სულით განკურნება (ნაწილი პირველი)

ავტორი: მედეა გოგსაძე

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრთან  არსებულ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში უმშვენიერესი ფერწერული ნამუშევრები ვიხილე. ცენტრის ბენეფიციარებთან არტთერაპევტი და თეოლოგი მერაბ ონიანი მუშაობს. თუკი რომელიმე კონკრეტული ავტორის ნამუშევრებს ქრონოლოგიის მიხედვით დავალაგებთ, აშკარად დავინახავთ გამარჯვებამდე მიმავალი გზის პერიპეტიებს: უიმედობა-სასოწარკვეთიდან – შინაგანი ჰარმონიის მიღწევამდე. ერთ-ერთმა მათგანმა თერაპიის დასაწყისში გალიაში გამოკეტილი გასისხლიანებული ღორი გამოსახა. ამ ნახატში ისეთი გადაულახავი  სასოწარკვეთილება და ტკივილი იგრძნობა, რომ  აშკარაა – საკუთარი ტრაგედიითაა შთაგონებული, მაგრამ ნახატიდან ნახატამდე განწყობა კარდინალურად იცვლება. ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია დახვეწილი მანერით შესრულებული თამარის ხატი სულისშემძვრელი მშვენიერებით და ჰარმონიულობით. აშკარაა, რომ ავტორი მომავლის რწმენითაა გასხივოსნებული. ასეთი მეტამორფოზა სასწაულს უტოლდება. 

Continue reading “სულით განკურნება (ნაწილი პირველი)”