თელავის მუნიციპალიტეტი მზადაა ბენეფიციართა პრობლემებზე სასაუბროდ

ირმა კახურაშვილი

104531736_274213430569168_6927752196380877787_n

თელავის ოფისების – საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ და კავშირი „ნაბიჯი მომავლისკენ“ წარმომადგენლები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ წევრს შეხვდნენ. უახლოეს მომავალში თელავის მუნიციპალიტეტი 2021 წლის ბიუჯეტს დაგეგმავს. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ამ პროცესში სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფები, მათ შორის ნარკოტიკების მომხმარებელთა თემი, აქტიურად უნდა იყოს ჩართული.

რამდენიმე კვირის წინ კახეთის რეგიონის ნარკოტიკებისა მოხმარებისა და აივ/შიდსის პრევენციის სათათბიროს წევრებმა წერილობით მოუწოდეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურს, ბიუჯეტის შემუშავებისას გაეთვალისწინებინათ არასამთავრობო ორგანიზაციებში სპეციფიკური სერვისების მიმღებ ბენეფიციართა ინტერესები – საუბარია მეთადონით ჩანაცვლებით თერაპიაში მყოფ პაციენტებზე, პრობაციონერებსა და ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ წამალდამოკიდებულების დაძლევას.

104433604_2649617882025599_3616245966180140400_n

„ნაბიჯი მომავლის“ ხელმძღავნელმა კახი გემაზაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოდან გლობალური ფონდის ეტაპობრივად გასვლის შემდეგ, სახელმწიფოს არაერთი პროგრამის გადაბარება და მათი დაფინანსება მოუწევს: „საუბარია ზოგიერთი სერვისის არდაკარგვაზე, რომელიც ჩვენი ბენეფიციარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგჯერ წლებიც დაგვჭვირვებია ამ ადამიანთა მოსაზიდად, მათი ნდობის მოსაპოვებლად. ამის დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. 12 წლის განმავლობაში ერთი შემთხვევაც კი არ გვქონია ისეთი, რომ მათი ნდობა არ გაგვემართლებინოს. ამ მხრივ როგორ იმუშავებს სახელმწიფო, ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით“.

კახი გემაზაშვილმა ისაუბრა ადგილობრივ ბიუჯეტზე, რომლის ყველაზე დიდი ნაწილი, როგორც წესი, ინფრასტრუქტურას ხმარდება, დანარჩენი კი განათლებისთვის, ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური უზრუნველყოფითვის, ახალგაზრდობისთვის და სხვა სფეროებისთვაის გამოიყოფა. მაგალითად, წელს ადგილობრივი ბიუჯეტის 9% ჯანდაცვასა და სოცუზრუნველყოფისთვის გამოიყო. თუმცა, როგორც ასეთი, ცალკე თანხა არ გაიწერა გადამდები დაავადებების პრევენციასა და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების პროგრამებისთვის.

თელავის საკრებულოს წევრის, მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის და სოციალური საკითხების სამსახურის წარმომადგენელ გიგა მამუკელაშვილის განმარწტებით, არსებობს გარკვეული კატეგორიები, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ მუნიციპალური ბენეფიტით. ასევე,  მერია, მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე, უზრუნველყოფს მათ წამლით, გამოკვლევებით, გადაუდებელი ოპერაციებით. თუ საჭირო გახდა და არასამთავრობო ორგანიზაციები ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით დაადასტურებენ იმას, რომ მათი ბენეფიციარები საჭიროებენ ცალკე კატეგორიად გამოყოფას, თვითმართველობა მზადაა ამაზეც იმსჯელოს. ასევე, საკრებულო მზად არის ახალი იდეის გასაზიარებლად, მსჯელობისთვის და ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად.

„ბემონის“ თელავის ოფისის დირექტორის, დავით ღონღაძის თქმით, 2016 წელს მათ საკრებულოსთან წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებდა. მაშინ ბენეფიციარებისთვის  ბიუჯეტიდან 3000 ლარი გამოიყო.

„მომავალ კვირის ბოლოს საკრებულოს წარმომადგენლებს ჩვენს ბენეფიციარებს შევახვედრებთ, რათა მათ გააჟღერონ თავიანთი პრობლემები, გამოყონ პრიორიტეტები. მოხარული ვართ, რომ მუნიციპალიტეტი თანამშრომლობისთვის მზადაა და ამ ადამიანებს მზრუნველობის მიღმა არ ტოვებს,“ – განაცხადა დავით ღონღაძემ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s