50 შემთხვევითი გამვლელიდან 5-ს С ჰეპატიტი აღმოაჩნდა

Posted: ივლისი 29, 2019 in Uncategorized

ირმა კახურაშვილი 

ჰეპატიტის მსოფლიოს დღე საქართველოში კამპანიით „შენ C“ აღინიშნა. კამპანიის მიზანია იმ ათა­სო­ბით „დაკარგული“ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის პოვნა, ვინც ჯერ არ იცის, რომ ვირუ­სის მ­ტა­რებე­ლია.

67562965_442892259648599_676930706055626752_n

ტესტირება უფასოა

სა­ქარ­თვე­ლო C ჰე­პა­ტი­ტის მა­ღა­ლი გავ­რცე­ლე­ბის ქვე­ყა­ნაა, სადაც 2015 წელს ექსპერტებმა 150 ათასამდე ინფიცირებული ივარაუდეს. ამავე წლის გაზაფხულზე ქვეყანაში ამოქმედდა C ჰე­პა­ტი­ტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა (ფინანსური მხარდამჭერი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომანია „გილეადი“). პროგრამით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, მიუხედავად ღვიძლის დაზიანების ხარისხის სიმძიმისა. პაციენტებს მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ.

67402052_2096632130641048_7074077282750431232_n

ქვეყნის მასშტაბით კამპანიაში „შენ C“ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელში შემავალი რამდენი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაცია ჩაერთო. საინფორმაციო კამპანიის პარალელურად, მოსახლეობას C ჰეპატიტსა და აივ/შიდსზე სწრაფი ტესტირება მობილური ამბულატორიებში, ქუჩებში უტარდებოდათ.

შეგახსენებთ, რომ C ჰე­პა­ტიტ­ზე გა­მოკ­ვლე­ვა და მკურ­ნა­ლო­ბა ასევე ხელ­მი­საწ­ვდო­მია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და ზიანის შემცირების ცენტრებში.

„C ჰეპატიტი ჯანდაცვისთვის სერიოზული პრობლემაა – მსოფლიოში 325 მილიონ ადამიანამდეა ინფიცირებული. საკუთარი სტატუსის შესახებ კი მხოლოდ 80%-მა იცის.

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევისა და სიცოცხლისთვის ბრძოლის, შემდგომში კი სახელმწიფოს ჩართულობის შედეგად, საშუალება მოგვეცა მიგვეღო ბოლო თაობის ბრენდული პრეპარატები. მნიშვნელოვანია, რომ ეს სიკეთე საზოგადოებამდე სრულად უნდა მივიდეს.

პროგრამა მეოთხე წელია მიმდინარეობს. ათასობით ადამიანი განიკურნა, თუმცა ბევრი დარჩა მკურნალობის მიღმა იმის გამო, რომ არ იცის საკუთარი სტატუსის შესახებ.

28 ივლისს ჩვენ ვიყენებთ მოტივაციისთვის, სამობილიზაციო საქმიანობისთვის, რათა საზოგადოებამდე კიდევ ერთხელ მივიტანოთ ინფორმაცია ელიმინაციის პროგრამის მნიშვნელობის შესახებ,“ – განმარტავს ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ ხელმძღვანელი კოკა ლაბარტყავა, რომლის გუნდიც მობილური ამბულატორიის თანხმლებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მუშაობს.

67357156_447641465966315_4277216398029094912_n

კოკა ლაბარტყავა, „ახალი ვექტორის“ ხელმძღვანელი

 

კოკა ლაბარტყავას თქმით, ბევრი საკუთარ ჯანმრთელობას ნიჰილისტურად ეკიდება, რისი მიზეზიც შესაძლოა იყოს С ჰეპატიტის შესახებ ინფორმაციის არაწორი ან არადინამიური მიწოდება, მითები იმის შესახებ, თითქოს ქვეყანაში C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატებს მოსახლეობაზე ცდიან.

„ნარკოტიკების მომხმარებელთა და პაციენტთა თემი იყო პირველი, ვინც С ჰეპატიტის პრობლემაზე ხმამაღლა ალაპარაკდა, შეძლო ამ საკითხის აქტუალიზაცია. ჩვენთვის ამოსავალი წერტილია ადამიანი, მისი თავისუფლება და სიცოცხლე.

ელიმინაციის პროგრამის მოქმედების მიუხედავად, ჯერჯერობით ნახევარზე ნაკლები ინფიცირებული ადამიანია გამოვლენილი. დრო კი ცოტა გვაქვს და საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს,“ – აღნიშნავს კოკა ლაბარტყავა.

საქართველოში სკრი­ნინ­გუ­ლი კვლე­ვა ჩა­უ­ტარ­და 1,5 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს (შესრულდა სამიზნე მაჩვენებლის მხოლოდ 54%-ი). პროგ­რა­მა­ში ჩაერთო 59 ათასამდე, და­ას­რუ­ლა მკურ­ნა­ლო­ბა 54 ათასამდე ადამიანმა (შესრულდა სა­მიზ­ნე მაჩ­ვე­ნებ­ლის მხოლოდ 44%-ი).

67725387_348240486092162_8501238187283185664_n

ჩემმა ტესტმა აჩვენა, რომ ვირუსის მტარებლი არ ვარ

„ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა და­ახ­ლო­ე­ბით 70%-ს სიმპტო­მე­ბი არ უვ­ლინ­დე­ბა. ამიტომ მობილურ ამბულატორიებში მოსახლეობას სწრაფ ტესტირებას ვთავაზობთ. ხუთ წუთში პასუხი მზად გვაქვს და თუ ვირუსი აღმოვაჩინეთ, შემდგომში პაციენტს კონფირმაციის ტესტი უკეთდება, ენიშნება დამატებითი კვლევები, ხდება მისი მკურნალობაში ჩართვა, სამთვიანი ან უფრო დიდხნიანი სამკურნალო კურსის დანიშვნა. მკურნალობის პერიოდში მას პერმანენტულად უტარდება რაოდენობრივი ანალიზი, მოწმდება მისი მდგომარეობა.

ელიმინაციის პროგრამას დადებითი შედეგები აქვს – ბევრი ადამიანი უკვე განიკურნა. მოსახლეობას ტესტირებას სახელმწიფო იუსტიციის სახლებშიც სთავაზობს და ეს ძალიან კარგია. ქუჩაშიც ბევრი იკეთებს ტესტს, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, მსურველთა რაოდენობა შემცირდა.

დღეს 50 ადამიანს ჩავუტარეთ ტესტირება და ხუთი ინფიცირებული აღმოჩნდა,“ – ამბობს რუსთაველის გამზირზე მომუშავე ნებაყოფილობითი კონსულტირებისა და ტესტირების სპეციალისტი ნინო გოგიაშვილი.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა პაციენტი საქართველოში უფასოდ იღებს ახალი თაობის მედიკამენტ „სოფოსბუვირსა“ და „ჰარვონს“, ასევე, დამხმარე მედიკამენტებს. მკურნალობის შემთხვევაში, გან­კურ­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 98.2%-ია.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s