ისრაელმა მარიხუანასთან დაკავშირებული კანონი შეცვალა

Posted: April 5, 2019 in Uncategorized

depositphotos_22294033-stock-illustration-marijuana-law-reform-sketch

1 აპრილიდან ისრაელში სისხლის სამართლებრივი სანქციები აღარ დაემუქრება მათ, ვინც სახლის პირობებში 15 გრამ ე.წ. „ბალახს“ შეინახავს, განსხვავებით იმ პირებისგან, რომლებიც მას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოიხმარენ – მათ 277-დოლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ. მოხმარების მეორე შემთხვევაზე თანხა  გაორმაგდება, მესამე შემთხვევაზე კი პოლიცია თავად განსაზღვრავს, რით დაგსაჯოს –  შესაძლოა, მართვის მოწმობა ან იარაღის ლიცენზია ჩამოგართვას. მოხმარების მეოთხე შემთხვევაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა.

საკანონმდებლო სიახლე არ ვრცელდება სამხედრო მოსამსახურეებზე,  არასრულწლოვანებსა და ყოფილ მსჯავრდებულებზე. ისრაელის პოლიციის განცხადებით, ის არ აპირებს მოქალაქეებზე „ნადირობას“ ყველგან, მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

საკონონმდებლო ინოვაციას უკვე გამოუჩნდნენ ოპონენტები. ზოგიერთი უფლედამცველი პეტიციის მეშვეობით რეფორმის გაუქმებას მოითხოვს. მათ მიიჩნიათ, რომ რეფორმა უსამართლოა იმ პირთა მიმართ, ვისაც მოწევისთვის პირველად აკავებენ. ადრე მსგავსი საქმეები საჯარო ინტერესის არარსებობის გამო ავტომატურად იხურებოდა, მაგრამ ახლა კანონდამრღვევს ყველა შემთხვევაში ელის  სასჯელი. პეტიციის ავტორები ამბობენ, რომ  დადგენილი ჯარიმის ოდენობა  ძალიან მაღალია მოსახლეობის სოციალურად დაუცველი კატეგორიისთვის.

„მხოლოდ „ბალახის“ სრული ლეგალიზაცია ან ახალი კანონის დარეგულირება აგრძნობინებს სამართლიანობას ჯადოსნური მცენარის მომხმარებლებს და ხელს შეუწყობს შავ ბაზარზე და ტერორისტულ ორგანიზაციებზე კონტროლის დამყარებას”, – აცხადებს „მწვანე ფოთლის“ პარტიის დამფუძნებელი ბოაზ ვეხტელი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s