მიზანი – ჰუმანური ნარკოპოლიტიკა

საქართველოს სახელმწიფო კანცელარიასთან „ნარკოტიკების მომხმარებლები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის“ – GENPUD-ის წევრმა სათემო ორგანიზაციებმა ერთობლივი აქცია „მზრუნველობა დასჯის ნაცვლად“ კამპანიის მხარდასაჭერად გამართეს. ასეთივე აქციები გაიმართა ქუთაისში, რუსთავში, ბათუმსა და ოზურგეთში, ასევე შედგა შეხვედრები ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის წარმომადგენლებთან, სადაც წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მნიშვნელობის შესახებ, ქვეყანაში მოქმედ დამსჯელობით ნარკოპოლიტიკაზე, ამასტან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოსავლის გზებზე.

  • საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ აქტივისტები პანდემიის უსაფრთხოების წესების დაცვით, გამართეს მსვლელობა სხვადასხვა ბანერებით, გაავრცელეს ბუკლეტები და ზეპირი ინფორმაცია

„ჩვენი ორგანიზაციების სახელით, აქციით კიდევ ერთხელ გამოვხატეთ პროტესტი ქვეყანაში მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც წლების განმავლობაში დასჯაზეა ორიენტირებული და ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. არსებული კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქეები, უმნიშვნელო დოზის გამოც კი, დგებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის წინაშე და არაერთ წელს ტყვეობაში ატარებენ,“ – აზუსტებს ერთ-ერთი პირველი სათემო ორგანიზაციის, „ახალი ვექტორის“ ხელმძღვანელი კოკა ლაბარტყავა.

მისივე თქმით, მომხმარებელთა თემი აპროტესტებს ჩანაცვლებით თერაპიის პუნქტებში არსებულ პრობლემებს, მათ შორის პრეპარატის ხელზე გაცემის აკრძალვას. დღეისათვის თერაპიის პუნქტები კოვიდინფექციის გავრცელების რისკზონას წარმოადგენენ, რაც უკავშირდება 5 დღის ულუფის ხელზე გაცემის პრაქტიკის გაუქმებას, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დარეგულირდა. პრეპარატის  გაცემის შეზღუდული დრო, თავის მხრივ, იწვევს მოუწესრიგებელი რიგების წარმოქმნას როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში.

მსოფლიო დღის კამპანიის ფარგლებში, GeNPUD-ის წევრი ორგანიზაციების სახელით მომზადდა პეტიცია, რომელიც პრემიერ მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცა. პეტიიცაში წარმოდგენილია ინფორმაცია 26 ივნისის მსოფლიო დღის შესახებ, ქვეყანაში მოქმედი დამსჯელობითი ნარკოპოლიტის უარყოფით შედეგებსა და გამოსავლის გზებზე. ასევე, არის მოწოდება საკანონმდებლო რეგულაციების ცვლილების აუცილებლობაზე ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციის მიმართულებით, პრობლემის გადაჭრისთვის კომპლექსური ხედვის და შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე.

„ჩვენი მიზანია მოვუწოდოთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, იქონიონ რეაგირება ადამიანზე ორიენტირებული, ჰუმანური ნარკოპოლიტიკის შემუშავებისათვის, დაძრან სათანადო პროცესები ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში მოძველებული, არაეფექტიანი და ზიანის მომტანი რეგულაციების განახლებისთვის,“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.  

მათი აზრით, სახელმწიფო დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის გამტარებელია და მიმართავს მხოლოდ ეპიზოდურ, ფასადურ ცვლიბებს, რომელიც საერთო სურათზე არანაირად არ აისახება. სახელმწიფო არ ფოკუსირდება ჯანდაცვის, ზიანის შემცირების, პრევენციულ და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებზე. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა საადვოკაციო ინსტრუმენტებითა და თანამშრომლობით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად, ისევ გააგრძელებენ ბრძოლას არსებული ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციისთვის.

ასევე, ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა“, მიმდინარე სტიგმა/დისკრიმინაციასთან ბრძოლის სოციალური კამპანიის ფარგლებში, ჩაატარა ვებინარი სხვადასხვა თემებზე: ისტორიული კონტექსტი, როგორ დაიწყეს მუშაობა აივ პრევენციაზე, სტიგმა/დისკრიმინაციის სამართლებრივი გაგება, შპრიცების პროგრამები/სტიგმა დისკრიმინაცია, ჩანაცვლებითი თერაპია და სტიგმა/დისკრიმინაციის შეფასება, ნარკომომხმარებელი ქალების მიმართ სტიგმა/დისკრიმინაცია – ორმაგი სტიგმა და სხვ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s