ფეხბურთი სტიგმისა და მეორადი დანაშაულის წინააღმდეგ

Posted: March 27, 2019 in Uncategorized

საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ხვალ, 28 მარტს, ქუთაისში, ატარებს ტურნირს მინი ფეხბურთში. ტურნირი არის პროექტის ეგიდით წამოწყებული კამპანიის „ევროკავშირის მხარდაჭერით ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა – ხელი შევუწყოთ ადამიანების საზოგადოებაში დაბრუნებას!“ ნაწილი. კამპანიის მიზანია ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების დასაქმების, მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

ღონისძიების მიზანია, ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა და ხელი შევუწყოთ ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების რესოციალიზაციის გაუმჯობესებას და აქედან გამომდინარე მეორადი დანაშაულის პრევენციას.

ტურნირი ჩატარდება ხვალ, 28 მარტს, 11-18 საათზე,  ქუთაისში , 121 თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილი, ქუთაისის სპორტის სასახლეში.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო სტრუქტურების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და კერძო კომპანიების საფეხბურთო გუნდები.

ტურნირის მხარდამჭერია ქუთაისის მერია. ტურნირის მსვლელობის დროს ჩატარდება ფლეშ-მობი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ World Vision საქართველოს ქუთაისის მიუსაფარ ბავშვთა დღისა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრის ბენეფიციარები.

ტურნირის მონაწილეებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები.

განვითარებულ ქვეყნებში პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას განსაკუთრებული როლი აკისრია დანაშაულებრივი ქცევის შეცვლისა და მეორადი დანაშაულის პრევენციის თვალსაზრისით. მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებული მიდგომები არ მუშაობს, საჭიროა დაბალანსებული, რეაბილიტაცია- რესოციალიზაციაზე ორიენტირებული მიმართულებების შემუშავება, რათა ადამიანმა მოახერხოს და შეცვალოს დანაშაულებრივი ქცევა. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სტიგმის დაძლევაც, რომელიც არსებობს საზოგადოებაში ნასამართლევ პირთა მიმართ, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ რესოციალიზაციას.

ტურნირი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „გაუმჯობესებული შესაძლებლობები პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის“ ფარგლებში. პროექტის მიზანია მოწყვლადი ჯგუფების, კერძოდ, ყოფილი პატიმრების, პატიმრების და პრობაციონერების ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

პროექტი ხორციელდება პარტნიორ ორგანიზაციებთან „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ (საქართველო) და საერთაშორისო ორგანიზაცია „Mainline Foundation” (ნიდერლანდები) ერთად. პროექტი მიმდინარეობს თბილისში და საქართველოს ოთხ რეგიონში – აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში.

 

(დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: მაკა იოსელიანი, ორგანიზაცია „თანადგომა“ – პროგრამის რეგიონალური კოორდინატორი 599 14 31 71; kutaisi@tanadgoma.ge)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s