ზედოზირების გარეშე და ფიქრებით მომავალზე კოვიდის პირობებში  

ირმა კახურაშვილი

101840088_562023251417576_1796611641987563520_n

4 ივნისს, საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ თელავის ოფისის ინიციატივით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ/შიდსის პრევენციის სათათბიროს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის წევრებმა ძირითადად იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რომლის წინაშეც ახალი კორონავირუსის მიზეზით აღმოჩნდნენ.

 

„ბემონის“ თელავის ოფისის კოორდინატორ დავით ღონღაძემ ისაუბრა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის სახელზე მომზადებულ მიმართვაზე. მიმართვაში სათათბიროს წევრები თხოვენ სოციალური სამსახურის ხელმძღვანელს დრო დაუთმოს თემატურ შეხვედრებს ბენეფიციარებთან, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარ პრობლემებს გაუზიარებენ, რათა, შეძლებისდაგვარად, ბიუჯეტირების პერიოდში, მათი საჭიროებებიც გაითვალისწინონ.

101917250_562023244750910_707468404566523904_n

დავით ღონღაძემ აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად დღეს ბენეფიციარებს დასაქმების პრობლემა აწუხებთ. ცნობილია, რომ მათ, ვისაც შეხება ჰქონია ნარკოტიკების მომხმარებასთან, მთელ რიგ სამსახურებში მუშაობა ეკრძალება. გარდა ამისა, ხშირად ხდება ამ კანონის არასწორად ინტერპრეტირება.

„ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევ ადამიანს არ აქვს უფლება საჯარო სამსახურში იმუშაოს, მაგრამ არა ნებისმიერ თანამდებობაზე. თუმცა, დამსაქმებლების უმეტესობას ის მუშადაც არ აჰყავს. ასევე, ამ ადამიანებს სამი წლით უწყდებათ მანქანის მართვის უფლება. მართვის მოწმობის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის ათი დღის განმავლობაში ანალიზის სამჯერ ჩაბარება და 300 ლარამდე თანხის გადახდაა საჭირო. ისედაც გაჭირვებულ ადამიანს ურთულდება თბილისში ჩასვლა-ჩამოსვლა, თანხების მობილიზება და, საბოლოოდ, ის კვლავ დაუსაქმებელი რჩება,“ – ხსნის დათო ღონღაძე.

სათათბიროს წევრებმა ამ საკითხის მოგვარების ერთ-ერთ გზად თელავში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ბაზაზე ცალკე განყოფილების შექმნა დაასახელეს.

სათათბიროს წევრებმა კოვიდ-19-თან დაკავშირებულ სირთულეებზე გაამახვილეს ყურადღება. მაგალითად, გასული წლის მაისთან შედარებით, ამ წლის მაისში პაციენტებზე წვდომა 20%-ით მოიკლო, რაც აისახა აივ-სა და C ჰეპატიტზე ტესტირებებზე. დათო ღონღაძის თქმით, მათ მხოლოდ იმ ბენეფიციარების მოცვა შეძლეს, ვინც თავად გამოთქვა ამის სურვილი.

„ბემონელთა“ მიერ გამოვლენილი ადამიანები უარს ამბობდნენ სოციალურ სააგენტოსა და სამედიცინო დაწესებულებებში მისვლაზე, რადგან, მათივე განმარტებით, იქ დაინფიცირების მაღალი საშიშროება ელოდათ.

„მოსაფიქრებელია ალგორითმი, რომ ამ ადამიანებს საფრთხის განცდა ნაკლებად ჰქონდეთ. შესაძლოა ახალი საინფორმაციო არხების შექმნა ან უკვე არსებულის გამოყენება ინფორმაციის გასავრცელებლად, ანდა ახალი ინფორმაციის მათთვის „ესემესების“ სახით გაგზავნა,“ – აცხადებს დავით ღონღაძე.

