სამარცხვინო კანონპროექტი თუ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მცდელობა?

საქართველოს მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის – სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის შინაარსის ოპტიმიზაციის შედეგად, ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გასაღებასა და წარმოება-შეძენა-შენახვაზე სხვადასხვა სანქცია გავრცელდება. სასჯელის ზედა ზღვარი – 11 წელი – 6 წლამდე შეუმცირდება მათ, ვინც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის  ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნაში იქნება მხილებული, რაც შეეხება გასაღებას – ის კვლავ განისაზღვრება 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. უფრო დეტალურად კანონპროექტს პარლამენტში მიმდინარე კვირის განმავლობაში განიხილავენ. წინასწარი პროგნოზით, უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, რადგან კანონპროექტი პირდაპირ ებმის 21-22 მაისის რიგაში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, სადაც ევროპულმა კომისიამ უნდა გამოსცეს რეკომენდაცია საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის,  ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით.

Continue reading “სამარცხვინო კანონპროექტი თუ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მცდელობა?”