ახალი კლინიკა დამოკიდებულების მქონე პაციენტებს მოემსახურება

IMG_1437

ნათელი, მშვიდი, კომფორტული და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი გარემო ელის მათ, ვისაც რაიმეზე დამოკიდებულების პრობლემა აწუხებს. ეს ის ადგილია, სადაც ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის მკურნალობის სრული კურსის გავლაა შესაძლებელი – დეტოქსიკაციიდან რეაბილიტაციამდე. მუხიანის დასახლებაში, ერთ-ერთი ძველი პოლიკლინიკის გამწვანებულ ტერიტორიაზე დაარსებული ახალი კლინიკა „ნეოგენის“ მომხმარებლებს პროფესიონალი მედიკოსები მოემსახურებიან. კლინიკა აზარტომანიისა და თამბაქოზე დამოკიდებულების თერაპიასაც გვთავაზობს. „ნეოგენი“ სამედიცინო ცენტრ „მედისონის“ ბაზაზე იფუნქციონირებს.

Continue reading “ახალი კლინიკა დამოკიდებულების მქონე პაციენტებს მოემსახურება”

ზრდასრულთა განათლება წინსვლის პირობაა

ავტორი: მედეა გოგსაძე

ყველას გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც დამქირავებლები ორმოცს გადაცილებული ადამიანის  სამსახურში აყვანას დიდად არ ესწრაფოდნენ – დროის მოთხოვნებს ვერ პასუხობენო. საქმე კურიოზებამდე მიდიოდა. ხშირად ნახავდით ასეთი ტიპის განაცხადებებს: „კომპანიას ესაჭიროება დამლაგებელი. ასაკი – 45 წლამდე“. ერთმა მედიამაგნატმა ისიც კი ბრძანა – ოცდახუთის წლის ზემოთ ჟურნალისტები არ მჭირდებაო. აღნიშნული ტენდენცია დღესაც  გრძელდება. მსგავსი „იდეების“ მომხრეებს ავიწყდებათ, რომ ევროპამ, რომელთანაც დაახლოებას ასე ვესწრაფით, დიდი ხანია გააცნობიერა ზრდასრული შრომისუნარიანი კადრების თამაშგარე მდგომარეობასთან დაკავშირებული  რისკები. სწორედ ამიტომ მათი შენარჩუნება–ხელშეწყობა სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ნაწილია. Continue reading “ზრდასრულთა განათლება წინსვლის პირობაა”