რეაბილიტაციის ცენტრების ჰოლანდიური გამოცდილება საქართველოსთვის  

Posted: ივნისი 30, 2019 in Uncategorized

ირმა კახურაშვილი

65651456_390586884896529_3800148000773242880_n

ლიბერალურ ნარკოპოლიტიკასთან ყველაზე მეტად ნიდერლანდების სამეფო ასოცირდება, სადაც „მსუბუქი“ ნარკოტიკების შეძენა სრულწლოვნებისთვის კანონის ფარგლებშია შესაძლებელი. ნარკოტიკებთან დაკავშირებული ყველა საკითხი ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭრილში განიხილება. თუ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელმა განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობა ზარალდება, მას დახმარების სახით სხვადასხვა სამკურნალო და სარეაბილიტაციო ალტერნატივებს შესთავაზებენ.

ნიდერლანდებში დამოკიდებულების მქონე პირებს მედიკამენტურ დახმარებას ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები, რეგიონალურ დონეზე უწევენ. მკურნალობა ხელმისაწვდომია სახელმწიფო საავადმყოფოების ბაზაზეც. დეტოქსიკაცია და რეაბილიტაცია ფინანსდება როგორც ბიუჯეტიდან, ისე სამედიცინო დაზღვევით.

დაახლოებით ერთი თვის წინ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ჰოლანდიური სისტემის მუშაობას ქართველი სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ.

ნიდერლანდური გამოცდილების შესახებ თავის შთაბეჭდილებებს პროექტ „აღმოვფხრათ ხარვეზები: მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად“ (ცენტრი „თანადგომა“), დამოკიდებულების მქონე პირებისთვის განკუთვნილი პირველი სადღეღამისო ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ქართული ცენტრის ხელმძღვანელი ვაჟა კასრელიშვილი გვიზიარებს:

-ჰოლანდიაში ვიზიტით საქართველოდან ჩემ გარდა, ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღვანელი დავით ოთიაშვილი და ნარკოლოგი ხათუნა თოდაძე ვიმყოფებოდით. სამუშაო-სასწავლო ვიზიტის წინაპირობა გახლდათ რეაბილიტაციის კონცეფცია და სამოქმედო გეგმა, რომელიც წელს AFEW (შიდსის ფონდი – აღმოსავლეთი-დასავლეთი) მხარდაჭერით უნდა შევიმუშვოთ. ჰოლანდიაში ვიზიტისთვის დამატებითი ფინანსები სწორედ AFEW გამოგვიყო.

-რა განსხვავებები იყო იმ სარეაბილიტაციო ცენტრებს შორის, რომელიც მოინახულეთ?

-ერთ-ერთი ცენტრი ამსტერდამის გარეუბანში მდებარეობდა და მინესოტას მოდელით („12 ნაბიჯის“ პროგრამა) მუშაობდა. ცენტრი 24-საათიანი იყო. დიდ ტერიტორიაზე მდებარეობდა როგორც კლინიკა, ისე სარეაბილიტაციო ცენტრი. იქ მოხვედრილი დამოკიდებულების მქონე პირი ჯერ დეტოქსს გადიოდა, შემდეგ თვენახევრიან რეაბილიტაციას.

მეორე ცენტრი მდებარეობდა კუნძულ ტექსელზე, სადაც ბარჟით გადაგვიყვანეს. ისიც სადღეღამისო იყო. აქ ბენეფიციარებს თხებისა და ბატების მეურნეობაც კი ჰქონდათ.

65307807_461586324605285_4984082549396471808_n

ტექსელის ცენტრმა ყველაზე მეტად გაგვაკვირვა. საქმე ისაა, რომ ცენტრში მომუშავე სპეციალისტები, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, ტოვებდნენ ბენეფიცარებს და ტავიანთ სახლებში ბრუნდებოდნენ. ბენეფიციარები პრაქტიკულად მეთვალყურეობის გარეშე რჩებოდნენ, რამაც, ცხადია, ცვენში ბევრი კითხვა დაბადა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამ მიზეზით არანაირ ექსესებს ადგილი არ ჰქონია. დღის მეორე ნახევარში ბენეფიციარებს შეეძლოთ თავისუფლად წასულიყვნენ მანქანით ზღვის სანაპიროზე ან თავიანთი საქმეებით დაკავებულიყვნენ. ცენტრში ასეთი მიდგომა იყო: თუ ადამიანმა მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღო, იმკურნალებს, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ჩავარდნა“ ჰქონდა, არც ეს იქნებოდა კატასტროფა.

65301492_383840018782077_6788660037163155456_n

მესამე რეაბილიტაციის ცენტრიც სადღეღამისო იყო, ის ყოფილი ისტორიული ტაძრის საკმაოდ მოზრდილი ეზოს მქონე ტერიტორიაზე მდებარეობდა. ცენტრი 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ემსახურებოდა. აქ იყვნენ ისეთი ბენეფიცირები, ვინც რეაბილიტაციის სერვისებს 24 საათი იღებდნენ და ისინი, ვინც ცენტრს მხოლოდ დღისით სტუმრობდნენ.

64492012_467000460793350_6053544120658427904_n

ჩვენთვის მთავარი იყო გვენახა, რომ ცეტრები სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვაის იყო განკუთვნილი, რაც მათ ფართო არჩევანის საშუალებას აძლევდა. მაგალითად, ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ ცენტრში სერვისები ასაკის შესაბამის საჭიროებებს ერგებოდა. ცენტრში გადიოდნენ არა მხოლოდ არტთერაპიას, არამედ ჰქონდათ სპორტული აქტივობები – დარბაზი ტრენაჟორებით, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები.

