ნარკოდამოკიდებული მსჯავრდებულების რეაბილიტაციაზე ზრუნვა აუცილებელია  

ირმა კახურაშვილი

87021293_123937649023511_7776686339843424256_n

 

 

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის  (ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფი) ერთობლივი თანამშრომლობით, 18 თებერვალს, თბილისში, ნარკოდამოკიდებული მსჯავრდებულების რეაბილიტაციის თემაზე ორდღიანი კონფერენცია გაიმართა. სხვადასხვა სახელმწოფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საპატიმროებში არსებული რეაბილიტაციის გამოცდილება გააზიარეს როგორც პოსტასაბჭოთა, ისე ევროპის ქვეყნების მასშტაბით, ისაუბრეს გამოწვევებზე, მოქმედი პროგრამების განსხვავებულ ეფექტიანობასა და სოციალიზაციის შედეგებზე.

კონფერენციის გახსნისას აღინიშნა, რომ საქართველოს პენიტენციური სისტემა უმჯობესდება, მაგრამ შედარებით ნელი ტემპით.

საქართველოს ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ არ მოეპოვებათ ზუსტი სტატისტიკა იმისა, თუ რამდენი წამალდამოკიდებული პატიმარი გვყავს. სავარაუდოდ, ისინი პატიმართა დაახლოებით ერთ მეოთხედს შეადგენენ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მათი პრობლემების აქტუალიზაცია, ღია დებატები და დისკუსია, მსჯელობა სტიგმატიზაციაზე, ბაზისური ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობასა და  სოციალიზიაციაზე.

86732277_605804986929544_2821721744568483840_n

კონფერენციაზე საკუთარი ისტორია გამოჯანმრთელების შესახებ ყოფილმა ნაკომომხმარებელმა მსჯავრდებულებმა ნიდერლანდებიდან – სტივ მარტინ ლოპეზმა და სტეფან ტიელმა გააზიარეს. მათი თქმით, პრობლემები ნიდერლანდების საპატიმროებშიც არსებობს (მაგალითად, პატიმართა 72% კვლავ ციხეში ბრუნდება რეციდივის გამო) მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კარგად აწყობილი რეაბილიტაციის სისტემაა.

ორივე ახალგაზრდამ, სწორი და დროული რეაბილიტაციის შედეგად, მოახერხა შეეცვალა თავისი ცხოვრება და საკუთარი ბიზნესი დაეწყო. ისინი საპატიმროს ტერიტორიაზე მუშაობენ, აქვთ საცხობი და ყავის ბიზნესი, ასაქმებენ სხვა მსჯავრდებულებს.

„ჩვენ მათ ვასწავლით მუშაობას და როდესაც გარეთ გამოდიან, იმდენი საქმე აქვთ, რომ რეინტეგრაცია გარანტირებულია,“ – განაცხადეს ყოფილმა მსჯავრდებულებმა. უახლოეს მომავალში ისინი ციხის ტერიტორიაზე საკუთარი ბიზნესის გაფართოვებას ახალი პროექტის ჩაშვებით გეგმავენ.

საინტერესო პლენარული სესიით გამოირჩეოდა პომპიდუს ჯგუფის წარმომადგენელი რობერტ ტელზროუ, რომელმაც ზრუნვის გზით რეციდივის თავიდან აცილების ესპანურ პრაქტიკაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ესპანეთის საპატიმროების ერთ-ერთი გამოწვევა ადამიანური რესურსის დეფიციტია – 100 პატიმარზე მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი მოდის.

მან ასევე ისაუბრა დღის ცენტრების მნიშნელობაზე ყოფილი პატიმრებისთვის და დაწესებულებების შიგნით მოქმედ თერაპიულ მოდულებზე, პროგრამა UTE-ზე, რომელიც ამჟამად 24 პენიტენციურ ცენტრში მოქმედებს.

„სევილიის ციხის მაგალითზე გეტყვით, რომ ჩვენთანაც არის კრიმინალური კულტურა, რომელიც ხელს უშლის რეაბილიტაციას, მაგრამ ამის გადალახვას ვცდილობთ,“ – განაცხადა ექსპერტმა და დააზუსტა, რომ საპატიმროში ახლადმოხვედრილი ადამიანი კვირაში ორჯერ გადის თერაპიას.

საპატიმროში არის სკოლა, სადაც გაკვეთილებს კვალიფიციური მასწავლებლები ატარებენ, რადგან ციხიდან გასულ ადამიანს უნდა ჰქონდეს მინიმალური ცოდნა, განათლება. ნარკოდამოკიდებულ პატიმრებს კერძო და საჯარო უწყებები ხშირად უტარებენ ალკოჰოლის თერაპიას, გააზრების თერაპიას და სხვ.

ასევე, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სამედიცინო მომსახურებას. ნარკოდამოკიდებული პატიმრების უმეტესობას აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები და ისინი დახმარებას საჭიროებენ. სევილიის ციხეში ამჯამად მუშაობს ორი სახელოსნო, არის ბიბლიოთეკა, იოგის წრე, ხშირია კულტურული და სპორტული აქტივობები.

