მსოფლიოში პირველ ოპიოიდურ აპარატს კანადაში დაამონტაჟებენ

Posted: თებერვალი 5, 2020 in Uncategorized

განვითარებული ქვეყნები ზიანის შემცირების სფეროში ჩვენთვის უმაღლესი პილოტაჟის მაგალითს იძლევიან – მალე კანადაში დაამონტაჟებენ ბიომეტრიულ აპარატებს, სადაც რეგისტრირებულ ოპიოიდების მომხმარებლებს ხელისგულების ვენების სკანირების შედეგად ჰიდრომორფინის უსაფრთხო დოზის მიღება შეეძლებათ.

ზიანის შემცირების ახალ გზებზე ფიქრი კანადაში 2016 წელს, ოპიოიდური კრიზისის – ფენტანილისა და კარფენტანილის, მძლავრი ოპიოიდ ანალგეტიკების შავ ბაზარზე გაჩენის შემდეგ დაიწყეს. ქვეყანაში საგრძნობლად იმატეს ფატალური ზედოზირებების შემთხვევებმა. ყველაზე მეტად პრობლემამ თავი იჩინა ბრიტანეთის კოლუმბიაში – 2016 წლის შემდეგ, ოპიოიდებით მოწამვლის შედეგად, აქ 5 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ნარკომომხმარებლებთან მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიან სტრატეგიად ზიანის შემცირება რჩება – გატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა ჯანდაცვის, სოციალური პოლიტიკისა და უფლებების სფეროში. ზიანის შემცირების მიზანია ფსიქოაქტიური ნივთიერებების (PAS) გამოყენების უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე დაყვანა როგორც საზოგადოებისთვის, ისე ნარკომომხმარებლებისთვის. შეგახსენებთ, რომ ზიანის შემცირების ღონისძიებები მოიცავს:

– ნემსებისა და შპრიცების გაცვლით პროგრამებს (NSP).

– ჩანაცვლებით თერაპიას (OST) და სხვა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული დამოკიდებულ პირთა მკურნალობას.

– ნარკოტიკების მომხმარებელთა კონსულტაციას და ტესტირებას აივ ინფექციაზე.

– ანტირეტროვირუსულ თერაპიას აივ ინფექციის სამკურნალოდ.

– სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგ), აგრეთვე ტუბერკულოზისა და ვირუსული ჰეპატიტების პრევენციას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

– კონდომების გავრცელების პროგრამებს ინექციური მომხმარებლებისთვის და მათი სქესობრივი პარტნიორებისთვის.

– ინფორმაციის მიწოდებას ნარკოტიკების უსაფრთხო გამოყენების შესახებ.

ზოგიერთ ქვეყანაში ზიანის შემცირების პრაქტიკა ასევე მოიცავს: ნარკოტიკების უსაფრთხო მოხმარების ოთახების (საინექციო ოთახების) ორგანიზებას, მომხმარებელთა უზრუნველყოფას საცხოვრისითა და სამუშაოთი, ნარკოტიკების ტესტირებას (გარკვევას, ხომ არ არის მათში სიცოცხლისთვის საშიში მინარევები), დოზის გადაჭარბების პროფილაქტიკასა და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას.

ვანკუვერში ახლაც აგრძელებენ ოპიოიდურ კრიზისზე რეაგირებას. სწორედ ამას მოემსახურება ჰიდრომორფონისთვის უსაფრთხო დოზების გამცემი სისტემის ამოქმედება. ამ სერვისით სარგებლობას მხოლოდ ქალაქის ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში რეგისტრირებული ნარკომომხმარებლები შეძლებენ.

აპარატი ქუჩაში იდგება და დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმუშავებს. შესაძლოა ის 24-საათიან სამუშაო რეჟიმზეც გადაიყვანონ. წამლის დოზის მისაღებად ნარკომომხმარებელმა აპარატში ხელისგული უნდა დაასკანეროს, რის მერეც ტაბლეტებს მიიღებს. ერთი ტაბლეტი აქტიური ინგრედიენტის 8 მილიგრამს შეიცავს. ფოკუს ჯგუფებმა აჩვენეს, რომ თითოეულ ნარკომომხმარებელს დღეში 10-16 ტაბლეტი სჭირდება.

ამ პროექტის ხელმძღვანელი ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის, მოსახლეობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის პროფესორი მარკ ტინდალია. ამჟამად აპარატით რვა ადამიანი სარგებლობს. პროფესორის თქმით, მან საცდელ პროგრამაში ჩართო ის ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად ემუქრებოდათ ფენტანილის დოზის გადაჭარბება. ტინდალს მიჩნია, რომ ადამიანებს უსაფრთხო წამლის რეგულირებული მიწოდებით უზრუნველყოფა აღკვეთს ზედოზირებას და სიცოცხლეს შეუნარჩებს მათ.

„ყველაფერი მარტივიდაა, – ამბობს პროფესორი. – სასწორის ერთ მხარეზეა ლეტალური ფენტანილი, მეორე მხარეზე – ფარმაცევტული პრეპარატის ნაცნობი დოზა. ადამიანი, ვინც წინასწარ გათვლილ დოზას იღებს, ზედოზირებით არ კვდება“.

ჯანდაცვის სამინისტრო კი ასეთ განცხადებას ავრცელებს:

„ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ კვლევის შედეგებს. პაციენტებისა და საზოგადოების უსაფრთხოება და კეთილდღეობა გადამწყვეტია ჩვენს მუშაობაში მავნე მინარევების მქონე ნარკოტიკების გავრცელების კუთხით. სამინისტრო თავადაც აწარმოებს სამუშაოს ტოქსიკური ქუჩის პრეპარატების ალტერნატივის შესაქმნელად. ეს არის კრიზისზე ინტეგრირებული რეაგირების მხოლოდ ერთი ნაწილი, მათ შორისაა პრევენცია, ზიანის შემცირება, მკურნალობა და გამოჯანმრთელება“.

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s