31 აგვიტოს ზედოზირების შესახებ ინფორმირების საერთაშორისო დღეა   

Posted: აგვისტო 30, 2019 in Uncategorized

ირმა კახურაშვილი                 

narcan

31 აგვისტოს საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის საქართველოც, მნიშვნელოვან თარიღს – ზედოზირების შესახებ ინფორმირების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მისი მიზანი ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაა.

წელსაც სხვადასხვა ქვეყნის აქტივისტები, სათემო ორგანიზაციები და ხელისუფლება პატივს მიაგებს ზედოზირებით გარდაცვლილებს, ასევე, მოიგონებს მათ, ვისაც დროული რეაგირებით სიცოცხლე შეუნარჩუნდა. 

წლევანდელი 31 აგვისტოს სლოგანია „დროა გახსოვდეს, მოქმედების დროა!“ რაც იმას ნიშნავს, რომ ზედოზირებით გარდაცვლილთა ხსოვნის გარდა, საჭიროა მოქმედება სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად.  

მსოფლიოში ზედოზირების შემთხვევები მატულობს, იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობა.

დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა მძიმედ ავნოს ადამიანის ჯანმრთელობას მთელი ცხოვრების განმავლობაში.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ზედოზირებით დაღუპულთა უმეტესობა გადარჩებოდა მათ გვერდით რომ ყოფილიყო ის, ვინც დროულად დაეხმარებოდა, ამოიცნობდა დოზის გადაჭარბებას, ეცოდინებოდა რა გზითაა შესაძლებელი ფატალური შედეგის აღმოფხვრა, თან იქონიებდა პრეპარატ ნალოქსონს (ნარკანს).

მაგალითად, ნარკოტიკების მომხმარებელთა ევრაზიის ქსელის მიერ გავრცელებულ წლევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მოიაზრებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნარკოტიკების შენახვა-მოხმარებისთვის. ნარკოტიკების კრიმინალიზაცია აიძულებს მომხმარებელ ადამიანებს იარსებონ ანტისანიტარიულ და მარგინალურ მდგომარეობებში, რაც ზრდის აივ და სხვა დაავადებების გავრცელების რისკს, ასევე, ზედოზირებით გამოწვეული ლეტალურ შედეგებს. კრიმინალიზაცია აფერხებს ადამიანებს მიმართონ სამედიცინო დახმარებას მათი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ახლობლების დასახმარებლად.

„ცხადია, ამგვარი პოლიტიკა ვერ ზემოქმედებს ზედოზირებისა და სიკვდილიანობის თავიდან აცილებაზე. ეს მხოლოდ ზრდის ზედოზირებით გამოწვეულ ნაადრევი სიკვდილიანობის რისკს და იწვევს მწვავე შედეგებს. მთელ მსოფლიოში პრობლემა კიდევ უფრო რთულდება ახალი სინთეზური პრეპარატების – ფენტანილისა და კარფენტანილის წარმოშობის გამო, რომლებიც ბევრად უფრო ძლიერმოქმედია, ვიდრე ჰეროინი.

დღეს, ESLUN-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ნალოქსონის ხელმისაწვდომობა. ეს არის პრეპარატი, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ოპიატების დოზის გადაჭარბება. ხშირად ნალოქსონი ხელმისაწვდომია მხოლოდ რეცეპტით, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვერ მოიხმარ დროულად, მაშინ, როდესაც წუთები დათვლილია,“ – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში ინექციური მომხმარებელთა რაოდენობამ 50 ათასზე მეტია. ზედოზირების რისკის ქვეშ კი შესაძლოა ნებისმიერი, მათ შორის ე.წ. „საკუთარი დოზის“ მცოდნე, აკურატული  მომხმარებელიც აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, რომ ნალოქსონი ავლენს ძლიერ მსგავსებას ოპიოიდურ რეცეპტორებთან, გამოდევნის ნარკოტიკულ საშუალებებს და ამავდროულად ახდენს ამ ნივთიერებათა ჭარბი დოზის სიმპტომების ლიკვიდირებას. ის ააქტიურებს ტვინის რეცეპტორებს და იწვევს ტვინის სტიმულაციას.

ნალოქსონი თრგუნავს მორფინის, ჰეროინის, კოდეინის, დიჰიდროკოდეინის, პეტიდინის, მეთადონის, პენტაზოცინის, ფენტანილის, აპომორფინისა და კლონიდინის მოქმედებას. ვენაში შეყვანისას დადებითი ეფექტი მიიღწევა 30-120 წამში, მისი მოქმედება კი 20-45 წუთის განმავლობაში, ანუ „სასწრაფოს“ მოსვლამდე შენარჩუნდება. ადამიანს ჩნდება გადარჩენის შანსი. კუნთში ან კანქვეშ შეყვანისას მოქმედება იწყება 2-3 წუთში და გრძელდება 150-180 წუთის განმავლობაში.

ნალოქსონის ხელმისაწვდომობის პრობლემა საქართველოშიც არსებობს. ის რეცეპტით, აფთიაქებში გაიცემა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ნალოქსონისა და სხვა პროფილაქტიკური პროგრამები არ მოითხოვენ სახელმწიფოსგან დიდ ხარჯებს.

საქართველოში 2014 წლიდან სამედიცინო დახმარებას პოლიციისთვის ზედოზირების შესახებ შეტყობინების ვალდებულება აღარ გააჩნია, მაგრამ რადგან ყველა შემოსული გამოძახება თავს ჯერ „112“-ში იყრის, პოლიციას მაინც მიუწვდება ხელი ზედოზირების შემთხვევების ინფორმაციაზე, რაც ბარიერს უქმნის და აეჭვებს ადამიანს გამოიძახოს თუ არა „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადა.

მსოფლიოს მრავალი ქვეყანა დაადგა სადამსჯელო ნარკოპოლიტიკაში რეფორმირების გზას, მათ შორის ზედოზირების პრევენციის პროგრამების შემუშავებას და ნალოქსონის ხელმისაწვდომობის გაზრდას ნარკომომხმარებელთა შორის. ამიტომ რიგი ქვეყნები იღებენ ნალოქსონს რეცეპტების სიიდან. ასევე, არსებობს პრეპარატი ცხვირის სპრეის სახით, რაც აადვილებს მის მოხმარებას მომხმარებლებისთვის და სოცმუშაკებისთვის.

ამ კუთხით მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საზოგადოების ყურადღების მისაქცევად, 31 აგვისტოს საქართველოს აქტივისტები და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გამართავენ კამპანიებს (ზედოზირებით გარდაცვლილთა სახელზე ხეების დარგვის ტრადიცია სხვადასხვა რეგიონებსა და დედაქალაქში).

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s