სოკო ალცჰეიმერის წინააღმდეგ

Posted: March 31, 2019 in Uncategorized

sokoebi

სინგაპურის ეროვნულ უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიური მედიცინისა და იონგ ლუ ლინის სკოლის მედიცინის სკოლის ბიოქიმიის განყოფილებების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც კვირაში ორ საშუალო პორცია ნებისმიერი სახის სოკოს მიირთმევენ, ალცჰეიმერით დაავადების მხოლოდ 50%-იანი შანსი აქვთ.

სოკოს საშუალო პორცია: მოხარშული სახით, 150 გრამი, დაახლოებით ჭიქის სამი მეოთხედი. სოკოს მცირე ულუფაც კი მნიშვნელოვნად ამცირებს ალცჰეიმერით დაავადებას.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ სოკოს მჭამელებში ალცჰეიმერის გავრცელების შემცირება დაკავშირებულია სოკოს თითქმის ყველა სახეობაში არსებულ სპეციფიკურ ნაერთთან. „ჩვენ გვაინტერესებს ამ ნაერთის – ერგოტიონეინის გამოკვლევა. – ამბობს ირვინ ჩეა, ბიოქიმიის განყოფილების უფროსი თანამშრომელი, – ეს არის უნიკალური ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომლის სინთეზირება ადამიანს თვითონ არ შეუძლია, მაგრამ მისი მიღება შესაძლებელია საკვები წყაროებიდან, ერთ-ერთი სოკოა.“

კვლევის პერიოდი: 2011-2017 წლები. მასში სინგაპურში მცხოვრები 600-ზე მეტი 60 წელს გადაცილებული ჩინელი ხანდაზმული მონაწილეობდა. კვლევის შედეგი მარტში, ინტერნეტჟურნალ «Journal of Alzheimer’s Disease»-ში გამოქვეყნდა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s