103086746_775271006340549_6008216324306632704_n

„მაქვს იდეა ჩატარდეს ტრენინგი, ვასწავლოთ ბენეფიციარებს ახალი საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება. ბევრთან შეგვექმნა პრობლემა იმის გამო, რომ არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ზოგს კი, მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონით სარგებლობდა, უბრალოდ, მისი მიზნობრივად გამოყენების უნარ-ჩვევები არ გააჩნდა. ამ მიმართულებით შესაძლოა სათემო ლიდერებთან მუშაობა, მათი ქსელის შექმნა, რომ შეძლონ ონლაინ ურთიერთობა“.

გამოითქვა მოსაზრება, რომ ბენეფიციარებთან შეხვედრა შესაძლებელია ღია სივრცეში, სოციალური დისტანციის დაცვით და თუ დონორები მცირედ თანხასაც გაიღებენ, თვეში ერთხელ მაინც, შესაძლებელი გახდება საჭირო მეგაბაიტების დარიცხვა იმ ბენეფიციარებისთვის, ვინც ონლაინ უნდა ჩაერთოს.

თუ რა ცვლილები განხორციელდა თელავის მეთადონით ჩანაცვლების პროგრამაში პანდემიის პირობებში, ლია კირვალიძემ ისაუბრა. საფრთხეები შესამცირებლად კახეთში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, დაინერგა პრეპარატის ხელზე გატანების სერვისი. ერთ დოზას პაციენტი ადგილზე იღებს, ხუთი დღის ულუფას კი სახლში ატანენ. ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ შექმნილა, არც ზედოზირების, რასაც ექიმები ძალიან უშინდებოდნენ.

„ერთი პერიოდი სამედიცინო პერსონალს არ გვყოფნიდა ერთჯერადი დაცვის საშუალებები – პირბადეები, ხელთათმანები. სამწუხაროდ, ცენტრის რესურსი არც ბენეფიციართა საჭიროებებზეა გათვლილი. ამიტომ ისინი თვითონ ყიდულობენ ყველაფერს და ეს სოლიდური თანხა უჯდებათ. მაგალიტად, მათთვის პრობლემაა ერთჯერადი კონტეინერების შეძენა. კოვიდის გამო, კონტეინერებზე მოთხოვნაც გაიზარდა და ფასიც. ადგილობრივ აფთიაქებში ერთის ღირებულება ხუთი ლარიც კი გახდა. ერთ მოსვლაზე ერთ ადამიანს ოცი ლარი სჭირდებოდა. ყველა ბენეფიციარს ინდივიდუალური დოზა აქვს გამოწერილი და პატარა კონტეინერების მოხმარება მათთვის მოსახერხებელია. ულუფების გადანაწილება ხუთ ჰერმეტულ კონტეინერში ხდება. წამლის მოთავსება ერთ კონტეინერში გამორიცხულია,“ – ამბობს ქალბატონი ლია.

მისი თქმით, ჩანაცვლების თერაპიის სერვისის მიმღები პაციენტებისთვის პრეპარატის შინ გატანების სერვისი კომფორტული აღმოჩნდა, მით უფრო შორი მანძილიდან მოსიარულთათვის, მაგალითად, ლაგოდეხელებისთვის.

ექიმ-ინფექციონისტ შოთა რაინაულის თქმით, პანდემიის პერიოდში 125 ადამიანმა კახეთში წარმატებით დასრულა C ჰეპატიტის ელიმინაცია. არც ამ მხრივ მომხდარა თერაპიული პროცესის შეფერხება. თუმცა ნამკურნალებმა ადამიანებზე ჯანმრთელობაზე კონტროლი კვლავ უნდა გააგრძელონ.

სათათბიროს სხდომას ესწრებოდნენ დარგობრივი სპეციალისტები: კახა გემაზაშვილი ორგანიზაციიდან „ნაბიჯი მომავლისკენ“, მაკა ინანაშვილი – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ფსიქოლოგი, ლიკა იმერლიშვილი – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი, ნინო შამანაური და გიორგი ესიტაშვილი „ბემონიდან“ და საინიციატივო ჯგუფის წევრი, სტუდენტი მიშო თათულაშვილი.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s