერთად. ერთ-ერთ შვილიც ჩვენთან ცხოვრობს.

ცოლს სანამ მოვიყვანდი, უმაღლესშიც ვსაწვლობდი და დასაქმებულიც ვიყავი. ბანკში ვმუშაობდი, ეკონომიკის სამინისტროში და სხვა სამსახურებიც მქონდა. .

ნარკოტიკების გამო რამდენჯერმე პოლიციამ დამაკავა. დამაჯარიმეს, კაპეზეშიც ნაჯდომი ვარ, მაგრამ ციხეს გადავურჩი.

რაღაც ხანი „ჯეფსაც“ ვიკეთებდი სუბოტექსტთან ერთად. ამ კომბინაციით მოხმარებული ნარკოტიკებს ნარკოლოგიურში აღარ „მიგდებდა“. მერე სულ ჯეფზე გადავედი. ჯეფმა გადაადგილების და მეტყველების უნარი შემიზღუდა. თითქმის ცხრა წელი ლოგინში ვიწექი და ვმკურნალობდი. მოძრაობა ახლაც მიჭირს. დავიწყე მონასტერში სიარული. იქაურობა სიფხიზლის შენარჩუნებაში მეხმარებოდა, მამაოს დავუმეგობრდი. ფსალმუნების კითხვას სახლშიც ვაგრძელებდი, რომ მეტყველების უნარი აღმედგინა.  საავადმოფოშიც ოთხჯერ ვიწექი, ბოლოს – შარშან ზაფხულში.

გრემის შესახებ ჩვენი ინსტრუქტორისგან, ლევანისგან გავიგე. მაშინ დეპრესია მქონდა. სულ ვიწექი, ადგომა არ მინდოდა.

გრემის ცენტრში 2018 წლის მაისში ჩამოვედი, მერე კიდევ ერთხელ – ზაფხულში და ახლა უკვე მესამედ ვარ. ყველაზე მეტად ცენტრში რეჟიმი მომწონს – დილის რვა საათზე ვდგები, ვმეცადინეობ, შრომითი თერაპია გვაქვს, ფილმებს ვუყურებთ ერთად. მაწყნარებს აქაური სოფლის სიმშვიდე. თან გარშემო მყავს ადამიანები, რომლებმაც ასეთივე გზა გაიარეს და იგივე გამოცდილება მიიღეს. ერთ ენაზე ვლაპარაკობთ.

ნარკოტიკებით გამოწვეულმა ავადმყოფობამ კომპლექსები გამჩინა, სახლში ჩამკეტა. დღე და ღამე არეული მქონდა. გრემის ფსიქო-სოაციალური რეაბილიტაციის ცენტრში კი თითქოს დავლაგდი. სამსახურზე დავიწყე ფიქრი. გადავწყვიტე, აქედან თბილისში რომ დავბრუნდები, კიდევ ერთ სამკურნალო კურსს გავივლი, ცოტა ფიზიკურად მოვმაგრდები და ჩემი პირველი ჯგუფის ინვალიდობის მიუხედავად, ვეცდები დავსაქმდე. სამსახური მოძრაობის სტიმულს მომცემს.

დიდი მადლობა გრემს და ყველა სპეციალისტს, ვინც ჩემნაირებზე ზრუნავს!“

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s