რა გვნებს ბოთლით მარიხუანის მოწევისას

Posted: January 24, 2019 in Uncategorized

საქართველოში ბოთლის გამოყენებით მარიხუანის მოწევის შემთხვევები ხშირია. თუმცა ეს არცთუ უსაფრთხოა მეთოდია.

პლასტიკური ბოთლები/ქილები საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით შვიდ კატეგორიად იყოფა. კატეგორიის ნიშნები პლასტმასის ბოთლის ძირში მიეთითება. 1-დან 7-მდე ნიშნული სწორედ მასალის ტოქსიკურობის მაჩვენებელია. მაგალითად, N7 ადამიანის ჯანმრთელობისთვის უფრო საშიშია, ვიდრე №3 – უსაფრთხო. ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე საკვები პროდუქტისთვის პირველი კატეგორიის პლასტმასს გამოიყენებენ.

rcfuqtu

მიუხედავად იმისა, რომ პირველი კატეგორია ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ მიიჩნევა, მკვლევარები მაინც შგვახსენებენ მის კანცეროგენულობას, რადგან ნებისმიერ პლასტიკურ მასალაში, მათ შორის ბოთლში, შედის ძალიან სახიფათო კომპონენტი – კიბოს გამომწვევი ბიფენოლი. ამ ნივთიერების გამო, ბევრი დასავლური ქვეყანა კრძალავს ბავშვთა პროდუქტებისთვის სტანდარტული კატეგორიის პლასტიკური მასალის გამოყენებას.

ჩაატარეთ მარტივი ექსპერიმენტი: თბილ დღეებში დატოვეთ წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი ოთახში და თქვენ აუცილებლად იგრძნობთ, რომ წყალს ქიმიური გემო გაუჩნდა. მეცნიერები ამბობენ, რომ მავნე ნივთიერებები პლასტმასიდან 60 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე გამოიყოფა, მით უფრო „ბალახის“ მოწევისას. ამ დროს საშიში ტოქსიკური ნივთიერებები გაცილებით დიდი რაოდენობით გამოიყოფა და პლასტმასის მოწევას უტოლდება.

თუკი ჰაშიშის მოწევა ბოთლიდან მეტ-ნაკლებად უვნებლად შეიძლება მივიჩნიოთ (თერმული ეფექტი მხოლოდ ხვრელის ამოწვისას გვაქვს), პლასტმასის ბოთლის, როგორც ხელნაკეთი ბონგის, მრავალჯერად გამოყენება, მართლაც საშიშია. იგივე ეხება პლასტმასის ჩინურ ბონგებს (საკმაოდ უხარისხოს), მათი რეგულარული გამოყენება ასევე სახიფათოა.

იშვიათად ერთჯერადად პლასტიკური ობიექტის გამოყენება დასაშვებია, მაგრამ თუ ესეც ჩვევაში გადაგეზარდათ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად ვნებს თქვენს ჯანმრთელობას. ზიანის შემცირების კუთხით, მარიხუანის მოწევისთვის არსებობს შედარებით უსაფრთხო სხვა საშუალებები (კერამიკული ბონგები და სხვ.)

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s