საქართველოში წამალდამოკიდებულთათვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კონცეფცია შემუშავდება

Posted: ივლისი 13, 2019 in Uncategorized

ირმა კახურაშვილი

66423544_481150622688115_6957900526222573568_n

საქართველოში წამალდამოკიდებულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის განვითარების საკითხებზე 11-12 ივლისს კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.  სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა იმსჯელეს მკურნალობა-რეაბილიტაციის  მიზნებზე, რომელიც ადამიანის გამოჯანმრთელებაზე უნდა იყოს მიმართული. ასევე, რეაბილიტაციის ისეთ სისტემაზე, სადაც თავის წილ პასუხისმგებლობას სახელმწიფოც იკისრებს.

შეხვედრის მონაწილეებმა ორი დღის განმავლობაში იმსჯელეს არსებული რეაბილიტაციის ცენტრების გამოცდილებასა და გამოწვევებზე, მეთოდებზე და პროგრამებზე. მიმოიხილეს წამალდამოკიდებულთა რეაბილიტაციის საერთაშორისო რეკომენდაციები, ევროპის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება, რაც მოიაზრებს პაციენტზე მორგებულ მკურნალობას, სერვისების მრავალფაროვნებას, დუალური დიაგნოზისა და სხვა საჭიროებების მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილ პროგრამებს და სხვ.

შეგახსენებთ, რომ AFEW-ის მხარდაჭერით, პროექტ „აღმოვფხრათ ხარვეზები მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად“ ფარგლებში, ამ წლის აპრილში სპეციალისტებმა – ვაჟა კასრელიშვილმა („თანადგომა“), ხათუნა თოდაძემ (ჯნპც თსუ) და დავით ოთიაშვილმა („ალტერნატივა ჯორჯია“) ჰოლანდიის რეაბილიტაციის ცენტრების მონახულებით  ადგილობრივი გამოცდილება გაიზიარეს.

66615845_2217833328335540_7266038926194769920_n

დარგის სპეციალისტთა აზრით, დამოკიდებულების მქონე პირებისთვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სისტემის აწყობა-გამართვა საკმაოდ შრომატევადი პროცესია. სამომავლოდ სისტემა მოიაზრება არა მხოლოდ ადამიანის ნებაყოფილობით სამკურნალო-სარეაბილიტაციო არჩევანად, არამედ დასჯის (წამალდამოკიდებული პირის დაპატიმრების) ალტერნატივად.

შეხვედრის მეორე დღეს მონაწილეებმა გამართეს დისკუსია თემაზე, რამდენად რთულია  ამ პირობებში სარეაბილიტაციო ცენტრებისთვის საჭირო სპეციალისტების მომზადება, ვინ უნდა იყვნენ ისინი და რა კვალიფიკაცია დასჭირდებათ. აღნიშნეს, რომ საქართველოში არის კადრების, ამ შემთხვევაში, ცენტრის კონსულტანტების დეფიციტი. არსებული ადამიანური რესურსი იმდენად მწირია, რომ საწყისს ეტაპზე შესაძლოა მათ სპეციალურად გადამზადებული ფსიქოლოგები ჩაენაცვლონ.

66500171_425950881326056_856760093385949184_n

შეხვედრაზე ისაუბრეს რეაბილიტაციისთვის საჭირო ფიზიკური სივრცეების/ინფრასტრუქტურის უქონლობაზე (ეს საკითხი ჯერჯერობით ღია დარჩა), სერვისების რაოდენობაზე, განაწილებაზე რეგიონების მიხედვით, რათა მეტ ადამიანს ჰქონდეს მომსახურების მიღების შესაძლებლობა.

სპეციალისტებმა განიხილეს დაფინანსების მოდელები, მათ შორის ვაუჩერული მოდელი, რომლის ფინანსურ ტვირთს სახელმწიფო აიღებს.

შეხვედრის მონაწილეები – ნარკოლოგები, მკვლევარები, ფსიქოლოგები, ჯანდაცვის, სარეაბილიტაცისო ცენტრების წარმომადგენლები – შეთანხმდნენ, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს რეზიდენტული სადღეღამისო) და ამბულატორიული (დღის) ცენტრები.

66717267_1175017169372488_4711855474792726528_n

რეზიდენტული ცენტრების განხილვისას ხშირად იყო ნახსენები (სამ თვემდე რეაბილიტაცია) მინესოტას მოდელი, რადგან საქართველოში მისი წარმატებული გამოცდილება უკვე არსებობს. გაკვრით ისაუბრეს თერაპიულ კომუნებზე ცალკეული ჯგუფებისთვის (ქალებისთვის, ორმაგი დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის) და სხვა მოდელებზე.

ქართველ სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში უნდა ფუნქციონირებდეს მცირე ზომის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრები.

კაჭრეთის შეხვედრის შედეგად, აგვისტოს დასაწყისში, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტს მიეწოდება სავარაუდო ბიუჯეტი, ვთქვათ, რა დაუჯდება სახელმწიფოს 100 ადამიანის რეაბილიტაცია. შემუშავდება შესაბამისი კონცეფცია, ამ წლის ბოლომდე კი შემდგომი სამოქმედო ნაბიჯებიც გაიწერება. 2020 წელს შესაძლებელი იქნება მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის განხორციელების დაწყება.

რაც შეეხევა დონორების მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერას, ამ კუთხით გამოიკვეთა ორი საკითხი: დახმარება ე.წ. სტაფის გადამზადებასა და სტანდარტების/გაიდლაინების მომზადებაში.

66395490_468230873962591_3919355303405027328_n

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s