„ერთმანეთს ვუსმენთ და ვსწავლობთ“

ირმა კახურაშვილი

68702228_1452546011554200_200055212960907264_o

ახალგაზრდა ქალების ჯანმრთელობის კლუბი „პაპაია“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდალას“ ბაზაზე საპილოტე პროექტის ფარგლებში, 2019 შეიქმნა. ის ნარკოტიკების მომხმარებელ ქალებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და ცნობიერების ამაღლებას დღესაც ემსახურება. „მანდალას“ ერთ-ერთ დამფუძნებლის, მარიამ უბილავას თქმით, კლუბი აერთიანებს განსხვავებული გამოცდილების ადამიანებს და მათ უფრო მკაფიოდ გამოკვეთონ თავიანთი საჭიროებები, დროულად მიიღონ მათთვის აუცილებელი სერვისები, ინფორმაცია რეპროდუქციული უფლებების შესახებ.

მარიამ, „მანდალასმოხალისეთადესანტსკარგად იცნობენ მუსიკალური ფესტივალებიდან, სადაც ყოველთვის არსებობს ნარკოტიკული ნივთიერებები ინტოსიკაციაზედოზირების და დაუცველი სექსით გამოწვეული პრობლემების რისკი, მაგრამ რატომ გამოიკვეთაპაპაიასშექმნის კონკრეტული საჭიროება?

-„მანდალა“ ახალგაზრდა მომხმარებელთა თემს აერთიანებსა. ამიტომ „მანდალას“ ძირითადი მიზანია ობიექტური ინფორმაციის მიწოდება ახალგაზრდებისთვის მათი ჯანმრთელობის, ნარკოტიკების მოხმარებისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ. ჩვენ გვინდა მივცეთ ინფრმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

სწორედ ფესტივალებზე შევამჩნიეთ ის, რომ საქართველოში ინექციურ მომხმარებელ ქალებთან შედარებით ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელი ახალგაზრდა ქალები უფრო ჩანდნენ. მათაც ჰქონდათ პრობლემები. ერთხელ, თემის ის წარმომადგენლები, ვისაც აქტიური სექსუალური ცხოვრება აქვს, იპოდრომზე შევიკრიბეთ. საუბრის დროს აღმოვაჩინეთ, რომ იდენტური პრობლემები გვაქვს და მივხვდით, რომ ამაზე ხმამაღლა უნდა გველაპარაკა.

ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა მეტი ქალი შევკრებილიყავით და სხვადასხვა გამოცდილება გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის. ჩვენ არ ვართ ფემინიზმით შეპყრობილები. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს და ვსწავლობთ.

მაგალითად, ახალგაზრდა ქალს სულ სჭირდება შეხსენება, რომ მხოლოდ კონდომი ვერ დაიცავს ყველა გასაჭირისგან, რომ ის არაფხიზელ მდგომარეობაში რისკის ქვეშ არის გახდეს  მამაკაცის ძალადობის მსხვერპლი. ჩვენთან ხშირად მოიხმარენ ნარკოტიკების კომბინაციას, რომლის შედეგად გებინდება მეხსიერება და ქალი იოლად ხვდება ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მახეში. მაგრამ თამამად ამაზე არავინ საუბრობს. ქალს უძნელდება აღიაროს, რომ ის მსხვერპლია. კლუბი „პაპაია“ ის მეგობრული სივრცეა, სადაც ახალგაზრდებს ამის გაჟღერებაც შეუძლიათ. ყოველთვიურად ვიკრიბებით. ვუყებთ რაიმე ფილმს, რომლის დახმარებით სხვადასხვა თემებს განვიხილავთ.

როგორ იზიდავთ ახალგაზრდა ქალებს და რა სერვისები სჭირდებათ მათ?

-ბევრი სხვადასხვა სერვისი და ეს ჯერ კიდევ „მანდალას“ პროექტის დროს გამოიკევეთა, მაგრამ ქალებისთვის მეტი ყურადღება რომ დაგვეთმო, ამაში AFWE-უკრაინის მხარდაჭერა დაგვეხმარა.

ფესტივალებზე ჩვენ სავიზიტო ბარათებს ვარიგებთ. ახალგაზრდებთან დახურულ ფეისბუქჯგუფშიც გვქონდა კონტაქტი. ჩვენთან უფასო კონსულტაციებზე ისედაც მოდიოდნენ.

მაგრამ ახალგაზრდა ქალების ჯანმრთელობის კლუბის დახმარებით,  ჩვენ უფრო გავაფართოვეთ საკონტაქტო ქალების წრე. საერთო პრობლემების გარდა, გამოჩნდნენ  ისეთი ქალები, ვისგანაც უმძიმესი ისტორიები მოვისმინეთ. ეს კიდევ უფრო  დაგვეხმარა უსამართლობის გაცნობიერებაში და ჩვენში აქტივიზმის გაღვიძებაში.

