ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერთა განცხადება

Posted: მაისი 14, 2019 in Uncategorized

prisoncellas2_hdv.jpg

პარლამენტში წარდგენილი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა წელიწადზე მეტი შეჩერებულია. არსებულ ხისტ ნარკოპოლიტიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებს განსაკუთრებით იმედიანად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულები ელოდნენ, თუმცა ამ დროის განმავლობაში საზოგადოებისთვის ცხადი გახდა, რომ ხელისუფლება არ აპირებს სისტემური რეფორმაზე პასუხისმგებლობის აღებას.

ნარკოტიკულ დანაშაულზე მსჯავრდებულთა 2018 წლის მონაცემები ასეთია:

სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3650 პირის მიმართ;

სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 2825 პირის მიმართ;

ნარკოდანაშაულისთვის სასჯელად თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 633 პირს;

2018 წლის ბოლო ექვს თვეში ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებული/მსჯავრდებული 50-მდე ადამიანი შიმშილობდა მათ საქმეზე სამართლიანი მართლმაჯულების მოთხოვნით

ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ  სახელმწიფომ უნდა მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება ამნისტიის ან/და შეწყალების მექანიზმის გამოყენების თაობაზე, რომელიც უსამართლო ან/და არაპროპორციული სასჯელებისგან მსჯავრდებულთა გათავისუფლებისკენ იქნება მიმართული. ამ მიზნით პარლამენტმა, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების მონაწილეობით, ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობით, უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფი და გაატაროს მოსამზადებელი სამუშაოები საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად.

ნარკოპოლიტიკის სფეროში სახელწიფოს დამუშავებული არ აქვს დეტალური, აუცილებელი სტატისტიკური მონაცემები, რაც ართულებს ნარკოტიკული დანაშაულების შესახებ არსებული რეალური სურათის აღქმას. ამდენად, სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად, სამუშაო ჯგუფის წევრთა ჩართულობით, აუცილებელია დამუშავდეს ნარკოტიკული დანაშაულებისთვის მსჯავრდებულთა მონაცემები, მათ შორის, ციხის პოპულაცია, დანაშაულთა სპეციფიკის, ნარკოტიკის სახეობისა და ოდენობის, გამოყენებული სასჯელების შესახებ ინფორმაცია და სხვა რელევანტური მონაცემები.

13 არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი გაერთიანება, მათ შორის „ბემონი“ და „თანადგომა“, მოუწოდებს პარლამენტს, პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ნარკოტიკულ დანაშაულებზე მსჯავრდებულებთან დაკავშირებით მონაცემთა შესწავლა-დამუშავებას. ასევე, ნარკოპოლიტიკის სფეროს ძირეულ რეფორმამდე, მხარი დაეჭიროს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უსამართლო ან/და არაპროპორციული სასჯელებისგან მსჯავრდებულთა გათავისუფლების/პასუხისმგებლობის შემსუბუქების თაობაზე და ამისთვის გამოიყენონ ერთჯერადი ამნისტიის ან/და შეწყალების მექანიზმები.

ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერთა აზრით, ამნისტია-შეწყალება ჯერ უნდა შეეხოს მომხმარებლებს, რომლებიც ისჯებიან სისხლის სამართლის წესით და იმ ადამიანებს, ვინც პირადი მოხმარების გამო გარკვეული რაოდენობის ნარკოტიკს ფლობდა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s