WHO: დაბინძურებული ჰაერის შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით 700 ათასი ბავშვი იღუპება

Posted: March 22, 2019 in Uncategorized

2950

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოში 5 წლის ასაკამდე 700 ათასი ბავშვი ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებისგან იღუპება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამავე მიზეზით მილიონობით ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესუსტდება და მათ სიცოცხლის ბოლომდე ქრონიკული დაავადებები ექნება.

WHO-ი აცხადებს, რომ დედამიწის მასშტაბით ბავშვთა მოსახლეობის 93%-ზე მეტი (1.8 მილიარდი ბავშვი) იძულებული იქნება ისუნთქოს დაბინძურებული ჰაერით, აქედან 630 მილიონი ბავშვი 5 წლამდე ასაკისაა. განვითარებულ ქვეყნებში ამავე ასაკის ბავშვთა 50%-ი ისუნთქავს ჰაერს, რომელიც არ აკმაყოფილებს WHO-ს უსაფრთხოების ნორმებს. განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში კი ასეთივე პირობებში ბავშვთა 98%-ს უწევს ცხოვრება.

ფილტვის ამერიკული ასოციაციაში განმარტავენ, რომ ბავშვთა სასუნთქი ორგანოები უფრო მგრძნობიარეა ჰაერში გავრცელებული ტოქსიკური ნივთიერებების მიმართ. მათ არ აქვთ ისეთი მდგრადი იმუნიტეტი, როგორც მოზრდილებს. ბავშვებზე დაბინძურებული ჰაერის უარყოფითი ზეგავლენის კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ ისინი ქუჩაში უფრო აქტიურად ატარებენ დროს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტ მავნე ნივთიერებებს შეისუნთქავენ.

WHO-ს მონაცემებით, თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი დაბინძურებული ქალაქია, სადაც ჰაერის დაბინძურებას წელიწადში საშუალოდ 4 ათასამდე ადამიანის სიკვდილს უკავშირებენ.  

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s