„ბემონელები“ ბენეფიციარებთან ონლაინ კავშირზე რჩებიან  

93035698_2980510778654674_8852349019247083520_n

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი ონლაინ მუშაობაზე გადავიდა, მათ შორის ორგანიზაცია „ბემონის“ თელავის ოფისიც, სადაც ამბობენ, რომ შექმნის რეჟიმშია რამდენიმე საინფორმაციო ონლაინ ჩათი და ჯგუფი, სადაც ბენეფიციარები, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე „ბემონელთა“ დახმარებით დროულად იქნებიან უზრუნველყოფილნი.  

„ჩვენ ახალი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით, თუმცა ვაგრძელებთ მუშაობას. ჯერჯერობით ცოტა გაგვიჭირდა ბენეფიციარებზე წვდომა, მაგრამ  ბოლო თვის განმავლობაში მაინც შევძელი დავკავშირებოდი 10 ადამიანს, ოთხთან ვიდეოჩართვა მქონდა, ექვსთან  სატელეფონო საუბარი. ვიდეოჩართვებში უმეტესად 25 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. უფროსი თაობის ადამიანებს ურთულდებათ ონლაინ რეალობაზე გადაწყობა – ბევრს სმარტფონი არ აქვს და ძველი მოდელის ტელეფონს ხმარობს, ბევრს ონლაინ ჩართვის უნარი და პრაქტიკა არ გააჩნია, ზოგს კი ინტერნეტზე წვდომაც არ აქვს,“ – განმარტავს პროექტის „აღმოვფხრათ ხარვეზები“ და თელავის ოფისის წარმომადგენელი დავით ღონღაძე.

პროექტში ჩართული გიორგი ესიტაშვილის თქმით, მასაც გაურთულდა ახალი ბენეფიციარების მოზიდვა ონლაინ, რადგან მანამდე მისი საქმიანობას ველზე გასვლით ხორცილდებოდა.

„ძირითადად კონტაქტი ახალ თაობასთან მაქვს. კორონავირუსის გამო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საღამოს 9 საათის შემდეგ დილის 6 საათამდე აიკრძალა ქუჩებში გადაადგილება, ადამიანები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მიუხედავად ამისა, მქონდა იურიდიული გადამისამართების და ონლაინ კონსულტაციების შემთხვევები. მოვუწოდებ ახალგაზრდებს თავი შეიკავონ თავშეყრებისგან. უახლოეს მომავალში გვინდა ონლაინ სესიის ორგანიზება ახალგაზრდებისთვის მარიხუანის მოხმარების თემაზე. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ღია და მზად ვართ ყველა კითხვას პასუხი გავცეთ,“ – ამბობს გიორგი ესიტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კარანტინის წესების დარღვევისთვის სახელმწიფო დიდ ფულად ჯარიმებს იყენებს: ფიზიკური პირებისთვის 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარის ოდენობით, განმეორებითი დარღვევისათვის კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით.

დავით ღონღაძემ სტაფის წევრებთან პროექტით დაგეგმილ აქტივობებზეც ისაუბრა: მონიტორინგის გეგმის ფარგლებში თანასწორგანმანათლებელთა მუშაობაზე (მათ უნდა მოიცვან 220 ადამიანი, აქედან 70 ადამიანი სოციალურ თანხმლებაში უნდა ჩაერთოს), ასევე, საუბარი იყო თელავის საინიციატივო ჯგუფის მიერ პროექტის წერასა და რომელიმე ფონდისთვის მისი წარდგენის თაობაზე, ბენეფიციებისთვის პროფესიული გადამზადების კურსების შეთავაზებაზე, ექიმებისთვის განკუთვნილ ტრენინგზე თელავში, ახმეტასა და ყვარელში და სხვა აქტივობებზე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s