ნალოქსონი – უფასოდ

Posted: აგვისტო 12, 2019 in Uncategorized

612664395a40232133447d33247d383631333730313030

ნიუმარკეტი (Newmarket) – ქალაქი კანადაში. მოსახლეობა – 85 ათასი ადამიანი. ამ ქალაქში ცნობილი კინომსახიობები ჯიმ ქერი და ჯონ კენდი დაიბადნენ. ნიუმარკეტი წარუშლელი შთაბეჭდილებას ტოვებს თავისი ნარკოპოლიტიკით.

მაგალითად, აფთიაქში აუცილებლად ნახავთ პლაკატს: „აქ შეგიძლიათ მიიღოთ ნალოქსონის ნაკრები. გაიყოლეთ სახლში. ის სხვის სიცოცხლეს გადაარჩენს“.

ნალოქსონი ოპიოიდების ზედოზირების დროს გამოიყენება. აფთიაქში მას უფასოდ გასცემენ. ნაკრებში შედის ორი ფლაკონი ინტრანაზალური სპრეითა და მოხმარების ინსტრუქციით. ფარმაცევტი განგიმარტავთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი. (შეგახსენებთ, რომ საქართველოში ნალოქსონი მხოლოდ რეცეპტით გაიცემა).

ინსტრუქციაში აღნიშნულია როგორია ნარკოტიკებით ზედოზირების ნიშნები და სიმპტომები, როგორ უნდა გამოიყენო ნალოქსონი სწორად, რა რისკ ფაქტორები არსებობს. ეს ყველაფერი მარტივი, არაგანსჯადი ენითაა მითითებული.

„როგორ ავიცილოთ ოპიატების დოზის გადაჭარბება:

ნარკოტიკების შერევა საშიშია.

იცოდეთ რა ნარკოტიკებს იყენებთ.

ფრთხილად იყავით ნარკოტიკების მიმართ ტოლერანტობის ცვლილებებთან დაკავშირებით.

მარტომ არ მოიხმაროთ.

იყავით ფრთხილად ერთი ნარკოტიკიდან მეორეზე გადასვლის დროს“.

და საკონტროლო გასროლა: „იმ პირს, რომელმაც ზედოზირება განიცადა ან ვინც ზედოზირებულ პირს ეხმარება, კანონით არ ეკისრება ნარკოტიკების შენახვასთან დაკავშირებული სამართლებლივი პასუხისმგებლობა“.

ამდენად, ნარკომომხმარებელს არ ეშინია პოლიციის დევნის და არც „სასწრაფოს“ გამოძახების სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.

ნიუმარკეტში მოქმედებს სარეაბილიტაციო ცენტრი ალკოჰოლ/ნარკოდამოკიდებული მამაკაცებისთვის. ცენტრის მხარდაჭერა ყველას შეუძლია. სპეციალური კონტეინერები ფასდაკლებულ ნივთთა მაღაზიებთან არის განთავსებული, სადაც მოსახლეობა სხვადასხვა ნივთს ათავსებს. მაღაზია მათ ჰყიდის და თანხას სარეაბილიტაციო ცენტრს ურიცხავს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s