საქართველოს ნარკოპოლიტიკის მუზეუმი ექნება

უახლოეს მომავალში ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ინიციატივით . პროქტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია  საზოგადოებამ და  გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უფრო თვალსაჩინოდ დაინახონ  რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგები.

პროექტის ექსპოზიციაში თავს მოიყრის საქართველოში ბოლო ათწლეულების დროინდელი ნარკოპოლიტიკის ისტორია, სფეროში განხორციელებული ცვლილებები და მოვლენები არსებულ ფაქტეზე დაყრდნობით.

პროექტის მიხედვით, ექსპოზიციის ძირითადი ნაწილი ელექტრონული ფორმატისაა, ის ვებ-გვერდზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვის, მათ შორის ლოკალურ და საერთაშორისო დონეზე დაინტერესებული პირებისათვის.

პროექტის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს შეგროვებული მასალის შერჩევას და დამუშავებას.  სამუშაო ჯგუფში ჩართვა შეუძლია ზიანის შემცირების ქსელში შემავალ ორგანიზაციებს, ასევე ამ თემით დაინტერესებულ მოტივირებულ, კრეატიულ ახალგაზრდებს (ჯგუფში მონაწილეობა ანაზღაურებადი არ არის).

სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა სოროსის ფონდში, 24 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

დატოვე კომენტარი