მამაკაცებთან შედარებით, ქალს იმის თქმაც ერიდება, რა აქვს მოხმარებული, რა ცხოვრებით ცხოვრობს. ჩვენ ცუდად წარმოგვიდგენია, რომ ქალებსა და მამაკაცებს შეუძლიათ ერთნაირი დოზის მოხმარება, მეტიც, ქალს შეუძლია სპეციალურად მეტი მოიხმაროს თავისი ამტანობის დასამტკიცებლად და ლეტალურ შედეგი მიიღოს.

ახალგაზრდებში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა დაუცველი სექსი. ამ სარისკო ქცევით ახალგაზრდა ქალი ბევრი პრობლემის წინაშე დგება – შეიძლება დაორსულდეს და აბორტის გაკეთება მოუწიოს, მიიღოს სხვადასხვა დაზიანებები, მოხვდეს ისეთ პირობებში, სადაც ვერ დაიცავს სქესობრივ ჰიგიენას.

„პაპაიაში“ ქალებს ვეხმარებით რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების მიღებაში – ვამისამართებთ სერვისის განმახორციელებელ არასამტავრობო ორგანიზაციებში, მათ შორის „თანადგომაში“, რომლებსაც შეუძლიათ მიიყვანონ კონკრეტული დარგის ექიმთან, ვთქვათ, გინეკოლოგიური მომსახურეობის მისაღებად.

ახალგაზრდა მომხმარებელ ქალებს ხშირად უთქვამთ ჩვენთვის, რომ მათ აძლიერებს ის განცდა, რომ მათზე ზრუნავენ.

თუმცა, პრობლემებიც გამოიკვეთა. მაგალითად, კლიენტთან ერთად კლინიკაში მისვლის დროს მინახავს, რომ ექიმები ახალგაზრდა პაციენტებს გულგრილად ეკიდებიან, არაფერს უხსნიან, ასაკოვან პაციენტებს კი უფრო თავაზიანად მიმართავენ. არადა, ჩვენ ახალგაზრდები ვართ. ჩვენ ახლა გვჭირდება სექსუალური განათლება. ჩვენ არ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ კლინიკებში.

ამ საპილოტე პროექტით რამდენიმე კარგი ექიმიც გავიცანით, მაგალითად,  ერთი ახალგაზრდა გინეკოლოგი, რომელიც სრულიად უანგაროდ ახლაც ეხმარება „პაპაიას“ ქალებს.

სამწუხაროდ, პროექტს ფინანსურად მხარდაჭერა აღარ აქვს, მაგრამ მაინც ვდილობთ მის გაგრძელებას.

-კლუბის ფარგლებში ტრენინგებიც გქონდათ, რა თემებზე? 

-სამი მიმართულებით: რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ნარკოტიკების მოხმარება და რეპროდუქციული უფლებები – როგორც უკვე აღვნიშნე, ახალგაზრდები ხშირად არიან არასასურველი სექსის, ძალადობის და საკუთარ სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებული სტიგმის მსხვერპლი, რაც თავისთვად გულისხმობს მათი უფლებების დარღვევას.

სემინარებზე ჩვენ ვცდილობთ ვუპასოთ იმ კითხვებს, რომლებიც ქალებს აღელვებთ: რა არის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებები და რაში გვჭირდება მათი ცოდნა? კონტრაცეფციის რა მეთოდები არსებობს და რის მიხედვით ავარჩიოთ? რა გავლენას მოახდენს კონტრაცეფცია და ფსიქოატიური ნივთიერებების მოხმარება ერთად ჩვენს ჯანმრთელობაზე, მაგალითად, მენტრუაციის დროს რა მემუქრება თკი ექსტაზის მოვიხმარ?

რა თქმა უნდა ამ კითხვებზე პასუხები მოიძებნება გუგლში და ქალების ჯანმრთელობის ჯგუფებში, მაგრამ ცოცხალ სპეციალისტთან შეხვედრის დროს გაცილებით ზუსტ ინფორმაცას მივიღებთ.  თუმცა, ამ ინფორმაციის მიწოდება უნდა ხდებოდეს არა ერთჯერადად, არამედ სხვადასხვა მეთოდებითა და გზით, უწყეტად და პასუხისმგებლობასაც არა მხოლოდ მომხმარებელ გოგოებს უნდა ვასწავლოთ, არამედ ახალგაზრდა მამაკაცებსაც. ამაში დარწმუნებული ვარ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s