ნარკომსჯავრდებულები და მათი რეაბილიტაციის გამოწვევები    

ირმა კახურაშვილი

თბილისში ჩატარებული კონფერენციის „ნარკოდამოკიდებული მსჯავრდებულების რეაბილიტაცია – რატომ უნდა ვიზრუნოთ მათზე?“ მეორე დღეც არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა. სხვადასხვა ქვეყნების ექსპერტებმა ისაუბრეს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე პრაქტიკული გამოცდილების მიმართულებით.

87047791_795174401003662_4514237904880402432_n

საინტერესო იყო ზიანის შემცირებისა და ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის მკურნალობასთან დაკავშირებული თემები – დაწესებულებაში მოხვედრამდე, იქ ყოფნისა და მისი დატოვების შემდგომი გერმანული მოდელის გაცნობა, რომლის შესახებ ჰაინო შტოვერმა, ფრანკფურტის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის ნარკომანიის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა ისაუბრა. მისი განცხადებით და კვლევებზე დაფუძნებული მტკიცებულებით, საპატიმროდან გამოსული მსაჯავრდებულების სიცოცხლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი 48-72 საათია.

„აუცილებელია სწორედ ამ დროს დავაკვირდეთ მას – ეს გადამწყვეტი საათები მის ცხოვრებაში. მკვლევარები 15 ათას გათავისუფლებულ პატიმარს დააკვირდნენ  და სწორედ ამ პერიოდში შეამჩნიეს მათი მაღალი სიკვდილიანობა (ქალების შემთხვევაში 70%, კაცების – 30%), რადგან ადამიანები ნარკოტიკული ნივთირებების მოხმარებას ციხიდან გამოსვლისთანავე ზედოზირებულად ან შეუსწავლელად იღებდნენ“.

ექსპერტის თქმით, ევროპის პენიტენციალურ სისტემებში ბევრი პრობლემაა, მათ შორის  ნალოქსონის (ნარკანის) საკითხი, რომელიც ევროკავშირის მხოლოდ 8 ქვეყნის ციხეებისათვისაა ხელმისაწვდომი.

ბევრ საპატიმროში ნარკოდამოკიდებულები ვერ იღებენ მათი ჯანმრთელობისთვის შესაფერისს მკურნალობას, ისევე როგორც ციხის გარეთ. ციხეში მოხვედრის შემდეგ, ისინი განსაკუთრებით ზრდიან ინფექციური დაავადებების რისკს.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ აუცილებელია ამ ადამიანებზე პასუხისმგებლობის ტვირთი იუსტიციის სამინისტროდან ჯანდაცვის სამინისტროზე გადავიდეს, რადგან ის ნარკომომხმარებლები, რომლებიც ციხეში ხვდებიან, საზოგადოებიდან მოდიან და შემდგომ კვლავ საზოგადოებაში ბრუნდებიან.

წარმატებული პრაქტიკის მაგალითი მოიყვანა ალლა შუტმა, ფსიქოლოგმა კიევის ეროვნული უნივერსიტეტიდან. მან ისაუბრა ოჯახური კავშირების აღდგენაზე, არასრულწლოვნების კომუნიკაციის უზრუნველყოფის კუთხით, აუდიო-ვიდეო ჩართვების საშუალებებზე.

ოჯახური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე ხაზგასმით ისაუბრა პოლონელმა ექსპერტმა ევა ოსიატინსკამ: „ჩვენ უნდა შევცვალოთ მშობლობის გამოცდილება. ამისათვის საჭიროა მასობრივად განათლების, ახალი სოციალური უნარების, გამოგონებების მიწოდება საზოგადოებისთვის“.

ასევე, საინტერესო იყო თემატური ექსკურსი – ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ციხეში და მის გარეთ. რობერტ ტელზროუმ, პომპიდუს ჯგუფის პოექტის მთავარმა კონსულტანტმა მიმოიხილა სუბსტანციების ხელმისაწვდომობა, მათი დეფინიცია, რისკები, ახალი ნივთიერებების შეუსწავლელობა და უკონტროლობა.

მეთოდონით ჩანაცვლებით მკურნალობაზე საქართველოში პრეზენტაცია ხათუნა თოდაძემ წარმოადგინა.

87031094_1501834769940145_109137756101279744_n  87171886_839709376476146_8756625322184540160_n

ევროპის ტრავმული სტრესის კვლევის საზოგადოების პრეზიდეტ ჯანა ჯავახიშვილის შეჯამებით, აუცილებელია საზოგადოებივი ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ნარკოდამოკიდებულების მქონე მსჯავრდებულებთან დაკავშირებული წინარე სჯის საკითხებზე მუშაობა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევების ამომრჩევლამდე და შესაბამისად, იმ გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მიტანა, რომლებსაც ხელეწიფებად ნარკოპოლიტიკის შეცვლა.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, ყველაზე ემოციური გამოსვლა ნარკომომხმარებელთა სახოგადოების წარმომადგენელს, ცენტრ „თანადგომის“ საკონსულტაციო საბჭოს წევრს, ოთხი შვილის დედას მანანა ადამაშვილს ჰქონდა. მან საზოგადოებას პირველად გაუზიარა საჯაროდ თავისი ისტორია – გზა პატიმრობიდან რეაბილიტაციამდე. მისმა ისტორიამ, რომელიც კარგად ასახავდა არსებული ნარკოპოლიტიკის სრულ უსამართლობას, გულგრილი არავინ დატოვა.

87041358_2514670308776045_6324868234222764032_nფსიქო-სოციალური რეაბილიტაციაზე და რესოციალიზაციაზე, სასჯელის ალტერნატიულ გზებზე ლევან ღვინიაშვილმა, გრემის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სადღეღამისო ცენტრ „თანადგომის“ ინსტრუქტორმა ისაუბრა.

87381032_283235989321000_5558773792353812480_n

სასჯელაღსრულების დაწესებულებსა და მის გარეთ ნარკოდამოკიდებულ პირებთან მუშაობის, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტმა, ვაჟა კასრელიშვილმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა შეკრებილ საზოგადოებას, რომ საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში მუშაობა აუცილებელია არა მხოლოდ არასამთავრობო აქტივობების დონეზე, არამედ სახელმწიფო პროგრამებისა და რესურსების გააქტიურებით. მნიშვნელოვანია პატიმრისთვის ექვსთვიანი ინდივიდუალური გეგმის შედგენა როგორც გათავისუფლებამდე, ისე გათავისუფლების შემდეგომ,  აუცილებელია უწყვეტი და გარდამავალი სერვისების არსებობა, რისთვისაც სახელმწიფო ვალდებულია დიდი ძალისხმევა გაწიოს.

87032697_1335405546667606_4236292605308043264_n

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s