რეაბილიტაციის პროგრამების ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ოჯახებთან, რომლის წევრებსაც ასწავლიან როგორ უნდა მოექცნენ თავისუფლებაზე გამოსულ ადამიანს, როგორ უნდა დაეხმარონ რეაბილიტაციაში.

86766464_1030879690622661_1223913027632365568_n

საპატიმროშივე თავისუფლებისთვის მომზადება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა – შეხვედრები სხვადასხვა სპეციალისტებთან, საუბრები ადაპტაციაზე. საპატიმროდან სხვა რეალობაში გასული ადამიანი მზად უნდა იყოს ურთიერთობისთვის საზოგადოების სხვადასხვა წევრებთან, მეგობრებთან, დამსაქმებლებთან. ამასვე არეგულირებს პენიტენციური წესდების 182-ე მუხლი – რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, რა სერვისები, მკურნალობა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა უნდა შესთავაზოს სახელმწიფომ ყოფილ ნარკომსჯავრდებულს. ყურადღება მახვილდება რეაბილიტაციის უწყვეტობის იდეაზე.

კონფერენციის მსვლელობისას მოეწყო მოკლემეტრაჟული ფილმის ჩვენება – როგორ მუშაობენ საპატიმროებში თერაპიული და საგანმანათლებლო სამსახურები. ციხის შემდეგ ადამიანი ქუჩაში რომ არ აღმოჩნდეს, ამ პროგრამებში აქცენტი პრევენციულ საკითხებზე კეთდება.

ციხეში მომუშავე ადამიანური რესურსის დეფიციტი მოლდოვასაც აქვს. ამჟამად აქ 450 ვაკანსიაა გამოცხადებული, თუმცა, ქვეყანაში ყველაფერი არც ისე ცუდათ არის, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს – მოლდოვას 15 საპატიმროში წარმატებით ხორციელდება ნემსების გაცვლის პროგრამა. მოლდოვა იყო პირველი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, სადაც 2015 წელს მეთადონით ჩანაცვლებითი პროგრამა ამოქმედდა.

მოლდოვას საპატიმროებში ფუნქციონირებენ თერაპიული ცენტრები, სადაც რეაბილიტაციის პროგრამები პომპიდუს ჯგუფის დახმარებით ხორციელდება. პირველი ასეთი ცენტრი მოლდოვში 2018 წელს გაიხსნა. დღეისათვის მსჯავრდებულები უკვე 10 მსგავს ცენტრში იღებენ დახმარებას.

კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოლდოვის #9 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ცენტრ „კათარზისის“ მსჯავრდებულებთან ონლაინ ჩართვა ჰქონოდათ და მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები მიეღოთ.

კონფერენციის პირველი სამუშაო დღის ფარგლებში, ყველაზე შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა პოლონელ ევა ოსიატინსკას, 40-წლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის რეგიონული პროგრამის სტეფან ბატორის ფონდის დირექტორს, რომელმაც ვრცლად ისაუბრა გათავისუფლებისთვის მომზადებაზე, ციხეში არსებული რესოციალიზაციის პროგრამების ეფექტიანობაზე. მან აღნიშნა, რომ პროგრამების ეფექტიანობაში ნარკოდამოკიდებულ პირთათვის უპირატესია ჯგუფური მუშაობა – ჯგუფი ქმნის იმ პირობებს და შესაძლებლობებს, რომელიც სამომავლოდ დანაშაულის გრძნობას მინიმუმდე დაიყვანს.

86757104_1563952780395357_6580762772265500672_n

მისი თქმით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეაბილიტაციის ხანგრძლივობის პერიოდს, რაც უფრო ხანგრძლივია რეაბილიტაციის პროცესი, მით უფრო მდგრადია წარმატება:

„3-4 თვიანი რეაბილიტაცია ძალიან მოკლეა სიცოცხლის ხანგრძლივობასთან შედარებით. მას მერე, რაც ადამიანი დაასრულებს მკურნალობას, აუცილებელია მისი მომზადება, რომ მან გააგრძელოს გამოჯანსაღება არა თერაპიულ დაწესებულებაში, არამედ დამოუკიდებლად. ამისათვის მხარდაჭერის სოციალური სისტემაა აუცილებელი. პაციენტი უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის საჭიროა ფხიზელი ცხოვრების გაგრძელება. ციხეში პროგრამის დასრულება არის მხოლოდ პროცესის ნაწილი. ადიქცია არის კომპლექსური პრობლემა, რომელიც მოითხოვს მულტიდისტიპლინურ მიდგომებს მკურნალობის პროცესში“.       

კონფერენცია ხვალაც გაგრძელდება. ერთ-ერთი პლენარული სესია მიეძღვნება თემას „ღია ციხეები: სამოქალაქო საზოგადოების როლი ბენეფიციარებზე ზრუნვის პროცესში“. მას რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრ „თანადგომის“ პროექტის კოორდინატორი, ვაჟა კასრელიშვილი გახსნის. ასევე, სესიაში მონაწილეობას მიიღებს ცენტრის ბენეფიციარი, მანანა ადამაშვილი და გრემში არსებული, ერთადერთი სადღეღამისო ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ინსტრუქტორი ლევან ღვიანიაშვილი.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s