ბრიტანეთში მეტადონს ურეცეპტოდ გასცემენ  

++
ბრიტანეთი წამალდამოკიდებულთა მიმართ ჰუმანურობას გამოხატავს

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სთხოვა ნარკოტიკების ავადმოხმარების საკითხებით დაკავებულ სპეციალურ საკონსულტაციო საბჭოს (ACMD), რომელიც მთავრობას რეკომენდაციებს უწევს ძლიერმოქმედი ნივთიერებების კონტროლთან დაკავშირებით, შეაფასოს გარკვეული პრეპარატების რეალიზაციის შეზღუდვების რისკი. იმ ნივთიერებათა ჩამონათვალში, რომელსაც რეკომენდაცია გაეწია დროებით მაინც ყოფილიყო თავისუფალ გაყიდვაში, ნახავთ ბარბიტურატებს, ოპიოიდებს, მაგალითად, მორფინს, ასევე, ჩანაცვლებით თერაპიის დროს გამოყენებულ მეტადონსა და ბუპრენორფინს.

ასეთი გადაუდებელი ზომები საშუალებას მისცემს ფარმაცევტებს გასცენ ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატები საექიმო რეცეპტის გარეშე, მაგრამ მხოლოდ მათთვის, ვინც მანამდე მათ მკურნალობის ფარგლებში იღებდა.

საკონსულტაციო საბჭომ, ექიმ ოუენ ბოუდენ-ჯონსის ხელმძღვანელობით, ამ შეთავაზებას მხარი დაუჭირა, თუმცა გააფრთხილა საზოგადოება, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს ნარკოტიკების მოხმარების ზრდა.

„სამედიცინო პერსონალის ადეკვატური მხარდაჭრისა და რეკომენდაციების გარეშე,  არსებობს რისკი, რომ ფარმაცევტები უნებურად შეიტანენ წვლილს ნარკოტიკების ავად გამოყენებასა და გავრცელებაში. ეს საფრთხეს უქმნის პაციენტთა იმ ჯგუფებს, რომლებსაც ოპიოიდული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები აუცილებლად ესაჭიროებათ, მაგალითად, პალიატიურ მკურნალობისა ან ჩანაცვლებითი თერაპიის დროს,“ – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში. ამასთან დაკავშირებით, AMCD-მ შეთავაზებით, აღნიშნული რეკომენდაციები ექიმებისა და ფარმაცევტების კომენტარების გათვალისწინებით უნდა მომზადდეს.

„ეს ზომები ხელს შეუწყობს პაციენტებს ნაკლები სიხშირით მიმართონ აფთიაქებს, რაც ასევე შეამცირებს ზეწოლას ჩვენს ჯანდაცვის სისტემაზე და ხალხიც სახლში დარჩება,“ – ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კოროვირუსით 65,8 ათასი ადამიანი დაავადდა, დაიღუპა 7,9 ათასზე მეტი და გამოჯანმრთელდა 359 პაციენტი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s