ბერლინში ნარკოტიკების ხარისხის შემმოწმებელი უფასო პუნქტები გაიხსნა

Posted: ივლისი 29, 2019 in Uncategorized

ამიერიდან გერმანიის დედაქალაქში ყველა მსურველი შეძენილი ნარკოტიკის ხარისხის შეფასებას უფასოდ და დასჯის შიშის გარეშე შეძლებს. აღნიშნულ სერვისს სამი საკონსულტაციო პუნქტი უზრუნველყოფს. ქალაქში მიაჩნიათ, რომ ამ გზით დამოკიდებულების მქონე პირებს ცხოვრებას შეუმსუბუქeბენ.

პროექტისთვის 150 ათასი ევრო გამოიყო. პუნქტების თანამშრომლები ნარკოტიკულ საშუალებათა ნიმუშს იღებენ და მომხმარებელს პირად ნომერს ანიჭებენ, რომლის  საშუალებით ონლაინ შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია შემოწმებული ნარკოტიკის შესახებ.

ხშირად მომხმარებლებმა არ იციან თუ რას იძენენ დილერებისგან. ასეთ პუნქტებში კი გაიგებენ, რისგან შედგება ნარკოტიკი, რა ინგრედიენტებისგან და მინარევებისაგან. ვიდრე ნარკოტიკი ლაბორატორიაში გაიტესტება, მომხმარებელი უსაფრთხო მოხმარების შესახებ დამატებით ინფორმაციას მიიღებს.

მსგავსი პუნქტები დასავლეთ ევროპის არაერთ ქალაქში ამუავდა. მაგალითად, ამსტერდამში არსებობს სპეციალური ცენტრები ქიმიური ანალიზისთვის, სადაც ყველა მსურველს შეუძლია შეამოწმოს კოკაინის სისუფთავე. ანალოგიური მიდგომა ხორციელდება ინგლისში, ფესტივალების დროს. საფესტივალო ტერიტორიაზე გაშლილ სპეციალურ კარვებში ნარკოტიკების შემადგენლობა დეტალურად მოწმდება და ამისათვის მომხმარებელს არანაირი სასჯელი არ ელის.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s