ზედოზირების შემთხვევებს მხოლოდ მაღალი ცნობიერება შეამცირებს

118536705_943124839531924_1486057334865643599_n (1)

საქართველოში ზედოზირების შემთხვევების შესახებ მოგვითხრობს ანდრო ბროლაძე, ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ რუსთავის ოფისის სოციალური მუშაკი:

„დღევანდელ ნარკოსცენას თუ გადავხედავთ, ყველაზე ხშირ ზედოზირებას საქართველოში ე.წ. „სირეცი“ იწვევს, რომელიც ფონიჭალაში იყიდება და ვრცელდება არა მხოლოდ რუსთავსა და ქართლის რეგიონში, არამედ თბილისში და მთელ დასავლეთ საქართველოში. „სირეცით“ ზედოზირებას ბოლომდე ნალოქსონიც ვერ შველის, ანდა მაშინ ნალოქსონი საკმაოდ დიდი რაოდენობით უნდა გაუკეთდეს ზედოზირებულს.

მოარულ ამბად მსმენია, რომ „სირეცის“ რეცეპტი იყიდებოდა კიდეც (ის ხომ კუსტარულად მზადდება). პირადად, სხვადასხვანაირი ფერის „სირეცი“ შემხვედრია, მოქმედების სხვადასხვა ეფექტით, როგორც ჩანს, მისი დამზადების სხვადასხვაგვარი წესიდან გამომდინარე.

ზედოზირების შემთხვევები გვაქვს ე.წ. „წიწვის ვინტითაც“ – ის უმეტესად მაღალ არტერიულ წნევას იწვევს და ცხადია, არა მხოლოდ წნევას. მისი სავალალო შედეგების შესახებ ყველას გვსმენია. თუმცა, „წიწვის ვინტით“ გამოწვეული ზედოზირების შემთხვევები ახლა ნაკლებადაა გავრცელებული. ამ ნარკოტიკის ინგრედიენტები აფთიაქში იყიდება, წიწვი კი ველურად იზრდება. ამდენად, „ვინტი“ მარტივია მოსამზადებლად და შესაბამისად, ბევრისთვის ხელმისაწვდომი.

პანდემიის დროს, ქვეყნის დახურული საზღვრების პირობებში, ზოგიერთი ნარკოტიკის შოვნა გართულდა და ბევრი მომხმარებელი იმაზე გადაერთო, რისი შოვნაც შეეძლო. ზოგი რამდენიმე ნარკოტიკებს ერთად ღებულობდა (გამიქსულად), რაც ზედოზირების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად იქცა.

ზედოზირება ჩვენთვის ყოველდღიური რეალობა გახდა. რამდენიმე დღის წინ, დილის ცხრა საათზე, ორმა ბიჭმა მანქანიდან გადმოიყვანა გულწასული მეგობარი და ჩემს სახლთან ახლოს, ეზოში გამავალ „არკაში“ შეიყვანა. ამ ფაქტს შემთხვევით შევესწარი. ბიჭებმა არ იცოდნენ როგორ გაეწიათ ზედოზირებულისთვის პირველადი დახმარება. აღმოჩნდა, რომ მას „სირეცი“ ჰქონდა მიღებული, რომელიც ფონიჭალაში იყიდა. დახმარება ნალოქსონით გავუწიე, მაგრამ შეიძლებოდა ყველაფერი გაცილებით ცუდად დამთავრებულიყო…

აუცილებელია ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე მეტად მუშაობა. ვცდილობთ, ჩვენი ხმა ამ საკითხებით არადაინტერესებულ ადამიანებსაც კი მივაწვდინოთ, რადგან მათაც შესაძლოა მოუწიოთ ასეთ ფაქტებთან შეჯახება.

რაც შეეხება სუბოქსონს და მეთადონს, ამ პრეპარატებით ზედოზირების შემთხვევები ჩემს უახლოეს პრაქტიკაში არ დაფიქსირებლა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სუბოქსონითა და მეთადონით ზედოზირების რისკი არ არსებობს“.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s