სოციალური მუშაკები ზიანის შემცირების სფეროში

ავტორი: მედეა გოგსაძე

ზიანის შემცირების პროგრამებში  ბენეფიციართან დამაკავშირებელი რგოლი სოციალური მუშაკია. ამჟამად ამ პოზიციაზე ყოფილი ნარკომომხმარებლები ან მათი ოჯახის წევრები მუშაობენ. ა/ო „ჰეპა+“-ს თორმეტი სოციალური მუშაკი ჰყავს, ა/ო „ახალ ვექტორს“ – თერთმეტი, ხოლო ა/ო „ახალი გზის“ სამივე სერვის-ცენტრში ოცდაათი სოციალური მუშაკია დასაქმებული. ბოლო დროს კულუარებში  ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ ამ პოზიციაზე უმჯობესია უმაღლესი განათლების სისტემაში მომზადებული კადრები დასაქმდნენ. მათ ივანე ჯავახიშვილის და ილიას სახელობის უნივერსიტეტში ამზადებენ.  თუკი ეს მოხდა,  უკვე მომუშავე სოციალური მუშაკების პოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება – ყველა აქედან გამომდინარე შედეგით.

Continue reading “სოციალური მუშაკები ზიანის შემცირების სფეროში”