„მჯერა, რომ დამოკიდებულების მქონე ადამიანის დახმარება შესაძლებელია“

DSC_1816

მაკა ინანაშვილი გრემის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „თანადგომის“ ფსიქოლოგი, სხეულზე ორიენტირებული ფსოქოთერაპიის სპეციალისტი: „მჯერა, რომ დამოკიდებულების მქონე ადამიანების მხარდაჭერა და დახმარება სრულიად შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ, უპირველეს ყოვლისა, გრემში მოსული ადამიანი თავად პოულობს ძალას დაეხმაროს საკუთარ თავს, ფსიქოლოგი კი, ამ შემთხვევაში, მის გვერდითაა, არ ტოვებს მარტოს თავის სურვილთან ერთად. გრემის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა თელავიდან ჩამოვდივარ, ვატარებ ინდივიდუალურ თერაპიას, გვაქვს ჯგუფური შეხვედრები და მედიტაციები. იქედან გამომდინარე, რომ დამოკიდებულების მქონე პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ბევრი პრობლემა, მათ შორის სოციუმთან ურთიერთობის, ჯგუფური თერაპია ამის მოგვარებაში ძალიან ეხმარება. ჩვენი ოთახის გარემო, სადაც თერაპიისთვის ვიკრიბებით, არის პატარა ადგილი, ერთგვარი მიკროსოციუმი – აქ დამოკიდებულების მქონე ადამიანი ავარჯიშებს იმ უნარებს, რომლებიც დიდ სოციუმში მოხვედრის შემდეგ გამოადგება. მაგალითად, თუნდაც კომუნიკაციის უნარს – ზოგ პაციენტს ურთულდება სხვებთან ურთიერთობა. თერაპიის დროს ვასრულებთ სავარჯიშოებს, ხმამაღლა ვუზიარებთ ერთმანეთს ემოციებს. ეს საინტერესო და ეფექტიანია. ვცდილობ, სავარჯიშოები მრავალფეროვანი და არამოსაწყენი იყოს, რაც მთავარია, კონკრეტული ადამიანების საჭიროებებზე მორგებული. სარეაბილიტაციო ცენტრში მინესოტას მოდელი, „12 ნაბიჯის“ პროგრამა მუშაობს – დამოკიდებულების მქონე ადამიანების მხარდამჭერი ჯგუფი ინსტრუქტორებს მიჰყავს. პროგრამის და პაციენტებთან ფსიქოთერაპიული მუშაობის კომბინირება შესანიშნავად აისახება დამოკიდებულების მქონე ადამიანებზე და ამას უამრავი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს“.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s