„ქალთა კლუბი“ ქალ მომხმარებლებს აერთიანებს  

Posted: ოქტომბერი 13, 2019 in Uncategorized

ირმა კახურაშვილი

ნანას ნარკოტიკების მოხმარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ნარკომოხმარების გამო სამწლიანი პატიმრობაც მოიხადა. ის პროექტ „აღმოვფხრათ ხარვეზების“ ფარგლებში დაარსებული „ქალთა კლუბის“ წევრია. კლუბმა ათობით ნანასნაირი ქალი გააერთიანა, იქცა თავისუფალ სადისკუსიო და გამოცდილების გაზიარების სივრცედ, სადაც ქალებს საკუთარი შემოქმედებითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა საუკეთესო მხრიდან და საზოგადოების სასარგებლოდ შეუძლიათ.  

71932569_2381559755297170_8659263975566868480_n

როგორ აღმოჩნდითქალთა კლუბშიდა რა იდეას ემსახურება კლუბის კონცეფცია?

-ჯერ ცენტრ „თანადგომის“ სოციალურ ბიუროში მოვხვდი, სადაც ქალებისთვის განკუთვნილი სპეციფიკური სერვისი – გინეკოლოგიური და მამოლოგიური გამოკვლების ჩატარება შემომთავაზეს. უარი არ მითქვამს, რადგან ქართულ რეალობაში ქალ მომხმარებელს მსგავსი მომსახურების მიღება ურთულდებათ. მათ თვითსტიგმატიზაციაც აქვთ და ეს კიდევ უფრო აბრკოლებს სერვისების მიღებაში.

ამის შემდეგ ცენტრის სოციალური საწარმოს საქმიანობაში ჩავერთე, გატაცებით ვიმუშავე თიხაზე. ასევე, სხვა ქალ მომხმარებლებთან ერთად ვესტუმრე ამავე პროექტის ფარგლებში დაარსებულ გრემის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს. სწორედ იმ პერიოდში გავიგე „ქალთა კლუბის“ შესახებ და მისი წევრი გავხდი.

კლუბის დაარსების მთავარი იდეა ქალების სერვისებში უფრო აქტიურ ჩართვას, მათი მოცვადობის ზრდას ემსახურება. საქმე ისაა, რომ ბევრ ქალ მომხმარებელს არ უნდა საზოგადოებაში გამოჩენა, ძლიერი სტიგმის შიშით ის იატაკქვეშეთში რჩება. ჩვენს ქვეყანაში მომხმარებელი ქალი ბენეფიციარების მოძიება პრობლემატურია. მათ მოსაზიდად არც სასაჩუქრე ჰიგიენური კალათების დარიგება კმარა.

კლუბის იდეის ავტორი ფსიქოლოგი ლელა კურდღელაშვილია, რომლისთვისაც სერვისის მიმღებ ქალ მომხმარებლებს თავად გამოუთქვამთ სურვილი, რომ ჰქონოდათ კეთილმოწყობილი ადგილი, სადაც თვეში რამდენჯერმე შეიკრიბებოდნენ, ისაუბრებდნენ  პრობლემებზე, გააზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას, სალონურ სიტუციაში თავს კომფორტულად იგრძნობდნენ. კომფორტის შექმნა მნიშვნელოვანია, შეხვედრების ოთახში პოზიტიური აურა უნდა ტრიალებდეს.

თქვენკლუბისაქტივისტი ხართ.  შეგიძლიათ სხვა ქალებიც დაინტერესოთ კლუბის საქმიანობით?

-სწორედ ამ გზით ფართოვდება ჩვენი რიგები. ამ ეტაპზე სულ ორი აქტივისტი ვართ. კლუბი კი კუნძულია, რომლის არაფაორმალურ გარემოში ქალ მომხმარებელს შეუძლია წარმოაჩინოს საკუთარი შემოქმედებითი უნარები. ზოგი წერს, ზოგი – ხატავს, ძერწავს, ქსოვს, თან თავის პრობლემებზე საუბრობს – ჯანმრთელობაზე, იურიდიულ საკითხებზე უფლებრივ ჭრილში და სხვ. ხდება ამ თემების განზოგადება დისკუსიის ფონზე.

კლუბს სხვადასხვა ქალები სტუმრობენ. განსაკუთრებული პოპულარობით კლუბში თემატური ფილმების ჩვენება და მათი გარჩევა სარგებლობს. ხან პროექტორით ვნახულობთ, ხან – კომპიუტერის ეკრანზე.

პირადად, ძალიან მეხერხება ქსოვა. ციხეში ბისერით მუშაობა ვისწავლე. შემიძლია ხელსაქმე სხვასაც ვასწავლო. სულ ახლახან საგალანტერეო მასალაც შევიძინეთ.

ხომ არ იგეგმება ამ მიმართულებით ცენტრთანადგომაშიუკვე არსებული პოლიგრაფიული და კერამიკული სოციალური საწარმოების  ბაზის გააქტიურება?

-სწორედ ახლახან გაგვიჩნდა იდეა, რომ გამოვიყენოთ სოციალური საწარმოების რესურსი და ვისწავლოთ ისეთი ხარისხიანი პროდუქტის შექმნა, რომელიც გაიყიდება. ეს კლუბსაც გამოადგება და შემოსავალიც გვექნება.

მაგალითად, მოვიფიქრეთ შეგვექმნა ლგბტ თემისთვის განკუთვნილი პროდუქცია – თემატური აქსესუარები, რომელზეც მათ საქართველოში წვდომა არ აქვთ (ძირითადად უცხოეთიდან იწერენ). უკვე ვიპოვეთ თემის მიმართ კეთილგანწყობილი ახალგაზრდა პროფესიონალი ფოტოგრაფი და ხელოსანი, ვინც ამ იდეის რეალიზაციაში  დაგვეხმარება. თუ პროდუქცია კარგად გაიყიდება, ამისათვის ინსტაგრამის პლატფორმას გამოვიყენებთ, კლუბი გაძლიერდება. ამჟამად სატესტო რეჟიმში ვართ.

„ქალთა კლუბს“ ქალთა კრეატივისა და მაღალი პასუხისნმგებლობის იმედი აქვს. ლელა კოტორაშვილი ამბობს ხოლმე, რომ „ქალთა კლუბი“ ქალებში ბევრ კარგ უნარს წარმოაჩენს, მათ შორის პასუხისმგებლობას, რომელიც ცხოვრების სხვა რიტმის გამო ბევრ მომხმარებელს დასუსტებული აქვს.

თუმცა, ჯერ კერამიკის, პრინტინგის, ხელნაკეთი აქსესუარების ნამუშევრების პორტფოლიო უნდა გაკეთდეს. ესაა ჩვენი საზრუნავი, რომელსაც ერთმანეთის თანადგომით ქალები თავს გავართმევთ!

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s