სულით განკურნება (ნაწილი მეორე)

ავტორი: მედეა გოგსაძე

პუბლიკაციის პირველ ნაწილში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის საქმიანობაზე მოგახსენეთ. იქ ბენეფიციართა უმშვენიერესი ნახატები ვიხილე. განსაკუთრებით შემძრა ნამუშევარმა, რომელზეც გალიაში გამომწყვდეული გასისხლიანებული ღორია გამოსახული. ნახატი აშკარად ძლიერი, ამასთან ხანგრძლივი სტრესის ზეგავლენით შეიქმნა. ავტორმა, ბატონმა მამუკამ (მან ანონიმად დარჩენა ისურვა), ფაქტობრივად, საკუთარი თავი გამოსახა, თან შეუბრალებლად დასაჯა: გალიას კარიც კი არ დაუხატა, ანუ ამ ნაგვემ არსებას, რომლის თვალები საოცრად წააგავს ავტორის თვალებს, საერთოდ წაართვა მზის სინათლეზე გამოსვლის უფლება. სასოწარკვეთილება, ნაღველი და მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება – აი, რა დავინახე ამ ნამუშევარში.

Continue reading “სულით განკურნება (ნაწილი მეორე)”