მარიხუანა – მაცდური მაგია

travka

ის ყველაზე სადავო და ყველაზე გავრცელებულია ნარკოტიკებს შორის. ევროპული ქვეყნების ნაწილი თანახმაა მის ლეგალიზაციაზე, ნაწილი კი ამ პროცესს დღესაც ჯიუტად ეწინააღმდეგება. კანონი უძლურია მისი აკრძალვისას, ხოლო იქ, სადაც აკრძალვა მაინც მოქმედებს, მოსახლეობა რიკოშეტის ეფექტის მუდმივ მოლოდინშია. ის უმსუბუქებს ტკივილს სიმსივნით დაავადებულებს, ამავდროულად, მის ანტიკამპანიებზე ყოველწლიურად მილიონობით დოლარი იხარჯება. ამ ნარკოტიკის მოყვარულები იყვნენ და არიან ასტროფიზიკოსი და ეგზობიოლოგიის „მამა“ კარლ საგანი, კორპორაცია Apple-ს დამაარსებელი სტივ ჯობსი, ნობელის პრემიის ლაურეატი და ჰუმანისტი ალბერტ ეინშტეინი, ატომური ბომბის დამპროექტებელი რიჩარდ ფეინმანი, საძიებო სისტემა Google-ის ერთ-ერთი გამომგონებელი სერგეი ბრინი, სადღეღამისო სიახლეების – СNN-ის ფუძემდებელი ტედ ტერნერი და სხვანი, ვისთვისაც ის შთაგონების წყაროდ იქცა. მარიხუანა – სხვადასხვა ხელისუფლების თავისტკივილი და მკვლევართა თაობების ლუპის ქვეშ მოქცეული ხასხასა მცენარე, რომლის არარეალურ პოპულარობაზე მისი სინთეტიკური კლონებიც მიგვანიშნებს.      

Continue reading

სოციალური აქტივიზაცია იზოლაციის ნაცვლად  

kast1

თანამედროვე ქართველი სპეციალისტები ფსიქიატრიის სფეროში რეფორმის გასატარებლად სახელმწიფოს მხარდაჭერას კარგა ხანია ითხოვენ. თუმცა, ჯანდაცვაში სწრაფი საკადრო ცვლილების გამო, ფსიქიატრების მიერ წარმოდგენილი უმნიშვნელოვანესი კვლევები ხშირად რეაგირების გარეშე რჩება. არადა, ამჟამინდელი არაეფექტური ფსიქიატრიული მომსახურების შეცვლა თემზე დაფუძნებული სერვისებით არცთუ დიდ ეკონომიკურ ხარჯებს  უკავშირდება და გაცილებით ჰუმანურ იდეებს ეფუძნება. ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანთა რაოდენობა, რომელიც შესაძლოა საქართველოში თემზე დაფუძნებულ სერვისში ჩაერთოს, 14 600 აღწევს და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.   Continue reading

ღირსეული სიცოცხლის და ღირსეული დასასრულის ეგიდით

ჯანმო-ს მონაცემებით, 5,5 მილიონ პაციენტში, რომელიც სხვადასხვა ქრონიკული დაავადებისა თუ ფიზიკური მდგომარეობის გამო იტანჯება, საერთოდ არ ხდება საშუალო და ძლიერი ტკივილის მართვა. ერთ-ერთი ასეთი პაციენტი 46 წლის ნინო თ. იყო. 2013 წლის ივლისში ის ონკოლოგიურმა დაავადებამ შეიწირა. გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოდან გამოწერეს. მას აუტანელი ტკივილი ჰქონდა. ექიმის მიერ დანიშნული ყოველდღიური ოპიოიდების დოზა არასაკმარისი აღმოჩნდა. ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ როგორ დახმარებოდნენ ავადმყოფს. დღეს ნინოს მოზარდი შვილი იხსენებს, რომ ვერასოდეს დაივიწყებს დედას, რომელიც გარდაცვალებამდე ტკივილისგან გათავისუფლებას უშედეგოდ თხოვდა…  

     Continue reading

გამოიცა „მედიაში სოციალური პრობლემების გაშუქების ელემენტები“

ydaჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის  გამოიცა წიგნი „მედიაში სოციალური პრობლემების გაშუქების ელემენტები” (გამომცემლობა „უნივერსალი“). ავტორი ოლიკო ცისკარიშვილი წლების განმავლობაში მუშაობს სოციალურ თემატიკაზე. წიგნი გამოიცა სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბისა და სამოქალაქო განვითარებისთვის სოციალური აქტივობის მხარდაჭერით. მასზე მუშაოდნენ: რედაქტორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ეკა თხილავა, დავით მაღლაფერიძე, მზია ლეკვეიშვილი, ანა ლეკვეიშვილი და სხვ. Continue reading