Facebook-ი – სხვისი ბედნიერების მახე

Posted: February 24, 2019 in Uncategorized

facebook1-1 (1)

ჩვენი ცხოვრება Facebook-ის გარეშე წარმოუდგენელია. დღე იწყება თუ არა, სოციალურ ქსელს ვხსნით და მის ლაბირინთებში დავხეტიალობთ. ჩვენ გამუდმებით ვაკონტროლებთ საჯარო და სხვის პირად ამბებს, ვათვალიერებთ ფოტოებს. მომხმარებელთა უმეტესობაც საკუთარ ბედნიერ და ხალისიან ფოტოსურათებს დებს. ასეთი, ერთი შეხედვით პოზიტიური ფოტონაკადის თვალიერების მერე, ცრუ შეგრძნება გვიპყრობს, გვეჩვენება, რომ ვიღაც უპრობლემოდ და არხეინად ცხოვრობს, ამის ფონზე კი ჩვენ, რუტინის აბლაბუდაში ვართ გაბმული.   

ანდრეა ბონიორი ფსიქოლოგი, მწერალი და პოპულარული ბლოგერია. ის რამდენიმე მარტივ რჩევას გვაძლევს, რომ თავი „ცხოვრებისგან დაჩაგრულად“ არ ვიგრძნოთ. მისი თქმით, ჩვენს თვითშეფასებას ნაცნობ-მეგობრების პოზიტიური „სელფები“ ამცირებს. „არ მისცეთ გასაქანი „ფრენდლისტს“, რომ მან თქვენი განწყობა მართოს!“ – მოგვიწოდებს ბლოგერი.

სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული კვლევების თანახმად, გახშირდა შემთხვევები, როდესაც ადამიანი თავისი ცხოვრებას სხვის ცხოვრებას ადარებს და ამ პროცეს ზედმეტად უღრმავდება, ზოგჯერ კი იმდენად, რომ დეპრესია ეწყება და ეს მიუხედავად იმისა, რომ ესმის – მისი „ფრენდების“ ბედნიერი იმიჯი რეალობას ნაკლებად შეესაბამება. „გირჩევთ შეწყვიტოთ სხვისი ფოტოების უაზრო თვალიერება“, – ასეთია ბონიორის პირველი რჩევა.

„ეს არის თვითგვემა, მაზოხისტური ჩვევა. მოიფიქრეთ, როგორ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა ამ ყველაფერს. შექმენით რთული პაროლი, რომლის შეყვანის დროს მეტად განეწყობით ინფორმაციის გადასამუშავებლად, შესაბამისად, უფრო კრიტიკული გახდებით. ბევრი სოციალურ ქსელში ბედნიერ ფოტოპორტრეტს საკუთარი თავის დასამკვიდრებლად აქვეყნებს, თქვენ კი  მის ანკესზე ეგებით,“ – ამბობს ფსიქოლოგი.

პერიოდულად გადააფასეთ თქვენი „ფრენდლისტი“. იქ აუცილებლად აღმოაჩენთ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო თავს ცუდად ან დისკომფორტში გაგრძნობინებენ. დაფიქრდით, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მათ მიერ გამოქვეყნებული „პოსტების“ კითხვა, მათი ფოტოების თვალიერება? დაფიქრდით, რატომ გძლევთ უხასიათობა მას მერე, რაც გარკვეული ტიპის ადამიანების შესახებ სულ უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას იღებთ? მათთან „განმეგობრება“  აუცილებელი არ არის. თუკი,  ვიღაცის ფოტოები და პოსტები გაღიაზიანებთ და თავდაჯერებას გაკარგვინებთ, თვალიერების დროს უბრალოდ „გადაახტით“.

ანდრეა ბონიორი ამბობს, რომ ცუდი არ არის, თუკი ვიღაცის ფოტომ, სადაც ის სამუშაო გარემოში საკმაოდ წარმატებულად გამოიყურება, საკუთარ სამსახურზე დაგაფიქრათ. „რატომ უნდა დადარდიანდეთ? დაჯექით და გეგმა გაწერეთ: რისი შეცვლა შეგიძლიათ დღეს ან ხვალ იმისათვის, რომ თქვენც არა მხოლოდ წარმატებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოთ, არამედ მართლაც ასეთი იყოთ. გეგმამ შეიძლება ახალი სამსახურის მოძიებნის სურვილი გაგიღვივოთ. იქნებ დადგა ჟამი, როდესაც თქვენს ხელმძღვანელობას კარიერის პერსპექტივაზე უნდა ესაუბროთ?.. გააცნობიერეთ, რომ სიტუაციას მართვადია და მას თქვენ მართავთ. ასეთი განწყობით სხვის გამარჯვებას უფრო იოლად გაიზიარებთ“.

თუ თქვენი „მეგობრის“ ცხოვრების ვირტუალურ მახეში გაებით და ის ბედნიერებით სავსე მოგეჩვენათ, ე.ი. ის დიდი ხანის უნახავი გყავთ და აი, ფინჯან ყავაზე მისი დაპატიჟების მიზეზიც! პირადი შეხვედრის დროს დარწმუნდებით, რომ თქვენი მოსაუბრე ცოცხალი ადამიანია და არა უნაკლო ფოტოსურათი. არც მისი ცხოვრება იქნება იდეალური, ხოლო თუ „მეგობარი“ მართლაც ძალიან ბედნიერი აღმოჩნდა, კარგია, ის თავისი წარმატების  გამოცდილებას გაგიზიარებთ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s