ჩანაცვლებითი თერაპიის ნისლიანი ხილვადობა

ირმა კახურაშვილი

dejstvie-metadona-696x463

სხვადასხვა, განსაკუთრებით კი საერთაშორისო მნიშვნელობის შეხვედრებზე, ჯანდაცვის მესვეურნი ხშირად ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის არსებობა საქართველოში ნარკომომხმარებელთა მიმართ სახელმწიფოს ლიბერალურ განწყობაზე მიუთითებს და შესაძლოა, ნაწილობრივ ასეცაა. ბოლო წლების განმავლობაში პროგრამა მართლაც დაიხვეწა, მაგრამ უხარვეზოდ არ დარჩა. ხარვეზების გამოსწორებაზე ექსპერტები უკვე წლებია საუბრობენ, თუმცა ამ მიმართულებით თვალსაჩინო ცვლილებები არ ხორციელდება.

დღეს იმაზე ვილაპარაკებთ, რაზეც ვიწრო წრეებში ხშირად ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ ხმა ყოველთვის ვერ აღწევს ადრესატამდე.

ამ ვრცელი ბლოგსტატიის მიზანიც ხმის კიდევ ერთხელ ამაღლებაა.      

  Continue reading

„ქალთა კლუბი“ ქალ მომხმარებლებს აერთიანებს  

ირმა კახურაშვილი

ნანას ნარკოტიკების მოხმარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ნარკომოხმარების გამო სამწლიანი პატიმრობაც მოიხადა. ის პროექტ „აღმოვფხრათ ხარვეზების“ ფარგლებში დაარსებული „ქალთა კლუბის“ წევრია. კლუბმა ათობით ნანასნაირი ქალი გააერთიანა, იქცა თავისუფალ სადისკუსიო და გამოცდილების გაზიარების სივრცედ, სადაც ქალებს საკუთარი შემოქმედებითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა საუკეთესო მხრიდან და საზოგადოების სასარგებლოდ შეუძლიათ.  

71932569_2381559755297170_8659263975566868480_n

Continue reading

„დიახ, ხელმარჯვე და ინტერესიანი ვარ“

ირმა კახურაშვილი

51415455_1161860003976664_8988882962980274176_n

დალი ს. ნარკოტიკების მომხმარებელია. ჩვენ ხშირად არ გვჯერა ასეთი ქალების, ვამბობთ, რომ მათ ვერ ვენდობით, შვილებს კარგად ვერ გაზრდიან და ოჯახს „არ გამოადგებიან“, საზოგადოებისთვის მხოლოდ ბალასტი იქნებიან. ხშირ შემთხვევაში და, საბედნიეროდ კი, რეალობა სულ სხვაა. ნარკოტიკების მომხმარებელი ქალები ჩვეულებრივი ადამიანები არიან – მართალია თავიანთი სპეციფიკური პრობლემებით, მაგრამ ისეთივე ადამიანური ტკივილებითა და განცდებით, როგორც დანარჩენი. მათ სურთ იყვნენ ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, დამცირებისა და იმ ნეგატიური განცდების გარეშე, რასაც საზოგადოებისგან იზოლაციას მოაქვს. 

„მანაგუა და მარიახუანა არ მომწონს, არ ვეკარები. ჩემ ცხოვრებაში ისე მოხდა, რომ მხოლოდ ვენურ ნარკოტიკებს მოვიხმარ. მოხმარების გამო პატიმარიც ვიყავი. 2008-ში გამათავისუფლეს. მაშინ უკვე მოხმარების 15-წლიანი „სტაჟი“ მქონდა.

Continue reading