 

-ასეთ ცენტრებში ქალები და მამაკაცები ერთად არიან ჩართულები რეაბილიტაციაში?

-მაგალითად, ცენტრში, სადაც მინესოტას მოდელი მუშაობდა, გვითხრეს, რომ უპრიანია ქალები და მამაკაცები ცალკე იყვნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ორივე სქესის ადამიანთა ერთად ყოფნა ხელს უშლიდა რეაბილიტაციის პროცესს. ასეთი იყო ამ კონკრეტული ცენტრის გამოცდილება.

რაც შეეხება ტექსელში არსებულ ცენტრს, ის შერეული ტიპის იყო.

-ვინ დებს მომხმარებელთა რეაბილიტაციაში თანხას?

-რეაბილიტაციის მიმართულებით დიდი თანხაა ჩადებული. დამოკიდებულების მქონე ადამიანთა მკურნალობა-რეაბილიტაციას დაზღვევა აფინანსებს და ეს საკმაოდ ძვირი ჯდება. მაგალითად, მინესოტას მოდელში ერთი ადამიანის ორკვირიანი დეტოქსი და სულ ცოტა თვენახევრიანი რეაბილიტაცია დაახლოებით 25 ათასი ევრო ღირს.

ცენტრში ინდივუდუალურად იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რამდენი ხანი ესაჭიროება ბენეფიციარს რეაბილიტაციისთვის, შესაძლებელია ეს თვენახევარზე მეტი იყოს. ცენტრიდან გამოსულ ადამიანს შემდგომშიც ექცევა ყურადღება.

65542075_365181264102164_4999488300734480384_n

ჩვენ ვნახეთ რა პირობებში ცხოვრობენ ბენეფიციარები ამ ცენტრებში, როგორია მათი ყოველდღიურობა, მკურნალობის მეთოდები. გვქონდა ახალგაზრდებთან გასაუბრების საშუალება. ცენტრი, სადაც მინესოტას მოდელი მუშაობდა კი უფრო ჩაკეტილი იყო.

65455156_2459259160807617_7883800861405609984_n

ფიქრობთ თუ არა, რომ რეაბილიტაციის ეს მეთოდები ქართულ რეალობას გამოადგება?

-ჩვენ ვნახეთ, რომ ცენტრებში ძირითად გამოიყენება კოგნიტური თერაპია, თვითდახმარების მიდგომა და სხვა, რაც არც ჩვენთვის არის უცხო. მაგალითად, მომეწონა, რომ ახალგაზრდებთან მუშობა ორიენტირებული იყო წახალისებაზე. მათი ყოველი წარმატებული ნაბიჯი წახალისებული იყო, ვთქვათ, აჯილდოვებდნენ იმით, რომ შეეძლოთ ოჯახის წევრებთან მეტი ელაპარაკათ.

ძირითად ორიენტირებულები იყვნენ სპეციალიზირებულებ ცენტრებზე, სადაც მუშაობენ პროფესიონალი ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, კონსულტანტები. მომხმარებელი ადამიანები უფრო თვითდახმარების ჯგუფებში იყვნენ ჩართულები და წამყვანი როლი არ ეკისრებოდათ, როგორც ეს ამჟამად გრემის ცენტრშია.

სამომავლოდ ჩვენც უნდა გავაკეთოთ ორიენტაცია ცენტრში პროფესიული გუნდის ჩამოყალიბებაზე. ვფიქრობთ საამისოდ სახსრების მოვიპოვებაზე.

წელს გრემის ცენტრში რაღაცების შეცვლას ვგეგმავთ, გვინდა ინსტრუქტორები გავაძლიეროთ და სწავლება ჩავუტაროთ.

57133754_436985630408992_4441665382918389760_n (1)

 

-რა უშუალო შეხება აქვს ნიდერლანდებში სახელმწიფოს ამ ცენტრებთან?

-ასეთ ცენტრებს სახელმწიფო სხვადასხვა სახის ფინანსურ დახმარებას უწევს. მაგალითად, ტაძრის ყოფილი ტერიტორია ცენტრს სახელმწიფომ დაუთმო.

სახელმწიფოს აქვს ყველა ინფორმაცია ცენტრების შესახებ – რას საქმიანობენ, რა ფინანსური საჭიროებები აქვთ. თუ მკურნალობა-რეაბილიტაციას დაზღვევა არ ფარავს, შესაძლოა სახელმწიფომ დააფინანსოს.

-ივლისის შუა რიცხვებში ქართული გუნდი რეაბილიტაციის კონცეფციასტრატეგიაზე იმუშავებს. რა საკითხების განხილვას აპრებთ?

-კონცეფციაში უნდა აისახოს რეაბილიტაციის ძირითადი საჭიროებები – რა სჭირდება ქვეყანას ამ მიმართულებით. უნდა გაიწეროს მოკლე ან გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რა სახსრები დასჭირდება, ვინ იქნება გეგმის შესრულებაზე პასუხიმგებელი და სხვ. ამ ყველაფერში ჯანდაცვის სამინისტროც იქნება ჩართული.

 

2017 წლის მონაცემებით, ნიდერლანდებში ე.წ. „მსუბუქ“ ნარკოტიკებს მოსახლეობის 16%-მდე მოიხმარს, „მძიმეს“ კი – 3,1%-ი.

 

 

 

 

 

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s